GOL digital: მამარდაშვილი პრემიერლიგაში წავა - მას "ვალენსიაში" კეპა შეცვლის

AutoSharing Option
ესპანური GOL digital-ი იტყობინება, რომ "ჩელსიდან" იჯარით აყვანილმა მეკარე კეპა არისაბალაგამ ტიბო კურტუას ტრავმისას ვერ გაამართა "რეალის" იმედები, ანდრეი ლუნინთან კონკურენცია წააგო, ლონდონურ კლუბს მისი დაბრუნება არ უნდა და შეიძლება სამშობლოში დარჩეს - კარიერა "ვალენსიაში" გააგრძელოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში "ვალენსიას" "კარი ცარიელი დარჩება", რადგან გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს, არაერთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, "ღამურებს" ბევრი ქულა მოუპოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, გუნდს გამოიცვლის და სავარაუდოდ, პრემიერლიგაში წავა.

ერთი სიტყვით, "ვალენსია" უკვე ეძებს ქართველის შემცვლელს და საქმეს ისეთი
პირი უჩანს, მიაკვლია კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვფიქორბ ჯერ ნაადრევია გიოს სადმე წასვლა..მითუმეტეს პრემიერ ლიგაში...სანამ მაღალ ბურთზე სწორად გამოსვლას არ ისწავლის...ძალიან გაუჭირდება ინგლისში..
ეს კომპონენტი და ფეხით თამაშის ცოდნა...უკან გათამაშება მცველებთან..დროული გამოსვლები..ბრიტანულ ფეხბურთში ყველაზე მეტად აუცილებელია..
ბუჯანგა
17:52 16-02-2024
0
რაებს ლაპარაკობთ? აზრზე ხართ იმაზე თუ სად უფრო იწრთობა მეკარე? დიდ გუნდში მეკარე ბევრს ვერაფერს ისწავლის, რადგან იქ აწყობილია დაცვა და სიურპრიზები მეკარისათვის ნაკლებადაა, რაც შეეხება სუსტ გუნდებს სუსტი დაცვით, სწორედ იქაა სიურპრიზები მეკარისათვის და იქ სწავლობ თამაშს. ასპროცენტიანი საგოლე სეივები დიდ გუნდებში ნაკლებადაა, გიორგი კი სევილიაში ყველა თამაშზე 5-6 სეივს აგროვებს და სწორედ აქედან გაუვარდა ძლიერი მეკარის სახელი.
ჟორა გაბრიჭიძე
19:18 12-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული