ფიოდორ დოსტოევსკი "ძმებ კარამაზოვებში" წერს სიტუაციასთან ისე შეგუებაზე, როცა სინდისის ქენჯნა არ გაწუხებს. კვარაცხელია, როგორც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერი, შაბათის მატჩში ვერ ეგუებოდა მთელი გუნდის მდგომარეობას, იმ ვითარებას, რაც მოქმედი ჩემპიონების თავსაა; იმ ფონს, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩის წინ სუფევს; იმ
ნეაპოლელებმა გვიანდელი გოლით გაათანაბრეს. ხვიჩა, რომელიც ყველგან მოძრაობდა, ეპიზოდის დასაწყისში ოლივერას ღიად ანიშნებდა, მისგან ცოტა მოშორებით, ცარიელ ზონაში გახსნილიყო. ასეთ დროს ის პარტნიორს თავისუფალ მდგომარეობაში მოძებნიდა, ანაც მეურვეებს თავად "მოიშორებდა". ურუგვაელმა ქართველის ჩანაფიქრი სრულყო, ნგონჟის შედეგიანი დარტყმა კი მშვენიერი გამოდგა. ვალტერ მაცარის გუნდის ახალწვეულებს შემართება არ აკლიათ და სიახლეები შემოაქვთ. ნახევარდაცვას ბოლო დროს შემტევებისთვის ზონების გათავისუფლება და ბურთის სწრაფად მოძრაობა უჭირს. დებიუტანტმა ტრაორემ ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები მოგვცა; მერე რა, რომ ცოტას ღელავდა, შეცდომები დაუშვა და მისი გარჯა ბევრს არ მოეწონა - პირველ ტაიმში ბურთი მშვენივრად მოიპოვა, ტექნიკური არსენალი გამოაჩინა და "კვარას" მშვენიერი პასი მიაწოდა. 24 წლის კოტდ'ივუარელმა სწორი ფეხბურთის თამაში აშკარად იცის.
ლურჯი ბარათის შესაძლო შემოღებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ წესის უპირატესობის საილუსტრაციოდ ის ეპიზოდი გამოგვადგება, როცა კვარაცხელიას მაისური "შემოახიეს" და სახიფათო იერიში ჩაშალეს. ეს ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმა არაა და მსაჯები გაძევებაზე არ მიდიან, "გაყვითლება" აშკარად ცოტაა, "გალურჯებით" კი მოწინააღმდეგე ათი წუთით კაცნაკლული იქნება. რადგან ბარათებს შევეხეთ, ხვიჩამ ის კვლავ მსაჯთან შელაპარაკების გამო მიიღო (ჰიპოთეტურ ლურჯ ბარათთან ეს ქცევაც ახლოსაა). გვესმის ემოციებისა და უსამართლობის განცდის, მაგრამ კვარაცხელიას ამ მიმართულებით სიმშვიდის გამოჩენა ისევ თავად არგებს. საქმე მხოლოდ შორეულ დისკვალიფიკაციაში არაა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში "კვარამ" სწრაფი შეტევა ჩაშალა, დაჯარიმდა, ზოგიერთ მკაცრ არბიტრს (რეალურად, საჭირო არ იყო) კი იქნებ ამისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, გაძევებაც გამოეყენებინა...
დამაინც, კარგია ხვიჩა კვარაცხელიას თავმდაბლობა, მაგრამ შეხვედრის აშკარად საუკეთესო მოთამაშეს მატჩის ბოლოს მის მიერვე მოპოვებული ჯარიმის შესრულების უფლება უნდა მისცემოდა და ბურთი ხელიდან არ უნდა "გამოეგლიჯათ". აშკარაა, სტანდარტულები გუნდის საუკეთესო მხარე არაა და აქ თავისი ბედი ხვიჩამაც უნდა სცადოს. უკანასკნელ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა, ჩვენებურის მიერ შესრულებული კუთხურები რა სახიფათოა (ანგისას გატანა ნამდვილად შეეძლო), რასაც ერთ დროს ასევე "არ ანდობდნენ". მწვრთნელმა, კაპიტანმა თუ თავად "კვარამ" ამ მხრივ ხმა უნდა აიმაღლონ...
