არანეაპოლური მედიიდან იტალიაში, ალბათ, „ნაპოლის“ და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ყველაზე აქტიურად, ობიექტურად და დადებითად „კორიერე დელო სპორტი“ აშუქებს. რომაულმა გამოცემამ ქართველის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლა ხატოვნად წარმოსახა:
„ის, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ფატალურად გარდაუვალი იყო: და, შესაძლოა, ისინი მას თვალებით სჭამდნენ, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, ეს უკვე მხოლოდ შეგრძნება ან ვარაუდი არ გახლავთ, ვინაიდან სამყარო უსინათლო ადამიანებით უნდა ყოფილიყო დასახლებული, რათა ეს არ მომხდარიყო. ბურთის ფლობისას და ყოველი დრიბლინგისას სიცოცხლის ენერგიისა და ტალანტის ამოფრქვევის განცდას თითქმის ყველგან ტოვებდა - მათ შორის
„ბარსელონას“ ქომაგებს შორის, რასაც აღფრთოვანება მოჰყვებოდა.
და შეიძლებოდა ისეთი სახე მიგვეღო, თითქოს არაფერი არ ხდებოდა, ყურადღება არ მიგვექცია მათთვის, ვინც გაურკვევლად იმზირებოდა, თუმცა, უნდა გვცოდნოდა, ჯანდაბას, ამ დღის დადგომის შესახებ. ესპანეთში „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ბარსას“ შესაძენ ფეხბურთელთა სიაშია. „ნაპოლიმ“ პიოტრ ზილენსკი დაკარგა, თვითმფრინავის რეისის რაიმე შეფერხების გარეშე გაფრინდება ვიქტორ ოსიმენი და ახლა ხასიათი ფუჭდება, რამეთუ თვით ქერუბიმნი არ რჩება“.
ბრავო, ძალიან კარგია, მადლობა!!!