ოფიციალურად - ლაცაბიძე "შახტარის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
19 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე თბილისის "დინამოდან" "შახტარში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკური კლუბი საიტით ავრცელებს.

ლაცაბიძეს "შახტარმა" კონტრაქტი 2028 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმა და ის ახალ გუნდში ირაკლი აზაროვთან და გიორგი გოჩოლეიშვილთან ერთად ითამაშებს. ლუკამ "მეშახტეების" რიგებში თურქულ შეკრებაზე უკვე რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერში თბილისის "დინამო" 700 ათას ევროს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შახტარი ეტყობა ბრაზილიიდან საქართველოზე გადმოერთო.აფასებენ და ენდობიან ქართველ ახალგაზრდებს და იციან მომავალში დიდ ფულს იშოვიან მაგათი მეშვეობით.ერთი სანიოლმა ვერ შეიგნო ვერაფერი ახალგაზრდული ჩემპიონატიდან და მგონი დაღუპვას გვიპირებს.
ნუკრი
01:28 05-02-2024
4
წარმატებები ლუკა
dato
00:45 05-02-2024
1

სიახლეები პოპულარული