მასპინძელთა გუნდში საბა საზონოვმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენჯერმე არაზუსტი პასი გააკეთა, თუმცა ამას ხიფათი არ მოჰყოლია.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს მეორე ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. ტურინელთა თავკაცმა ივან იურიჩმა საბა მე-80 წუთზე შეცვალა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.6, flashscore 6.5, whoscored 6.4.
შეხვედრის მიწურულს "ტორინოს" კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პიეტრო პელეგრის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა.
"ტორინო"
ტურინი. "ოლიმპიკო დი ტორინო"
ტორინო - სალერნიტანა 0:0