ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ნორვიჩთან“ 2:4 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ მათი კარი რაიოვიჩმა დალაშქრა. 71-ე წუთზე ასპრილიამ ანგარიში გაათანაბრა, რომელსაც პასი ჩაკვეტაძემ გაუკეთა. გიორგი მაშინვე შეცვალეს, „ნორვიჩმა“ კი დარჩენილ დროში ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: sofascore 6.9, flashscore 6.8, whoscored 6.5.

„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, ბოლო 7 მატჩში არ მოუგია, 41 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 17 თებერვალს გასვლაზე „როტერჰემს“ დაუპირისპირდება.

ნორვიჩი. „კაროუ როუდი“. 25 325
მაყურებელი
ნორვიჩი - უოტფორდი 4:2
გოლები: 1:0 ბარნსი (20),2:0 სარჯენტი (28), 2:1 რაიოვიჩი (42), ასპრილია (71), 3:2 სარა (77), 4:2 ფასნაჰტი (82)
გამოუყენებელი პენალტი: სარჯენტი (28, ნორვიჩი)

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩაკვე წარმატებები ბესო თამაშს სად უყურე შეგიძლია დაწერო კომენტარებში
dato
15:32 14-02-2024
0
ჩაკვეს პასს,საგოლეს ვერ დავარქმევდი,თუმცა ფლანგიდან ფლანგზე,დიდებულად გადაიტანა.ეს პასი და ბრწყინვალე გოლი,ერთობლიობაში ძალიან ეფექტური სანახავია.სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე.
სოსო
13:32 14-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული