დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, დღეს "ნაპოლიში" სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.

"პარტენოპეი" მოქმედ დამრიგებელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს და სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს, 55 წლის ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში "ნაპოლიში" ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დართო მას ნება, რომ ივნისამდე ორივე სამსახური შეთავსებით ჰქონდეს.

კალცონა უკვე ნეაპოლშია, დღეს "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, ბოლო დეტალებს მოაგვარებს და
წესით, შეთანხმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იქნება "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკიც.
მკითხველის კომენტარები / 33 /
როგორი მაგარი მშენებელიც არ უნდა იყო, უხარისხო საშენი მასალა რომ მოგიტანონ მყარ სახლს ვერ ააშენებ, ნაპოლის ფეხბურთელების უმეტესობა არის საშუალოზე დაბალი დონის, შარშან კვარას ეფექტმა გამოიწვია ის რომ ჩემპიონები გახდნენ, თან ინტერმა, მილანმა და იუვემ სეზონის პირველი წრე ჩააგდეს, ყოველ წელს ასე ვერ იქნება. სპალეტიმ ეს მშვენივრად იცოდა და გამარჯვებულმა დატოვა გუნდი.ნაპოლის ბოლო სეზონებს თუ გადავხედავთ ყოველთვის კარგად იწყებდნენ ლიდერებში იყვნენ ხოლმე, მაგრამ ბოლოს უკვე ოთხეულისთვის იბრძოდნენ, იმიტომ რომ არ ჰყავთ დაბალანსებული გუნდი, ვერ ქაჩავენ მთელ სეზონს უმაღლეს დონეზე, შარშანაც ასე მოხდა, უბრალოდ იმდენად დიდი იყო სხვაობა ქულებში პირველი წრის შემდეგ, რომ ვეღარ ამოქაჩეს დანარჩენმა გუნდებმა.
მამუკა
19 თებერვალი 2024 19:21
1
კვარას ეფექტი ჩემპიონობას ვერ მოიტანდა ეგ გამორიცხულია..მანდ მთავარი სპალეტი იყო, რომელმაც საშუალო დონის ფეხბურთელები დაარწმუნა,რომ ისინი საუკეთესოები იყვნენ.იმიტომ იყო რომ კიმი საუკეთესო მცველი იყო,ზიელენსკი საუკეთესო საყრდენი, კვარა საუკეთესო გარემარბი და ოსი საუკეთესო თავდასმელი,ამ ერთიანობით მოიგეს ჩემპიონატი და არაა კვარას ან ვინმე სხვისი ინდივიდუალობის ხარჯზე.წელსაც არიან იგივე გუნდში კვარა და ოსიმენი,მაგრამ რა შედეგი და სტატისტიკა აქვთ კი ვხედავთ.
თემო
19 თებერვალი 2024 20:50
0
Ხვიჩა და მიქაუტაძე ბათუმს დახატავდა.Მაინც არცერთს არა აქ მეტი კლასი
zura 222
19 თებერვალი 2024 18:37
37
ხვიჩა წადი ფოთის კოლხეთში თორე ცოტა ხანში ეგეც სანატრებელი გაგიხდება
skeleton
19 თებერვალი 2024 18:35
12
ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი "ნაპოლი"-სთან 2027 წლამდე აქვს დადებული. მანამდე ვინ გაუშვებს?!
************
19 თებერვალი 2024 17:11
7
შედეგი იქნება ნული.სპალეტიმ ამ გუნდიდან ამოწურა მაქსიმუმი,რომლის გამეორებას დასჭირდება კიდევ 30 წელი.ლაურენტისს ტროფეებზე მეტად ფულის მოგება აინტერესებს და ამ კუთხით უდგება ყველაფერს.ხვიჩა,მოშორდი დროზე ამ სიტუაციას,გაიქეცი დროზე,გაიქეცი,გაგაფუჭებენ აქ!!!!!
მირო
19 თებერვალი 2024 16:32
4
ფაქტია,ვალტრე მაცარიმ უკეთესობისკენ ვერ შემოაბრუნა ნეაპოლელთა თამაში,გუნდის რეზულტატები.არ მიკვირს,მაგრამ რაც ამჟამად ხდება,დღეს არ დაწყებულა და უმთავრესი მიზეზია,სახელად__აურელიო დე ლაურენტისი,კლუბის პრეზიდენტი,რომელიც ამერიკული პრაგმატიზმით ცდილობს სუპერ-გუნდის შექმას და ეს ევროპაში შეუძლებელია.იმედია ზაფხულისთვის ვითარება შეიცვლება,თუ არადა,ჩვენებურმა უნდა იფიქროს გუნდის დატოვებაზე!
დავითი
19 თებერვალი 2024 16:21
1
მწვრთნელის საქმეში სანამ გუნდის პრეზიდენტი ერევა, იქ ვერცერთი მწვრთნელი დადებს შედეგს
გოგა
19 თებერვალი 2024 15:27
2
კარგია. იმედია ახალი მწგრთნელის სახელს და გვარს მაიინც დაწერთ სწორედ. მაცარი ნაცარი :დდდ მართლა სპორტალი ხართ რა
თემო
19 თებერვალი 2024 15:09
1
ახალბედა მწვრთნელები ვერ გაქაჩავენ. სანამ ცოტა ავტორიტეტი არ მოვა რომელის კომპეტენციაშიც ლაურენტესი ასე უპრაგუნოდ არ ჩაერევა შემადგელობის და სქემის არჩევაში თუ ტაქტიკაში, არაფერი გამოვა. სპალეტი ასე თუ ისე მაგას უქაჩავდა ბლავრენტას.
გრიზლი
19 თებერვალი 2024 14:18
1
ნეტავ დროზე გაასწროს ხვიჩამ ამ სოფლის გინდიდან და დააღწიოს თავი მასხარა ვაჭრუკანა დე ლაურენტისს.გულისამრევია უკვე ყველაფერი...
Master
19 თებერვალი 2024 13:26
1
მეგობარო, საშინელი გრამატიკული შეცდომებით წერთ. ნუ ჩქარობთ წერის დროს. დაალაგეთ აზრი, გამოასწორეთ პუნქტუაცია და მერე მობრუნდით.
ეს თქვენი საშინაო დავალებაა. :))
tENGO-ს
19 თებერვალი 2024 17:37
0
სოფლის გუნია ნაპოლი აბა რააა, ეხლა რუსთავს, მოსკოვის ლოკოს,რუბინს და ბათუმის დინამოს ვერ შეედრება მაგრამ.....რაც არის ეგ არის....თუ უნდა უფასო რჩევას მივცემ, გაუფრთხილდეს თავის პოზიციას ნაპოლიში,სანამ ისე სკამზე გადასვამენ, თორემ არავის სჭირდება მისი ეზოს ფეხბურთი, ბურთს რომ მიიღებს ჩაღუნავს თავს და მთელი გუნდის მოტყუებას ცდილობს, თანაგუნდელებს მხოლოდ მაშინ ამჩნევს,როდესაც სხვა სვლა არ აქვს და მომენტუმი უკვე დაკარგული, თითქოსდა აქტიურია ბურთს ითხოვს, კაცს ატყუებს, დაძაბულობას ქმნის მეტოქის კართან,მაგრამ შედეგი- გოლი არა. სხვათა შორის ნაპოლიში გადასვლისას, როდესაც ლამის დაფრინავდა და გოლებიც გაჰქონდა სპალეტი მაინც აკრიტიკებდა იმ ქუჩური ფეხბურთის გამო რაც ავღნიშნე ზემოთ. წასვლით კი სად უნდა წავიდეს,საინტერესოა როგორ წარმოუდგენიათ წასვლა იმათ ვინც ასე ჰარიალალოზე გაიძახის წავიდესო-ჩაალაგოს ჩემოდანი მივიდეს რეალში ან ბასრაში და უთხრას მოვედიოო.....კიდევ!! იმ თამაშით, რასაცის ის დღეისათვის აჩვენებს ასეთი ყალიბრის გუნდებში მისი გადასვლა ზღაპარია....ათას ერთი ღამიდან...
tENGO
19 თებერვალი 2024 16:44
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული