ბუდუმ ისევ გაიტანა - "კარლსრუემ" კინაღამ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში „კარლსრუესა“ და „ვეენის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო და ისევ გამოიჩინა თავი - 36-ე წუთზე ფილიპ ჰაიზეს მარცხენა ფლანგიდან გადაცემულ ბურთზე მცველებს დაასწრო და თავისი გუნდი დააწინაურა. ქართველმა მიმდინარე ჩემპიონატზე მეშვიდე გოლი გაიტანა.

„კარლსრუემ“ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და 1 ქულა მოიპოვა. ეგ კი არადა, შეიძლებოდა სულაც დამარცხებულიყო, რადგან მსაჯმა 86-ე წუთზე მათ კარში დანიშნული პენალტი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა.

ზივზივაძე 88-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა
დადებითად შეაფასეს: whoscored 7.5, sofascore 7.2, flashscore 7.2.

"კარლსრუემ" ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩიდან 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 10 თებერვალს ბრაუნშვაიგში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“. 20 407 მაყურებელი
კარლსრუე - ვეენი 2:2
გოლები: 1:0 ზივზივაძე (35), 1:1 პრტაინი (48), მატანოვიჩი (53), 2:2 პრტაინი (74)

მკითხველის კომენტარები / 8 /
მის ასაკში ფეხბურთში დაღმა მიდიან, ბუდუ პირიქით. სუფთა ფორვარდია და ფუზიკურადაც ძლიერი
suxumchanin
17:43 03-02-2024
0
ლუქსემბურგთან მიქაუტაძის ნაცვლად ბუდუ.
დავით 67
08:04 03-02-2024
1

სიახლეები პოპულარული