მწვრთნელის კიდევ ერთხელ შეცვლის მოლოდინი, არც ისე კარგი ხასიათი, მაინც ოპტიმიზმი, ოსიმენის დაბრუნება და კიდევ უფრო მოტივირებული კვარაცხელია - ასე ხვდებიან ნეაპოლში "ბარსელონას".
ხვიჩას კარგი მატჩი - "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ "ნაპოლი" სახლში "ჯენოას" დაუზავდა [VIDEO]
ღმერთს ნათქვამი აქვს:შენ თუ ხელ-ფეხი არ გაანძრიე,მე ვერაფრით დაგეხმარებიო...და ზოგადად ჯობია გადაეჩვიოთ ყველაფრის ღმერთზე,იღბალზე,ფორტუნაზე,"დღეს ჩვენი დღე არ იყო" და მსგავსების წერას...ყველაფერი 24/7 ვარჯიშიდან მოდის (იხ.რონალდო)₩
თქვენს ამ დღევანდელ ანალიზურ სტატიას წაიკითხავენ იტალიაში? უნდა რაღაცა მოვიფიქროთ იმისათვის, რომ ნეაპოლელებმაც მიაქციონ ყურადღება კვარას "დაჩაგვრის" ფაქტებს.
პირველი შემთხვევა არაა როცა კვარას ან ბურთს არ აძლევენ, ან ჯარიმას/კუთხურს არ არტყმევინებენ.
შედარებისათვის: ოსიმჰენზე ჯუღელის ნათქვამი ჯერ ჩვენთან არ იყო გამოქვეყნებული და ნიგერიიდან უკვე "პასუხები" მოვიდა!
ანუ ჩვენვე უნდა ვიაქტიუროთ, მაგრამ როგორ? თქვენ როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიოულმა ჟურნალისტმა მოიფიქრეთ რამე, ჩვენ მოგეხმარებით!
მე მგონი, ჯუღელის მიერ ხელშეკრულების გაგრძელების გაჭიანურება ამ მიზნით ხდება.
საერთოდ, შარშანდელი სეზონი და ჩემპიონობა საოცრება იყო. ხვიჩა მეტეორივით შეიჭრა ნაპოლიში და იქ დახვდა სპალეტი - მგონი მართლა გენიოსი მწვრთნელი, რომელმაც საშუალო დონის ფეხბურთელები (ოდნავ მაღლა ოსიმენი იდგა) გიჟურად ათამაშა.
კარგი, წავიდა კი მინ ჟენი, მაგრამ დანარჩენი ხომ ყველა დარჩა. ანგისა, ზელინსკი და მით უმეტეს ლობოტკა საერთოდ ვერ თამაშობენ. ხვიჩასაც დაეწყო შარშანდელ სეზონის შემდეგ დაღმასვლა და შარშანდელივით ვეთარ დაფრინავს (ორი და სამი მცველის მარწუხშია მუდმივად), ამავე დროს დარტყმის სამიზნე დაკარგა ცოტა.ბოლო თამაშის დასაწყისში ისეთი გოლი ვერ გაიტანა უმაგრსი მოძრაობების მერე, შარშან ატალანტასთან რომ ჩაატარა და გახია ბადე.
ვერც ოსიმენის დაბრუნება უშველის ნაპოლის და ხვიჩამ უნდა შეიცვალოს ზაფხულში გუნდი (მით უმეტეს, ოსიმენი ყველა ვარიანტში წავა), თორემ ხვიჩას გამოკლებით ეხლანდელი ნაპოლის ყირებას სვარკის ყურება ჯობს.
ეხლა მთავარია, ბარსელონასთან თუ გაიბრწყინებს ხვიჩა და სეზონის დარჩენილ პერიოდს როგორ ჩაატარებს, თორე ბობოლები დიდ ფულს გადაიხდიან და ღორი პრეზიდენტიაურელიო აუცილებლად გაყიდის.
წარმატებები ხვჩას და ქართულ ფეხბურთს! ევროპის ჩემპიონატზე გვენახოს ჩვენი გუნდი!