ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" "ვერონასთან" შესანიშნავი გოლით გამარჯვება მოუპოვა და ყველა აღაფრთოვანა.
Ilmattino წერს, რომ 25 მეტრიდან მარგალიტმა ულამაზესი გოლი გაიტანა და "სუპერკვარას" მაგიამ ძვირფასი სამი ქულა მოუპოვა.
ნამატჩევს ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ კვარაცხელია ჩემპიონია, რაც გასულ სეზონში აჩვენა, რამდენიმე მცველი მეურვეობს, მაგრამ დიდი კლასის მქონეა, ისევ გადასწიეს ცენტრში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გალიაში ექცევა, ამან იმუშავა და შედეგი გამოიღო.
მაცარიმ ხვიჩას წაქცევისას არდანიშნულ პენალტზეც გააკეთა კომენტარი: "ასე წვალებით გამარჯვება ბოლოს და ბოლოს უფრო სასიამოვნოა. ბევრი მომენტი შევქმენით და
მოვიგეთ. VAR-ს ხვიჩას ეპიზოდში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა. მაშინ თამაშის სურათი შეიცვლებოდა და უფრო დამაჯერებლად გავიმარჯვებდით".
ცუდი სუნი ასდიოდა ამ თამაშს, საერთოდ
გომორძგუა მარგალეფც✊❤️
ხვიჩა კვარაცხელია: - ქართველი!