დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, დღეს "ნაპოლიში" სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.

"პარტენოპეი" მოქმედ დამრიგებელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს და სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს, 55 წლის ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში "ნაპოლიში" ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დართო მას ნება, რომ ივნისამდე ორივე სამსახური შეთავსებით ჰქონდეს.

კალცონა უკვე ნეაპოლშია, დღეს "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, ბოლო დეტალებს მოაგვარებს და
წესით, შეთანხმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იქნება "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკიც.
მკითხველის კომენტარები / 33 /
როგორი მაგარი მშენებელიც არ უნდა იყო, უხარისხო საშენი მასალა რომ მოგიტანონ მყარ სახლს ვერ ააშენებ, ნაპოლის ფეხბურთელების უმეტესობა არის საშუალოზე დაბალი დონის, შარშან კვარას ეფექტმა გამოიწვია ის რომ ჩემპიონები გახდნენ, თან ინტერმა, მილანმა და იუვემ სეზონის პირველი წრე ჩააგდეს, ყოველ წელს ასე ვერ იქნება. სპალეტიმ ეს მშვენივრად იცოდა და გამარჯვებულმა დატოვა გუნდი.ნაპოლის ბოლო სეზონებს თუ გადავხედავთ ყოველთვის კარგად იწყებდნენ ლიდერებში იყვნენ ხოლმე, მაგრამ ბოლოს უკვე ოთხეულისთვის იბრძოდნენ, იმიტომ რომ არ ჰყავთ დაბალანსებული გუნდი, ვერ ქაჩავენ მთელ სეზონს უმაღლეს დონეზე, შარშანაც ასე მოხდა, უბრალოდ იმდენად დიდი იყო სხვაობა ქულებში პირველი წრის შემდეგ, რომ ვეღარ ამოქაჩეს დანარჩენმა გუნდებმა.
მამუკა
19:21 19-02-2024
1
Ხვიჩა და მიქაუტაძე ბათუმს დახატავდა.Მაინც არცერთს არა აქ მეტი კლასი
zura 222
18:37 19-02-2024
37
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული