"გადაჭრა გარდასახულმა კვარაცხელიამ პრობლემა? ციფრები არ ტყუიან" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Rtn Tv-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მანომ areanapoli-ში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

გადაჭრა თუ არა კვარაცხელიამ თავისი ნამდვილი პრობლემა? ციფრები არ ტყუიან

"ნაპოლის" თავდამსხმელს მისი კლასის არაშესაბამისი ზოგიერთი მოქმედების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ ციფრები საპირისპიროზე მეტყველებს.

ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში ხშირად გააკრიტიკეს. ბევრი საუბრობდა მასზე, რომ შეიძლებოდა ცნობილი კონტრაქტის მოვლენებზე იყო გადართული (ის 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ოსიმენის 10 მილიონთან შედარებით ძალიან ცოტაა) ან სხვა თავგადასავლის სურვილი ჰქონდა. სინამდვილეში ციფრები საპირისპიროზე მეტყველებს - მიმდინარე ჩემპიონატის 12 მატჩში 6
გოლი გაიტანა, რაც გასულ სეზონთან შესაბამისია (მთელ გასულ სეზონში მის ანგარიშზე 12 გოლი იყო).

კვარაცხელია ყოველთვის არ წარმოაჩენდა თავს მაღალ დონეზე, მაგრამ შესაძლოა, ეს გარემარბის ფიზიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, რომელიც მუდამ საუკეთესო არ გახლდათ. "ვერონასთან" ჩვენ გარდასახული ხვიჩა დავინახეთ. ის მეტოქის კარის ყველაზე ხშირად დალაშქვრას ეცადა (8 დარტყმიდან 3 კარში), 6 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და მასზე უკეთ არავინ არ გარჯილა.

მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტექნიკურად და შემტევად მოქმედებდა, შთამბეჭდავი 10.5 კილომეტრი დაფარა და მოწინააღმდეგეებს 4-ჯერ აართვა ბურთი. გამოდის, რომ ფიზიკურადაც კარგ მდგომარეობაშია. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ის კიდევ კარგა ხანი ითამაშებს ასეთ მაღალ დონეზე".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ადგილობრივ მასხარ -ანალიტიკოსებს ვინმემ გააგებინეთ რომ ეს იტალიელი ჟურნალისტის ანალიტიკაა, არა ქართველის))) ყველა პრეტენზია იტალიელებთან.
გიორგი
22:55 06-02-2024
6
იტალიაში ესმით ფეხბურთი. იმიტომაც იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები.
გიორგი
13:18 07-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული