"ხვიჩას ამაში ბადალი არ ჰყავს" - სიმეონემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 4 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების მომტანი გოლით შინ "ვერონა" (2:1) დაამარცხა. 

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ფორვარდმა ჯოვანი სიმეონემ Dazn-ის ეთერში ქართველის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც ჩემ უკან ფეხბურთელი მოქმედებს და ბევრს მოძრაობს, ეს სივრცეების ათვისებაში მეხმარება. თუ კვარაცხელიას მსგავს მოთამაშეს ბურთს ფეხში მისცემ, მისთვის ეს პრობლემა არ იქნება, პირიქით, მეტოქეს უდიდეს ხიფათს შეუქმნის, ქართველს ამაში ბადალი არ ჰყავს", - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "კვარამ" "ნაპოლის" მაისურით, ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა. თავი კი 6
გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელია "ვერონას" წინააღმდეგ გატანილ გოლს გამოეხმაურა [PHOTO]

alt"ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია, ლეაუზე ბევრად უკეთესია" - რა განაცხადა კასანომ?

 

altრამ განაპირობა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი? - ხვიჩა მომავალში უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

მკითხველის კომენტარები / 8 /
იშვიათი სილამაზის გოლი იყო,აუ ისეთი როგორზეც ნებისმიერი უდიდესი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა მაგრამ რა უბედურებაა ამხელა აჟიოტაჟი ვერონას გაუტანა ინტერს,იუვეს,მილანს,რეალს,ბარსას და სხვა რომელიმე გრანდს ხოარაა?!
ალიკა
06 თებერვალი 2024 07:35
19
შენ იცი რას გეტყვი ბრატ? გოლს რომ გაიტან, მიდი და მადლობა გადაუხადე მეპასეს, ტუპიაკო.
უყურე შენ
05 თებერვალი 2024 22:30
15
არის პასი, ბურთს მარტო ფეხის დადება, რომ უნდა და თავისით შეგორდება კარში, აქ გადაცემის ავტორს დიდი მადლობა ეკუთვნის. აქ კი "ტრუდავოი" ბურთთან გვაქვს საქმე და ამ ბურთის მიმღებთა 99% კარში არ დაარტყავდა, ასე, რომ ეს გოლი ხვიჩას ფანტაზიის ნაყოფია და თუ პირველ რიგში გადაცემის ავტორს არ ესცა და არ გადაკოცნა, დასაძრახისიც არაფერია.
გიგო
06 თებერვალი 2024 20:30
0
მართლა რაღაცა უმადურის შთაბეჭდილებას ტოვებს ! მისი საოცნებო ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლი რომ გაატანინა კვარამ ცარიელ კარში მადლობა არც გადაუხადა და კვარა მივიდა თვითონ მაგასთან და სხვა გოლებზეც ასე იქცევა
zura222
06 თებერვალი 2024 02:02
2
ეს სიმეონე ცივი ტოლმასავითაა. კი იჭმევა, მაგრამ . . . :)
კოლა
05 თებერვალი 2024 19:42
3
შენ ვინც ფეხბურთელობა დაგაბრალა, ესა მაქსიმუმ ჯენია ან ემპოლის დონის გუნდის ფეხბურთელი, რა ასისტი გაუფუჭა გუშინ ხვიჩას, ოსიმენი გაიტანდა
გოგა
05 თებერვალი 2024 18:16
2
ოსიმენს მაგის ყურებაზე ნაღდად ნევროზი დაემართებოდა
fisher
05 თებერვალი 2024 21:34
1
ოსიმენის 10%-ს მაინც თამაშობდეს.
სტუმარი
05 თებერვალი 2024 19:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული