"შტურმი"-"სლოვანი": სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაშია
AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შტურმი“ „სლოვანს“ უმასპინძლებს. მასპინძელთა გუნდის სასტარტოშია ოთარ კიტეიშვილი, ხოლო სტუმართა რიგებში - გურამ კაშია და ჯაბა კანკავა.
თამაში გრაცში თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.