"ბარსელონა" სამ გარემარბს აკვირდება, კვარაცხელია კი ფავორიტია" - რას წერს Mundo Deportivo შესაძლო ტრანსფერზე?

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" მარცხენა გარემარბის შეძენას ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლაუგრანასთან" დაახლოებული გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ამ პოზიციაზე სამ კანდიდატურას განიხილავენ, ერთ-ერთი კი "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ბარსა" გაბრიელ მარტინელის შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა "არსენალი" მის გასხვისებას არ გეგმავს და ლონდონური კლუბის დატოვების სურვილს არც თავად ბრაზილიელი გამოთქვამს. ამიტომ მათთვის უფრო მარტივი "ნაპოლის" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა იქნება. ქართველმა წარსულში განაცხადა, რომ "რეალში" ან "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს.

მესამე ვარიანტი კი ნიკო
ვილიამსია, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკის" ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას გარემოცვას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა "კვარას" აგენტმა ითხოვა, რომ მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ გამართულიყო.

alt"მაცარი არასწორ პოზიციაზე ათამაშებს" - ფერარამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

alt"ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ..." - რას აცხადებს "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე კვარაცხელიაზე?

altკვარაცხელია საუკეთესო იყო, ოსიმენი ტრავმირებული ბრუნდება, მაცარის ჯერ არ მოხსნიან - რა ხდება "ნაპოლიში"?

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი აზრით თუ ბარსელონას უნდა უნდა წავიდეს. ბარსა გრანდია თან ახალ გუნდს აყალიბებს, ყველა ახალგაზრდაა და თავიდანვე უფრო ჩაჯდება ძირითადში. თავისი გადასაწყვეტია, მაგრამ ნაპოლი ბარსას დონის ვერ იქნება ვერასდროს. წარმატებები
ქომაგი
09:20 16-02-2024
1
Aseti martivi statiidan azri rogor ver gamogavt
Sfhikjg
00:02 16-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული