"3 თვის წინ ხვიჩას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, მისმა აგენტმა კი ასეთი რამ გვითხრა" - რას აცხადებს დე ლაურენტისი?

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 3 თვის წინ ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები ქართველის აგენტთან შედგა, მხარეები კი შეთანხმდნენ, რომ ამაზე სეზონის ბოლოს ისაუბრებდნენ.

"3 თვის წინ ხვიჩას აგენტს შევხვდი და მათ ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ.

მისმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ არ გვენერვიულა, რადგან ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობდა და ამ საკითხზე სეზონის დასრულების შემდეგ გვესაუბრა", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

alt"საკმარისია! ასე აღარ უნდა

გაგრძელდეს" - რას აცხადებს მარიო ბალოტელი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

altძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია - ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა

alt"გადაჭრა გარდასახულმა კვარაცხელიამ პრობლემა? ციფრები არ ტყუიან" - იტალიელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 35 /
ბიჭი სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს, ანუ ევროპის 5 უძლიერესი ჩემპიონატიდან ერთ-ერთის, რითაც ტოპ ფეხბურთელად აღიარეს და დიდ ბიზნეს ინდუსტრიაში შეაბიჯა!!! დიდი სპორტსმენები ხელფასზე მეტს სხვადასხვა სარეკლამო კონტრაქტებიდან თუ კომერციული აქტივიბებიდან გამოიმუშავებენ, ეხლა როგორ გესახებათ ამ მრავალმილიარდიან ინდუსტრიაში ჯუღელმა რამე წარმატებას მიაღწიოს??!! გამორიცხულია! რაც არ იცის მაგ კაცმა როგორ უნდა გააკეთოს??? აგერ კლუბის პრეზიდენტმა რასაც ქვია გააფარჩაკა ჩვენი ჯუღელი და რა გამოვიდა რომ ლაურენტისს სულ ტყუილად ვაგინებდით???:)))) მოკლედ ჩემი აზრია რომ ჯუღელმა, როგორც კვარას კეთილის მსურველმა ვინმე ტოპ აგენტი თვითონ მოუძებნოს ხვიჩას და როგორღაც თვითონაც “დალაგდება”, “სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო”, ზედ გამოჭრილია მაგაზე! თუ თავისით არ იზავს, ადრე თუ გვიან მაინც დაახვევინებენ. წარმატებები კვარას!
პაატა
18:40 07-02-2024
9
ეტყობა ისეთი ნაგავი კონტრაქტი იყო რომ არც კი ღირდა სამსჯელოდ, აბა ნორმალურ და კარგ შეთავაზებაზე უარს არავინ ამბობს
ბს
17:15 07-02-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული