კვარაცხელია 23 წლისაა - გამორჩეული "მილანთან", კალაძე და კობიაშვილი მატჩზე და მილოცვა ნიცასგან... [PHOTOS]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი დროით 23 წლის მაშინ გახდა, როცა "მილანს" უპირისპირდებოდა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში აშკარად გამორჩეული იყო და თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უბამდნენ; "კვარამ" რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკის დემონსტრირება შემოგვთავაზა, ის მუდამ გამწვავებაზე ფიქრობდა. 77-ე ნომერმა წინა დაბადების დღე გოლით აღნიშნა, ახლა ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს მთავარი არაა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არაფერი გამოსდის...

Sportall.Ge

"სან სიროზე" გამართულ მატჩს "მილანის" ექსფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. გვჯერა, კვარაცხელიას მომავალში კიდევ უფრო დიდი
გუნდების წინააღმდეგ და ლეგენდარულ სტადიონებზე ვიხილავთ...

Sportall.Ge

"კვარას" სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. "ინსტაგრამზე" მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა...

Sportall.ge ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მიზნების ასრულებასა და მილიონობით გულშემატკივრის ასეთი ლაღი თამაშით გახარებას უსურვებს!..

alt"კვარაცხელია" "მილანს" მარტო ეთამაშება" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლი" სტუმრად "მილანთან" 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
გილოცავ ხვიჩა და გისურვებ დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და ფეხბურთში. დიდხანს გაგეხარებინოს შენი გულშემატკივრები!
გიზოგ
11:35 08-03-2024
0
ვულოცავ ხვიჩას დაბადების დღეს.ბევრ წარმატებებს ვუსურვებ.
არაუშავს გოლი რომ ვერ გაიტანა. მიზეზი ჰქონია. ასეთი ხალხი რომ დაესწრება მის თამაშს გოლს როგორ შეაგდებ, საკუთარ კარის გარდა?!
დავით 67
00:34 13-02-2024
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული