"ჩემი აზრით, ძველი "კვარა" დაბრუნდა" - ცნობილი იტალიელი სპეციალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლისა" (1999/2000) და "სამპდორიას" (2002/2007) ყოფილმა მწვრთნელმა ვალტერ ნოველინომ "მილანისა" და "ნაპოლის" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, მას სჯერა, რომ "როსონერისთვის" ყველაზე რთულად შესაჩერებელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

"ლეაუ ყოველთვის გადამწყვეტი მოთამაშეა, თუმცა მას ჟირუც დაეხმარება. "ნაპოლიდან" კვარაცხელიას გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, ქართველი ოპტიმალურ ფორმაში შევიდა. ბოლო მატჩებია ისე გამოიყურება, როგორც გასულ სეზონში.

აფრიკის თასის გამო "პარტენოპეის" ოსიმენი დააკლდება, ამიტომ მჯერა, რომ "მილანმა" მხოლოდ კვარაცხელიას შეჩერებაზე უნდა იზრუნოს", - განაცხადა ნოველინომ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 11 თებერვალს, თბილისის
დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altდღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

alt"3 თვის წინ ხვიჩას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, მისმა აგენტმა კი ასეთი რამ გვითხრა" - რას აცხადებს დე ლაურენტისი?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას საუკეთესო პოზიცია არის ლავირება ფლანგიდან ცენტრში (და არა სტატიკურად მხოლოდ ვინგერად ან პლეიმეიქერად მისი დაყენება) როგორც ეს წინა შეხვედრაში იყო ვერონასთან ბოლო 25 წუთი ლინდსტრომი გადმოვიდა მის ადგილას მარცხენა ვინგერად და თვითონ დადგა პლეიმეიქერად ანუ ეს მონაცვლეობით/ხშირად უნდა ხდებოდეს მატჩის მიმდინარეობისას და მას ვერანაირად ვერ მოაქცევენ იმ ავადხსენებულ სამ კაციან გალიებში. ასევე მას სრული თავისუფლება უნდა მისცეს მაძარიმ შეტევის მთელ პერიმეტრზე გადასაადგილებლად და მეტი დავალება მისცეს რაც შეიძლება ხშირად ურტყას კვარამ საჯარიმოდან თუ მის მისადგომებიდან კარში. თან ხვიჩა მიზანს ნელ ნელა ისწორებს და ასეთ პირობებში ის უფრო მეტი გოლების გატანას დაიწყებს. ხვიჩასნაირი ელეგანტური ფეხბურთელი არა უნდა მოაქციოს მენტორმა ჩარჩოებში ეს პირდაპირ დანაშაული მგონია პირიქით გუნდი მასზე უნდა დააშენო და შენი სხვა შემტევები მუდამ იმას უნდა ცდილობდნენ რომ ხვიჩაზე მიჩენილი პერსონალური მეურვეები მომენტალურად გაიტყუონ და კვარას მეტი სივცე გამოუნთავისუფლონ პოტენციური შეტევების წამოსაწყებად თან იმ პირობებში როდესაც ნაპოლის საერთოდ არ ყავს ხვიჩას გარდა თავის თავზე ამღები დრიბლინგის შემძლე ფეხბურთელი ამას ყველა კარგად ხედავს. იმ წუწურაქს უჯობს რაც შეიძლება მალე ბიჭს მინიმუმ 6-7 მილიონი $ დაუნიშნოს ხელფასი და ხვიჩა უფრო მეტი აღმაფრენით გავა პარტენოპეის მაისურით მწვანე მინდორზე ვიდრე ეს დღეს არის.
Charley
08 თებერვალი 2024 14:25
3
რა უცნაირი რამეა გულშემატკივრობა? შენი გუნდი და გამორჩეული ფეხბურთელი თუ თამაშობს კარგად, ეგრევე ცაში აგვყვავს და ვუძღვნით ათას საქებარ დირითადმებს, ვაიდა მერე ვერ ითამაშოს და არ წაუვიდა საქმე, ისე როგორც თვითონ უნდა და ფანებს? ოოოო, აი აქ იწყება და რაც იწყება: ლანძღვა-გინება , დამცირება, შეურაცყოფა და მის პირადზეც გადაწვდომა. ასეთი ველური ვაი ფანების არ მესმის! თუ ცაში აგყავთ, მაშინ რაღაზე ლანძღავთ, თუ რამოდენიმე თამაში არ გამოუვა? მიხვდებით ვიზეც მაქვს მინიშნება!
ზურა
08 თებერვალი 2024 15:06
3
ბელინგემი ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ატარებს. თუ ხვიჩას უნდა რომ მართლა დიდ გუნდში მოხვდეს, ესე უნდა გააჰრძელოს მილანთან და ბარსასთან
გენო
08 თებერვალი 2024 18:14
5
გრანდში უკეთესად ითამაშებს ხვიჩა, აქ სულ სამი კაცი დასდევს და გრანდში კი 3 კაც არ ეცლება ხვიჩა ჩაკეტოს, გრანდში ყველა ფეხბურთელი დასაკეტია იქ ყველა კარგი ფეხბურთელია, ნაპოლში კი იციან, რო ხვიჩა 2 და თუ საჭიროა 3 კაცით დაკეტონ, პოლიტანოა ერთიც ეყიფა, სიმიონე ისედაც არაფელია გინდა საკეტე გინდა იყოს ეგრე, ბელინგემს, რო აქვს თავისუფალი სივრცები ისე არ აქვს ხვიჩას შეადარე თამაშები და დაინახავ კარგად
გოგა
08 თებერვალი 2024 20:53
1
ბელინგემი ბევრად უფრო სტაბილურ გუნდში, დორტმუნდში თამაშობდა და ახლა უკვე რეალში - ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბექა
09 თებერვალი 2024 00:35
1
ყველა გამოხმაურება
დაიწყეს ისევ... 1 თამაში ითამაშა კაი დონეზე. 5-6 თამაში თუ ასე მიაყოლა, მაშინ კი ბატონო, სეზონში 2-3 თამაში თუ ჰქონდა ასეთი, მაშინ არა.
k
08 თებერვალი 2024 16:20
15
ძველი რომელი, უცოლო როცა იყო მაშინდელი?
კ ო მ ბ ლ ე
08 თებერვალი 2024 15:38
12
ქართველებს გვაქვს ერთი გამოთქმა=ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი.სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.ფანატიზმამდე თუ არ გიყვარს ფეხბურთი დიდი ვარსკვლავი ვერ გახდები.
ასეა ეს
08 თებერვალი 2024 21:58
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული