ლიგა 2-ის 23-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „ტრუასთან“ 1:2 დამარცხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, კარგი მომენტი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომლის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა კარს. დაწინაურება კი მასპინძლებმა მოახერხეს. იოან ბარბემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ამჯერად "ბორდოს" კარში და რენო რიპარმა "ტრუას" გამარჯვება მოუპოვა.
დავითაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს და მისი თამაში flashscore-მა 6.7 ქულით შეაფასა.
ჟირონდულმა გუნდმა ზედიზედ ორი მოგების მერე მარცხი განიცადა, 28 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 10 თებერვალს „გრენობლს“
ტრუა. „სტად დე ლ’ობი“
ტრუა - ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ელისორი (65), 1:1 ბარბე (88, პენ), 2:1 რიპარი (90+3, პენ)
ტრუა - ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ელისორი (65), 1:1 ბარბე (88, პენ), 2:1 რიპარი (90+3, პენ)