Il Roma-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯოვანი სკოტომ OttoChannel-ის ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კონტრაქტს განუახლებს.
"ჩემი აზრით, პოლიტანოს შემდეგ კვარაცხელიას ხელშეკრულების გახანგრძლივების ჯერი დადგება. მატეოს ორი წლის წინ დანაპირები შეუსრულეს, ქართველთან კი, მგონია, შეთანხმებას ზაფხულში ხელფასის გასამმაგებით მიაღწევენ.
"ნაპოლი" ყოველთვის აქტიურად მუშაობს ფეხბურთელების პირობების გაუმჯობესებაზე და "კვარას" დანაპირებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუსრულებს. ამიტომ განახლება, რომელსაც დიდი ხანია ელიან, ფეხბურთელთან მოხდება. მას სურს, კლუბს კიდევ რამდენიმე წლით დაუკავშირდეს".
ხვიჩას შესახებ კომენტარი ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ რადიო Kiss Kiss-თან გააკეთა: "ის
ჯუღელი! ჯერ შენი წილიდან მიეცი და მერე გავსწორდებით რაცხაფრა. ხვი ჩააა!
ვინც ინგლისის პრემიერ ლიგას ამცირებთ ) ღმერთმა სულ თქვენ ჭკუაზე გატაროთ! ))