"პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
Flashscore-მა "კვარას" გარჯა 7.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მა ქართველს 8.2 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 8.4. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.