ხვიჩას ბურთი "გამოგლიჯეს", მის წინააღმდეგ "ლურჯ ბარათს" იმსახურებდნენ, თავად წითელს გადაურჩა - ასე ხვდებიან "ბარსას"...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიაზე სუბიექტივიზმისგან ბოლომდე დაცლილი შეფასების დაწერა რთულია, თუმცა ამას თავს მაქსიმალურად ვართმევთ. "ჯენოასთან" ვერმოგებულ (1:1) შეხვედრაში ძალიან მონდომებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, თამამი და შემოქმედებითი "კვარა" ვიხილეთ. უკვე იმასაც შევეჩვიეთ, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღარაა.

ფიოდორ დოსტოევსკი "ძმებ კარამაზოვებში" წერს სიტუაციასთან ისე შეგუებაზე, როცა სინდისის ქენჯნა არ გაწუხებს. კვარაცხელია, როგორც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერი, შაბათის მატჩში ვერ ეგუებოდა მთელი გუნდის მდგომარეობას, იმ ვითარებას, რაც მოქმედი ჩემპიონების თავსაა; იმ ფონს, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩის წინ სუფევს; იმ
საშინელ სტატისტიკას, რომელიც "ნაპოლის" საშინაო შეხვედრებში გააჩნია. 77-ე ნომერს იმედი აქვს, ფილმ "ქაჯანას" პერსონაჟისა არ იყოს, "ხმას" მისი გუნდიც დაიბრუნებს...

Sportall.Ge

ნეაპოლელებმა გვიანდელი გოლით გაათანაბრეს. ხვიჩა, რომელიც ყველგან მოძრაობდა, ეპიზოდის დასაწყისში ოლივერას ღიად ანიშნებდა, მისგან ცოტა მოშორებით, ცარიელ ზონაში გახსნილიყო. ასეთ დროს ის პარტნიორს თავისუფალ მდგომარეობაში მოძებნიდა, ანაც მეურვეებს თავად "მოიშორებდა". ურუგვაელმა ქართველის ჩანაფიქრი სრულყო, ნგონჟის შედეგიანი დარტყმა კი მშვენიერი გამოდგა. ვალტერ მაცარის გუნდის ახალწვეულებს შემართება არ აკლიათ და სიახლეები შემოაქვთ. ნახევარდაცვას ბოლო დროს შემტევებისთვის ზონების გათავისუფლება და ბურთის სწრაფად მოძრაობა უჭირს. დებიუტანტმა ტრაორემ ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები მოგვცა; მერე რა, რომ ცოტას ღელავდა, შეცდომები დაუშვა და მისი გარჯა ბევრს არ მოეწონა - პირველ ტაიმში ბურთი მშვენივრად მოიპოვა, ტექნიკური არსენალი გამოაჩინა და "კვარას" მშვენიერი პასი მიაწოდა. 24 წლის კოტდ'ივუარელმა სწორი ფეხბურთის თამაში აშკარად იცის.

ლურჯი ბარათის შესაძლო შემოღებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ წესის უპირატესობის საილუსტრაციოდ ის ეპიზოდი გამოგვადგება, როცა კვარაცხელიას მაისური "შემოახიეს" და სახიფათო იერიში ჩაშალეს. ეს ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმა არაა და მსაჯები გაძევებაზე არ მიდიან, "გაყვითლება" აშკარად ცოტაა, "გალურჯებით" კი მოწინააღმდეგე ათი წუთით კაცნაკლული იქნება. რადგან ბარათებს შევეხეთ, ხვიჩამ ის კვლავ მსაჯთან შელაპარაკების გამო მიიღო (ჰიპოთეტურ ლურჯ ბარათთან ეს ქცევაც ახლოსაა). გვესმის ემოციებისა და უსამართლობის განცდის, მაგრამ კვარაცხელიას ამ მიმართულებით სიმშვიდის გამოჩენა ისევ თავად არგებს. საქმე მხოლოდ შორეულ დისკვალიფიკაციაში არაა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში "კვარამ" სწრაფი შეტევა ჩაშალა, დაჯარიმდა, ზოგიერთ მკაცრ არბიტრს (რეალურად, საჭირო არ იყო) კი იქნებ ამისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, გაძევებაც გამოეყენებინა...

