
26 წლის მცველი დავით კობოური თბილისის "დინამოდან" "უიპეშტში" გადავიდა, - იტყობინება უნგრული კლუბის საიტი.
ახალ გუნდში კობოური 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ კლუბის ღირსებას ადრე გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე იცავდნენ.
"უიპეშტი" 19 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 21 ქულით მეცხრე ადგილზეა და 11 თებერვალს სტუმრად "დიოშდიორს" შეხვდება.