კვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი დროით 23 წლის მაშინ გახდა, როცა "მილანს" უპირისპირდებოდა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში აშკარად გამორჩეული იყო და თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უბამდნენ; "კვარამ" რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკის დემონსტრირება შემოგვთავაზა, ის მუდამ გამწვავებაზე ფიქრობდა. 77-ე ნომერმა წინა დაბადების დღე გოლით აღნიშნა, ახლა ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს მთავარი არაა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არაფერი გამოსდის...

Sportall.Ge

"სან სიროზე" გამართულ მატჩს "მილანის" ექსფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. გვჯერა, კვარაცხელიას მომავალში კიდევ უფრო დიდი
გუნდების წინააღმდეგ და ლეგენდარულ სტადიონებზე ვიხილავთ...

Sportall.Ge

"კვარას" სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. "ინსტაგრამზე" მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა...

Sportall.ge ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მიზნების ასრულებასა და მილიონობით გულშემატკივრის ასეთი ლაღი თამაშით გახარებას უსურვებს!..

alt"კვარაცხელია" "მილანს" მარტო ეთამაშება" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლი" სტუმრად "მილანთან" 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ხვიჩა, ყველა ქართველი ფანის სახელით გილოცავ დაბადების დღეს! მჯერა, რომ შეძლებ ის დიდი ტვირთი აწიო, რომელსაც ჩვენი ეროვნული ნაკრების ევრო-24-ის ფინალურ ტურნირზე გაყვანა ჰქვია! გაგიმარჯოს და მუდამ გამარჯვებული იყავი, შენს ოჯახთან და ქვეყანასთან ერთად!
fani
12 თებერვალი 2024 20:56
2
ღმერთმა მრავალს დაგასწროს ჩვენო მარგალიტო! იხარე, იბედნიერე ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად და ჩვენც გაგვახარე!
llcl
12 თებერვალი 2024 14:24
2
კალაძე ჩამოდი სახლში და მიხედე შენს სამფლობელოს, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს(პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით), ცოტათი დაარეგულირე მოძრაობის, გადაადგილების, მშენებლობის პრობლემები. გაანულებ ოცნებას და მადლიერი ვინ გეყოლება, ვივამედელი?
oto
12 თებერვალი 2024 16:30
7
ჯანმრთელობა და წინსვლა კვარას ცხოვრებაში,კალას და კობის ეტყობა ჩიხრიხივით აქვთ საქმე აწყობილი და ისვენებენ,ეტყობა მილანში დალაქთან ჩაწერილები იყვნენ,საქმეს მიხედეთ საქმეს თქვე უქნარებო.
ფანტომასი
12 თებერვალი 2024 12:21
17
ნამდვილად. იმიტომაც არიან წვერგაუპარსავები და გაბურძგნულები!
დავით 67
13 თებერვალი 2024 00:38
2
უფალი გფარავდეს "კვარა"
Gio
12 თებერვალი 2024 18:18
1
მრავალს დაესწარი ხვიჩა,შენ ლამაზ ქართულ ოჯახთან ერთად!!!
ლადო
12 თებერვალი 2024 18:37
1
ხვიჩა გილოცავ, ბედნიერად იყავი ოჯახთან ერთად, ყველა ჩანაფიქრი და გულისნადები აგსრულებოდეს და გაგეხარებინოს შენი ქვეყანა და ოდაბადე.
სურათზე რომ არიან იმათგან, და მაგათნაირ მაზაკვალებისაგან, თავი შორს დაიჭირე, ძნელია მარა, ეცადე, თუ გინდა რომ ქართველი ხალხის, დიიიდი უმრავლესობის სიყვარული გქონდეს.
ტყაშმაფა
12 თებერვალი 2024 18:54
6
რა საჭრო იყო ამ მშვენიერი ბიჭის დაბადების დღის მილოცვა, არჩევნებში მონაწილე პირების პიარით მოგეხდინათ? ეს უკვე ფარული წინასაარჩევნო რეკლამა გამოვიდა(((
მოდი, ყველამ პატივი ვცეთ ჩვენს საამაყო ვარსკვლავ-ბიჭუას. გილოც, ხვიჩა!!!
გია_544
12 თებერვალი 2024 18:16
10
ალიბაბას 2 ყაჩაღი.
დათო
12 თებერვალი 2024 16:58
15
რამხელა (აღუწერელი) ბედნიერებაა, როდესაც შენი თამაშის საყურებლად, ქართული ფეხბურთის ყველა დროის ყველაზე გამორჩეული ორი დაუვიწყარი გიგანტი - ლეგენდა მოიცლის, თან შენი დაბადების დღეს. ისე ჩვენში დარჩეს და წვერი რომც გაიპარსონ კაცების რიგში მაინც ვერ ჩაეწერებიან !
დ.დ.
12 თებერვალი 2024 15:26
18
კალაძესა და კობიაშვილზე ასე საუბარი უბრალოდ ამაზრზენია.ბუნებრივია,რომ ასეთ რეგვენს კაცობისა არაფერი გაეგება...
ბრაზი
12 თებერვალი 2024 15:38
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული