იტალიური მედია აღნიშნავს, რომ "მილანთან" სტუმრად წაგებულ მატჩში (0:1) "ნაპოლის" ერთადერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელია იყო, "ინტერში" გადასასვლელად გამზადებულმა პიოტრ ზელინსკიმ კი ყველაზე უარესად ითამაშა, თუ ამას საერთოდ თამაში ჰქვია.
Calciomercato-ს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მარცხის გამო უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მწვრთნელის, ვალტერ მაცარის გადაყენებას არ აპირებს, ვინაიდან სერია A-ში მომავალ სამ შეხვედრაში შედარებით იოლ მეტოქეებთან გამარჯვების მოპოვების და ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ძლევის იმედი აქვს.
ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, რომელსაც კლუბთან დაახლოებულ პიროვნებად მოიხსენიებენ და ფაქტობრივად, ყოველთვის დე ლაურენტისის პოზიციას ახმოვანებს,
თქვა, რომ მაცარის გარისკვის ეშინია, მატჩისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ამის გარეშე კი გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია.
თავად მაცარის აზრით, თუ არ ჩავთვლით გაშვებული გოლისას დაშვებულ შეცდომას, მისი შეგირდები ურიგოდ არ გაისარჯნენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე ადგილზე მყოფ "ატალანტას" 7 ქულით ჩამორჩებიან, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.
აფრიკის თასის ფინალში დამარცხებისა და კოჭ-წვივის ტრავმის გამო იმედგაცრუებული
თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლში ოთხშაბათს დაბრუნდება და თუ შეძლო, ხუთშაბათს ვარჯიშს დაიწყებს.
თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლში ოთხშაბათს დაბრუნდება და თუ შეძლო, ხუთშაბათს ვარჯიშს დაიწყებს.
calcionapoli24 იტყობინება, რომ ოსიმენის ნიგერიის ნაკრების კოტ-დ’ივუართან წაგებამ ნეაპოლელი გულშემტკივრები გაახარა.
"რეპუბლიკის" მტკიცებით, ვიქტორი ამ სეზონს "ნაპოლიში" დაასრულებს, ხოლო ზაფხულში პსჟ 120 მილიონ ევროდ გამოისყიდის, სადაც კილიან მბაპეს შეცვლის. პარიზული კლუბი აგრეთვე "როსონერის" შემტევის, რაფაელ ლეაოს შეძენას გეგმავს.
კიმ მინ ჯე შეშფოთებულია - რა მისწერა სამხრეთკორეელმა "ნაპოლის" ფეხბურთელებს?
თანაგუნდელმა დაამშვიდა - ოსიმენის ემოციები წაგებული ფინალის შემდეგ [VIDEO]
"გალიაში იყო გამომწყვდეული, მატჩის მოგებას ყოველთვის ვერ მოახერხებს" - რა თქვა მაცარიმ კვარაცხელიაზე
ოსიმენი აფრიკულ ოქროს ვერ შესწვდა - ჩემპიონი კოტ-დ’ივუარი გახდა [VIDEO]
არ ვამბობ, რომ საკუთარი ფეხბურთელის დაცინვა კარგია, მაგრამ ალბათ აქვთ რაიმე მიზეზი, არ უყვარდეთ.
ყველა ადამიანს ცხოვრების თავისეული გაგება აქვს.
შენც მასე ფიქრობ ¿
შენ ხომ გყავს ქ ა ლ ა ქ უ რ ი ჭ.კლასის გუნდი დინამო ა ¿¿¿