"ინტერისა" და "მილანის" ყოფილმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს ფენომენალური უწოდა. მისი აზრით, ქართველზე ერთ-ერთ ეპიზოდში იუხეშეს და "პარტენოპეი" პენალტს იმსახურებდა.
"ამ მატჩში ადგილი სრულ აბსურდს ჰქონდა. ვერ ვიჯერებ, რომ კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი არ დანიშნეს. რას აკეთებს ვიდეორეფერი? საკმარისია, ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. ქართველმა ფენომენალური გოლის გატანა მოახერხა, კარისთვის არც კი შეუხედავს. ამიტომ ეს მოქმედება კიდევ უფრო ლამაზი
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
ძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია - ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა
"გადაჭრა გარდასახულმა კვარაცხელიამ პრობლემა? ციფრები არ ტყუიან" - იტალიელი ჟურნალისტი
რას ამბობ ხვდები ? რას ქვია განზრახ კონტაქტი არ იყო ? რა შუაშია განზრახ იყო თუ არა , კონტაქტი იყო , რომელმაც საჯარიმოში ბურთიანი შემტევის დაცემა , წაფორხილება , ზოგადად შეტევის ჩაშლა გამოიწვია , ე.ი. ისჯება 11 მეტრიანით . თუ არ იცი არსებული წესები , იკითხე , სანამ კომენტარს დაწერ.
მაგრამ ფეხბურთი ესმის, რასაკვირველია, და სიმართლე ილაპარაკა ამ შემთხვევაში.