არა და არ შევიდა ბურთი კარში - მიქაუტაძემ ვერ გაიტანა და "მეცი" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 22-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე უშუალო კონკურენტ „მონპელიესთან“ 0:3 დამარცხდა.

მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა, მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და სილამ დააწინაურა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას სტუმართა გუნდის თავდამსხმელი მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დაახანა, ნახევარმცველმა შოტარმა ჩაუსწრო და მისი დარტყმული ბურთი დაბლოკა. არადა, უნდა გაეტანა. გიორგი აქტიურობდა, შესვენებამდე კიდევ სამჯერ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრას, თუმცა მიზანს ვერ უწია.

მეორე ტაიმის დასაწყისში „მონპელიემ“ ანგარიში გაზარდა, „მეცმა“ იერიშებით უპასუხა და ქართველის დარტყმული ბურთი მეკარე ლეკომტმა მოიგერია. კიდევ ერთი შანსი მიეცა ჩვენებურს, ისევ სცადა
გატანა, მცველმა დაუბლოკა დარტყმული, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. მერე მასპინძლებმა ოკიჯას პენალტი გაუტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.2, flashscore 6.9, whoscored 6.5.

„მეცი“ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 24 თებერვალს „ლიონს“ უმასპინძლებს.

მონპელიე. „სტად დე ლა მოსონი“
მონპელიე - მეცი 3:0
გოლები: 1:0 სილა (4), 2:0 სანიანი (50), 3:0 სავანიე (86, პენ)

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროდ,მეცის ყველა უშუალო კონკურენტმა გაიმარჯვა და ახლა ისე გამოდის,რომ უახლოეს მასზე წინმყოფ გუნდს,5 ქულით ჩამორჩება.ძალიან გაუჭირდებათ ადგილის შენარჩუნება, ლიგაში.
სოსო
21:15 18-02-2024
1
კვარაცხელია,მამარდაშვილის გარდა, ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი ვერ ქაჩავს და გაქაჩავს ტოპ ხუთ ჩემპიონათს!!!სამწუხაროა მაგრამ ასეა
ვახო
23:51 18-02-2024
16

სიახლეები პოპულარული