Sportall.Ge

დამაინც, კარგია ხვიჩა კვარაცხელიას თავმდაბლობა, მაგრამ შეხვედრის აშკარად საუკეთესო მოთამაშეს მატჩის ბოლოს მის მიერვე მოპოვებული ჯარიმის შესრულების უფლება უნდა მისცემოდა და ბურთი ხელიდან არ უნდა "გამოეგლიჯათ". აშკარაა, სტანდარტულები გუნდის საუკეთესო მხარე არაა და აქ თავისი ბედი ხვიჩამაც უნდა სცადოს. უკანასკნელ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა, ჩვენებურის მიერ შესრულებული კუთხურები რა სახიფათოა (ანგისას გატანა ნამდვილად შეეძლო), რასაც ერთ დროს ასევე "არ ანდობდნენ". მწვრთნელმა, კაპიტანმა თუ თავად "კვარამ" ამ მხრივ ხმა უნდა აიმაღლონ...

მწვრთნელის კიდევ ერთხელ შეცვლის მოლოდინი, არც ისე კარგი ხასიათი, მაინც ოპტიმიზმი, ოსიმენის დაბრუნება და კიდევ უფრო მოტივირებული კვარაცხელია - ასე ხვდებიან ნეაპოლში "ბარსელონას".

altხვიჩას კარგი მატჩი - "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ "ნაპოლი" სახლში "ჯენოას" დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
ჩვენ ნაკრებს რა ეშველება ესაა საკითხავი
ძირითადი 11-ეულიდან 5 მეორე ლიგის მოთამაშეა. ერთი სლოვენის ძირითადში ვერ ხვდება, მეორე არაბეთში სიბერისთვის კაპიტალს აგროვებს, მთავარ ცენტფორვარდს 1 წელია გოლი არ გაუტანია :)
მე პირადად გულშემატკივრის ამბიცია და იმედი მაოცებს. რას ელით ამათგან? :)
las
19 თებერვალი 2024 12:16
5
რას უნდა ველოდოთ? არც არაფერს კარგს...სამწუხაროდ ჩვენი გვირაბის ბოლოში სინათლე კაი ხანს ვერ გამოჩნდება...არაპროფესიონალიზმის პიკი...იმ პიროვნებას ვერაფერი უყვეს,ვის გამოც ხვიჩა თამაშს ტოვებს და სხვაზე რაღაზე ვილაპარაკოთ
სიმართლე
19 თებერვალი 2024 16:26
2
კარგი სტატიაა. ის შემთხვევაა როცა საქმე რომელიც გიყვარს განათლებასთან და ფაქტების, სტატისტიკის ანალიზის უნართანაა შერწმული. მაინც მგონია ხვიჩა უნდა წამოვიდეს ნაპოლიდან. ვაჟა მასწ.-ს დავეთანხმები, რასაც თავად მოვიფიქრებთ გონიერს და სასარგებლოს საქმისთვის, ის შეგვრჩება მარტო საბოლოოდ.
გიორგი
19 თებერვალი 2024 16:50
6
ჩემს კომენტარებს რატო არ აქვეყნებთ?? სიმართლეს რომ ვაფიქსირებ ზრდილობის ფარგლებში მაგიტომ?? სამწუხაროდ ყველაგან მიკერძოებაა. ამ საიტზეც. წარმატებები კვარას და სხვა ქართველ სპორტსმენებს.
საიტის ადმინებს
19 თებერვალი 2024 19:20
4
კუნტრუშით კი აკუნტრუშდა მარა ჭიხვინი ვერ დაამუღამა, ჭიხვინი!
ხოდა დროა საცხა მინდორში გევიდეს და იქანა ივარჯიშოს ჭიხვინში, არადა შევატყე, თქვენც შექტყეთ ხო? მთელი ღამის უძილოს რა ჭიხვინის ხასიეთი უნდა ქონოდა?
ჯუღელი ქე ისმევს ღიპზე ხელს, იკრიჭება, მარა მაგრა ნერვიულობს აშკარად. ცოტა ხანში მეც არ ამამკრას პანღურიო. ყურში რაცხა უთხრეს, თუ ხვდება რაცხას. ააა? ან პრემიერის გამოოცვლაზე შეწუხდა ალბათ?
კ ო მ ბ ლ ე
19 თებერვალი 2024 14:38
16
უიმედოდ ავადაა ჩვენი "კომბლე",საწკალი,უიმედოდ...
ვაჰმე
19 თებერვალი 2024 15:02
5
ჩემი ბავშვობის საყვარელი ზღაპარი იყო კომბლე და რაც ამ საიტზე მაგ სახელით აკომენტარებ შემძულდა. კომენტარის შინაარსზე არაფერს ვამბობ აშკარად არ ხარ კარგი ადამიანი. შეიძლება ვერ ერკვეოდე ფეხბურთში მარა რასაც წერ ხოლმე სრული სიბოროტეა. მასე გააგრძელე ერთ დღეს "დაგიფასებენ."
კომბალას
19 თებერვალი 2024 18:01
1
ყველა გამოხმაურება
როგორც კი გადავიდა ხვიჩა ნაპოლში და სიმპათიები გაჩნდა მის მიმართ, თანაგუნდელები პასს არ აძლევდნენ და აშკარად ღორობდნენ.ვუსურვებ კარგ გუნდს და წარმატებებს.თვითონ მართლა უნდა მოსთხოვოს პასების მიწოდება.
ნინო
19 თებერვალი 2024 13:51
4
გაუშვებენ დღეს ამ მწვრთნელს და დაისვენებს ყველა, მაცარის რომ ეძახდნენ ამდენი წელი და ვიღაცებისთვის უცებ მაძარი რომ გახდა, მადლობა ამ საიტს. ადრე მასკერანოს სიბერეში გადაუკეთეს
კაჭკაჭი
19 თებერვალი 2024 11:44
4
კარგით რა ხალხო ვერთობი ამ კომენტარებით რატომ ბრაზდებით? ხუმრობაა ყველაფერი და ძალიან გთხოვთ ნურავის ნუ გწყინთ.
კ ო მ ბ ლ ე
19 თებერვალი 2024 18:03
6
ამ პოსტის გარეშეც ცხადი იყო,რომ მუდმივად ღადაობ,მაგრამ როცა ხალხს შენი ხუმრობა არ მოსწონს და ნერვებზე იშლება,ალბათ უნდა შეწყვიტო.ასე არ არის?უშნო,ან უადგილო ხუმრობას ერთხელ გაგიტარებენ,მეორედ,მაგრამ თუ გაუმუდმებ,აგრესია ჩნდება. შენ მიმართაც ასე ხდება.
სოსო
19 თებერვალი 2024 21:03
0
ბიჭო, მართლა რა გაახურეთ საქმე, სავარაუდოდ სხვა საიტის ჟურბალისტები რომ წერთ ამას. კაცი იყო სულ მაცარი, ასე ვართ შეჩვეულნი. იტალიური არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ისე უნდა იწერებოდეს და იკითხებოდეს როგორც პიცა, მატერაცი და მსგავსი. ვიღაც ძაან პროფესორს მოუნდა ახლა თავი გამოიჩინოს და თან ისე ამუნათებს საიტს, თითქოს სამხრეთ იტალიაშია გაზრდილი და ზუსტად იცის, რა როგორ იკითხება
სიმართლეს
19 თებერვალი 2024 16:24
3
კაი თუ ძმა ხარ :)

დღემდე ვერ გაურკვევია კვირკველიაა თუ კვერკველია და მოსთხოვე მაცარის სწორად დაწერა :)
თამაზი
19 თებერვალი 2024 16:35
5
მეგობარო იტალიური არც მე ვიცი საფუძვლიანად,მაგრამ იტალიაში მომუშავე სალომე ხარატიშვილი ხომ გაგიგია და იმას არ ენდობი? გადახედე მის რეპორტაჟებს და ყველგან მაძარის წერს...ან რა პრობლემაა : 10 სპორტული ჟურნალისტი იქნება სულ საქართველოში და ერთი კაცის გვარი ვერ უნდა გაარკვიონ ზუსტად და ყველამ ისე წეროს? ამ საიტის მიმართ კი არანაირი "ჩასაფრებული" არ ვარ,პირიქით :)))
სიმართლე
19 თებერვალი 2024 16:35
4
იმიტომაცაა სასწრაფოდ გასაშვები ეს მაძღარი მაცარი, რომ გუნდში დისციპლინა არ აქვს. ტიპებმა პრაქტიკულად გააგდეს ჯარიმის დარტყმისთვის შემართული ხვიჩა იმ არემარედან. სპალეტის დროს ამას ვერ გაბედავდნენ. თან სპალეტი ყისმათა მწვრთნელიც გამოდგა - მის დროს "ნაპოლიმ" 4-5 თამაში სწორედ იღბლის ფაქტორით მოიგო.
ბენტლი
19 თებერვალი 2024 13:45
5
უდაოდ კარგი ფეხბურთელია,და ვეთანხმები იმას რომ მართლა არ უნდა ეკამათოს მსაჯებს,და კიდევ არ მომწონს, როცა ფეხბურთელებს მიუთითებს სად გადააწოდონ. ისე როგორც ხელოვნებაში იტყვიან მასეთი ფეხბურთელია,ანუ შემომქმედი,რიმელსაც შეუძლია ყოველ თამაშზე ახალი შემოგთავაზოს,თქვენი არ ვიცი და მაინც მგონია რო ნაპოლი ბარსას მოუგებს! აარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას და ნაპოლის!
ზურაბი ბილანიშვილი
20 თებერვალი 2024 11:45
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული