გოლი და რა გოლი - კვარაცხელიამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ვერონა“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ კვარაცხელია და აფრიკის თასიდან გამოვარდნილი კამერუნის ნაკრებიდან ანგისა დაუბრუნდნენ. მწვრთნელმა მაცარიმ ამჯერად 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია, თავდასხმაში სიმეონე დააყენა და მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს. დებიუტში ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, კაბალთან ორთაბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში „კვარას“ ორჯერ დარტყმული ბურთი მეკარე მონტიპომ მოიგერია. ნეაპოლელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს,
მეკარე გოლინიმ ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი გადაარჩინა. თუმცა, „ნაპოლიმ“ ინიციატივა დაიბრუნა, სიმეონეს გატანა მონტიპომ არ დაანება. შემდეგ კვარაცხელია ჩაჩუას გაექცა და მიზანს ვერ უწია. ფაქტიურად მასპინძელთაგან თამაშს მხოლოდ ის ამწვავებდა და თანაგუნდელები სათანადოდ მხარს ვერ უბამდნენ. მაცარიმ ცვლილებები განახორციელა, მარიო რუის, კაიუსტეს და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე მაცოკი, ლინდსტრიომი და ნგონჟი შეუშვა. 72-ე წუთზე კი კოპოლამ გოლინის კარი დალაშქრა. „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა, მეკარემ ორჯერ იხსნა ვერონელები. 79-ე წუთზე ლინდსტრიომის პასით ნგონჟიმ ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. მერე ხვიჩამ მცველს ბურთი აართვა, სიმეონე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ ქართველმა 87-ე წუთზე დიდებული გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 11 თებერვალს გასვლაზე „მილანს“ დაუპირისპირდება.

ნაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ვერონა 2:1
გოლები: 0:1 კოპოლა (72), 1:1 ნგონჟი (79), 2:1 კვარაცხელია (87)

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვიჩამ გვასახელა და არაერთხელ გვასახელებს კიდევ, ჩვენი ოქროს ბიჭი
ცირა
14:10 07-02-2024
0
ეხლა ინგლისში გადასვლის დროა
ვასიკო
20:59 06-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული