ხვიჩას ბურთი "გამოგლიჯეს", მის წინააღმდეგ "ლურჯ ბარათს" იმსახურებდნენ, თავად წითელს გადაურჩა - ასე ხვდებიან "ბარსას"...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიაზე სუბიექტივიზმისგან ბოლომდე დაცლილი შეფასების დაწერა რთულია, თუმცა ამას თავს მაქსიმალურად ვართმევთ. "ჯენოასთან" ვერმოგებულ (1:1) შეხვედრაში ძალიან მონდომებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, თამამი და შემოქმედებითი "კვარა" ვიხილეთ. უკვე იმასაც შევეჩვიეთ, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღარაა.

ფიოდორ დოსტოევსკი "ძმებ კარამაზოვებში" წერს სიტუაციასთან ისე შეგუებაზე, როცა სინდისის ქენჯნა არ გაწუხებს. კვარაცხელია, როგორც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერი, შაბათის მატჩში ვერ ეგუებოდა მთელი გუნდის მდგომარეობას, იმ ვითარებას, რაც მოქმედი ჩემპიონების თავსაა; იმ ფონს, რომელიც "ბარსელონასთან" მატჩის წინ სუფევს; იმ
საშინელ სტატისტიკას, რომელიც "ნაპოლის" საშინაო შეხვედრებში გააჩნია. 77-ე ნომერს იმედი აქვს, ფილმ "ქაჯანას" პერსონაჟისა არ იყოს, "ხმას" მისი გუნდიც დაიბრუნებს...

Sportall.Ge

ნეაპოლელებმა გვიანდელი გოლით გაათანაბრეს. ხვიჩა, რომელიც ყველგან მოძრაობდა, ეპიზოდის დასაწყისში ოლივერას ღიად ანიშნებდა, მისგან ცოტა მოშორებით, ცარიელ ზონაში გახსნილიყო. ასეთ დროს ის პარტნიორს თავისუფალ მდგომარეობაში მოძებნიდა, ანაც მეურვეებს თავად "მოიშორებდა". ურუგვაელმა ქართველის ჩანაფიქრი სრულყო, ნგონჟის შედეგიანი დარტყმა კი მშვენიერი გამოდგა. ვალტერ მაცარის გუნდის ახალწვეულებს შემართება არ აკლიათ და სიახლეები შემოაქვთ. ნახევარდაცვას ბოლო დროს შემტევებისთვის ზონების გათავისუფლება და ბურთის სწრაფად მოძრაობა უჭირს. დებიუტანტმა ტრაორემ ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები მოგვცა; მერე რა, რომ ცოტას ღელავდა, შეცდომები დაუშვა და მისი გარჯა ბევრს არ მოეწონა - პირველ ტაიმში ბურთი მშვენივრად მოიპოვა, ტექნიკური არსენალი გამოაჩინა და "კვარას" მშვენიერი პასი მიაწოდა. 24 წლის კოტდ'ივუარელმა სწორი ფეხბურთის თამაში აშკარად იცის.

ლურჯი ბარათის შესაძლო შემოღებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ წესის უპირატესობის საილუსტრაციოდ ის ეპიზოდი გამოგვადგება, როცა კვარაცხელიას მაისური "შემოახიეს" და სახიფათო იერიში ჩაშალეს. ეს ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმა არაა და მსაჯები გაძევებაზე არ მიდიან, "გაყვითლება" აშკარად ცოტაა, "გალურჯებით" კი მოწინააღმდეგე ათი წუთით კაცნაკლული იქნება. რადგან ბარათებს შევეხეთ, ხვიჩამ ის კვლავ მსაჯთან შელაპარაკების გამო მიიღო (ჰიპოთეტურ ლურჯ ბარათთან ეს ქცევაც ახლოსაა). გვესმის ემოციებისა და უსამართლობის განცდის, მაგრამ კვარაცხელიას ამ მიმართულებით სიმშვიდის გამოჩენა ისევ თავად არგებს. საქმე მხოლოდ შორეულ დისკვალიფიკაციაში არაა, შეხვედრის დასკვნით ნაწილში "კვარამ" სწრაფი შეტევა ჩაშალა, დაჯარიმდა, ზოგიერთ მკაცრ არბიტრს (რეალურად, საჭირო არ იყო) კი იქნებ ამისთვის მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, გაძევებაც გამოეყენებინა...

Sportall.Ge

დამაინც, კარგია ხვიჩა კვარაცხელიას თავმდაბლობა, მაგრამ შეხვედრის აშკარად საუკეთესო მოთამაშეს მატჩის ბოლოს მის მიერვე მოპოვებული ჯარიმის შესრულების უფლება უნდა მისცემოდა და ბურთი ხელიდან არ უნდა "გამოეგლიჯათ". აშკარაა, სტანდარტულები გუნდის საუკეთესო მხარე არაა და აქ თავისი ბედი ხვიჩამაც უნდა სცადოს. უკანასკნელ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა, ჩვენებურის მიერ შესრულებული კუთხურები რა სახიფათოა (ანგისას გატანა ნამდვილად შეეძლო), რასაც ერთ დროს ასევე "არ ანდობდნენ". მწვრთნელმა, კაპიტანმა თუ თავად "კვარამ" ამ მხრივ ხმა უნდა აიმაღლონ...

მწვრთნელის კიდევ ერთხელ შეცვლის მოლოდინი, არც ისე კარგი ხასიათი, მაინც ოპტიმიზმი, ოსიმენის დაბრუნება და კიდევ უფრო მოტივირებული კვარაცხელია - ასე ხვდებიან ნეაპოლში "ბარსელონას".

altხვიჩას კარგი მატჩი - "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ "ნაპოლი" სახლში "ჯენოას" დაუზავდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
უდაოდ კარგი ფეხბურთელია,და ვეთანხმები იმას რომ მართლა არ უნდა ეკამათოს მსაჯებს,და კიდევ არ მომწონს, როცა ფეხბურთელებს მიუთითებს სად გადააწოდონ. ისე როგორც ხელოვნებაში იტყვიან მასეთი ფეხბურთელია,ანუ შემომქმედი,რიმელსაც შეუძლია ყოველ თამაშზე ახალი შემოგთავაზოს,თქვენი არ ვიცი და მაინც მგონია რო ნაპოლი ბარსას მოუგებს! აარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას და ნაპოლის!
ზურაბი ბილანიშვილი
20 თებერვალი 2024 11:45
1
კვარამ უნდა დაანებოს თავი მსაჯებთან კამათს აზრი არ აქვს და თვითონ ზარალდება,რაც შეეხება ბურთის წართმევას მწვრთნელის ბრალია წინასწარ უნდა იცოდნენ ფეხბურთელებმა ვინ დაარტყამს ჯარიმას პენალტის კუთხურს და ასე შემდეგ,ფეხბურთელებმა ერთმანეთში არ იჩხუბონ
დათი
20 თებერვალი 2024 09:09
1
ჩემს კომენტარებს რატო არ აქვეყნებთ?? სიმართლეს რომ ვაფიქსირებ ზრდილობის ფარგლებში მაგიტომ?? სამწუხაროდ ყველაგან მიკერძოებაა. ამ საიტზეც. წარმატებები კვარას და სხვა ქართველ სპორტსმენებს.
საიტის ადმინებს
19 თებერვალი 2024 19:20
4
კარგით რა ხალხო ვერთობი ამ კომენტარებით რატომ ბრაზდებით? ხუმრობაა ყველაფერი და ძალიან გთხოვთ ნურავის ნუ გწყინთ.
კ ო მ ბ ლ ე
19 თებერვალი 2024 18:03
6
ამ პოსტის გარეშეც ცხადი იყო,რომ მუდმივად ღადაობ,მაგრამ როცა ხალხს შენი ხუმრობა არ მოსწონს და ნერვებზე იშლება,ალბათ უნდა შეწყვიტო.ასე არ არის?უშნო,ან უადგილო ხუმრობას ერთხელ გაგიტარებენ,მეორედ,მაგრამ თუ გაუმუდმებ,აგრესია ჩნდება. შენ მიმართაც ასე ხდება.
სოსო
19 თებერვალი 2024 21:03
0
კარგი სტატიაა. ის შემთხვევაა როცა საქმე რომელიც გიყვარს განათლებასთან და ფაქტების, სტატისტიკის ანალიზის უნართანაა შერწმული. მაინც მგონია ხვიჩა უნდა წამოვიდეს ნაპოლიდან. ვაჟა მასწ.-ს დავეთანხმები, რასაც თავად მოვიფიქრებთ გონიერს და სასარგებლოს საქმისთვის, ის შეგვრჩება მარტო საბოლოოდ.
გიორგი
19 თებერვალი 2024 16:50
6
ბიჭო, მართლა რა გაახურეთ საქმე, სავარაუდოდ სხვა საიტის ჟურბალისტები რომ წერთ ამას. კაცი იყო სულ მაცარი, ასე ვართ შეჩვეულნი. იტალიური არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ისე უნდა იწერებოდეს და იკითხებოდეს როგორც პიცა, მატერაცი და მსგავსი. ვიღაც ძაან პროფესორს მოუნდა ახლა თავი გამოიჩინოს და თან ისე ამუნათებს საიტს, თითქოს სამხრეთ იტალიაშია გაზრდილი და ზუსტად იცის, რა როგორ იკითხება
სიმართლეს
19 თებერვალი 2024 16:24
3
კაი თუ ძმა ხარ :)

დღემდე ვერ გაურკვევია კვირკველიაა თუ კვერკველია და მოსთხოვე მაცარის სწორად დაწერა :)
თამაზი
19 თებერვალი 2024 16:35
5
მეგობარო იტალიური არც მე ვიცი საფუძვლიანად,მაგრამ იტალიაში მომუშავე სალომე ხარატიშვილი ხომ გაგიგია და იმას არ ენდობი? გადახედე მის რეპორტაჟებს და ყველგან მაძარის წერს...ან რა პრობლემაა : 10 სპორტული ჟურნალისტი იქნება სულ საქართველოში და ერთი კაცის გვარი ვერ უნდა გაარკვიონ ზუსტად და ყველამ ისე წეროს? ამ საიტის მიმართ კი არანაირი "ჩასაფრებული" არ ვარ,პირიქით :)))
სიმართლე
19 თებერვალი 2024 16:35
4
ღვთისავარ გამარჯობა,
თქვენს ამ დღევანდელ ანალიზურ სტატიას წაიკითხავენ იტალიაში? უნდა რაღაცა მოვიფიქროთ იმისათვის, რომ ნეაპოლელებმაც მიაქციონ ყურადღება კვარას "დაჩაგვრის" ფაქტებს.
პირველი შემთხვევა არაა როცა კვარას ან ბურთს არ აძლევენ, ან ჯარიმას/კუთხურს არ არტყმევინებენ.
შედარებისათვის: ოსიმჰენზე ჯუღელის ნათქვამი ჯერ ჩვენთან არ იყო გამოქვეყნებული და ნიგერიიდან უკვე "პასუხები" მოვიდა!
ანუ ჩვენვე უნდა ვიაქტიუროთ, მაგრამ როგორ? თქვენ როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიოულმა ჟურნალისტმა მოიფიქრეთ რამე, ჩვენ მოგეხმარებით!
ვაჟა მასწ.
19 თებერვალი 2024 14:54
4
აქაურმა კლავიატურის ლომებმა რა უნდა მოიფიქრონ? დღემდე მაძარის მაცარის ეძახიან...
სიმართლე
19 თებერვალი 2024 16:08
5
კუნტრუშით კი აკუნტრუშდა მარა ჭიხვინი ვერ დაამუღამა, ჭიხვინი!
ხოდა დროა საცხა მინდორში გევიდეს და იქანა ივარჯიშოს ჭიხვინში, არადა შევატყე, თქვენც შექტყეთ ხო? მთელი ღამის უძილოს რა ჭიხვინის ხასიეთი უნდა ქონოდა?
ჯუღელი ქე ისმევს ღიპზე ხელს, იკრიჭება, მარა მაგრა ნერვიულობს აშკარად. ცოტა ხანში მეც არ ამამკრას პანღურიო. ყურში რაცხა უთხრეს, თუ ხვდება რაცხას. ააა? ან პრემიერის გამოოცვლაზე შეწუხდა ალბათ?
კ ო მ ბ ლ ე
19 თებერვალი 2024 14:38
16
რამ გაგაბოროტა--არშემდგარი ადამიანი ხარ (არასდროს დაფიქრებულხარ ან არავის უთქვია?)
კომ-ლეს
19 თებერვალი 2024 20:48
0
ჩემი ბავშვობის საყვარელი ზღაპარი იყო კომბლე და რაც ამ საიტზე მაგ სახელით აკომენტარებ შემძულდა. კომენტარის შინაარსზე არაფერს ვამბობ აშკარად არ ხარ კარგი ადამიანი. შეიძლება ვერ ერკვეოდე ფეხბურთში მარა რასაც წერ ხოლმე სრული სიბოროტეა. მასე გააგრძელე ერთ დღეს "დაგიფასებენ."
კომბალას
19 თებერვალი 2024 18:01
1
ყველა გამოხმაურება
სწორი სტატიაა. ერთ რამეს დავწერ ეხლა და კო გაგიკვირდებათ, მაგრამ მგონია დამეთანხმებით გულის სიღრმრეში. ხვიჩა სინამდვილეში იცით რატომ ბრაზობს ასე მსაჯებზე დს სხვა ფეხბურთელებზე? ასე დემონსტრაციულად და ღიად?! რადგან თავისიანებს დაანახოს ამით, რომ მიხვდნენ ისინი რომ მიქარავენ. ერიდება პირდაპირ მათთან კონფლიქტი, ეს გუნდს დაშლის. ამიტომ ღიად ჩხუბობს სხვა რამეებზე. ეს ასეთი ფსიქოლოგიური ფაქტორია, იმიტომ ღებულობს ამ ყვითლებს. პასები რომ მისცენ დროზე და არ იღორონ ასე მის წინააღმდეგ, რომ საარტყმეცინონ ჯარიმები, არ იქნებოსა ასე. ხვიჩა უმაგრესი ბიჭია, ვაჟკაციცაა, თავმდაბალიც , პრინციპულიც და კეთილოც ერთად, უნდა რომ მეგობრულ ურთიეეთობებში რამე არ გააფუჭოს და იმ ხეპრეებს არ ესმით არაფერი. პოლიტანო იქნება თუ მარიო რუი, გინდაც ზელინსკი და ლობოტკა, არიან სულ ამის ფიქრში, რომ კვარას რამე არ დაუთმონ ზედმეტი. კომპლექსებია რა, გაგება შეიძლება, მარა საცოდაობაა უბრალოდ
C
19 თებერვალი 2024 14:11
8
როგორც კი გადავიდა ხვიჩა ნაპოლში და სიმპათიები გაჩნდა მის მიმართ, თანაგუნდელები პასს არ აძლევდნენ და აშკარად ღორობდნენ.ვუსურვებ კარგ გუნდს და წარმატებებს.თვითონ მართლა უნდა მოსთხოვოს პასების მიწოდება.
ნინო
19 თებერვალი 2024 13:55
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული