დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, დღეს "ნაპოლიში" სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.

"პარტენოპეი" მოქმედ დამრიგებელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს და სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს, 55 წლის ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.

ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში "ნაპოლიში" ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დართო მას ნება, რომ ივნისამდე ორივე სამსახური შეთავსებით ჰქონდეს.

კალცონა უკვე ნეაპოლშია, დღეს "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, ბოლო დეტალებს მოაგვარებს და
წესით, შეთანხმებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იქნება "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკიც.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ნეტავ დროზე გაასწროს ხვიჩამ ამ სოფლის გინდიდან და დააღწიოს თავი მასხარა ვაჭრუკანა დე ლაურენტისს.გულისამრევია უკვე ყველაფერი...
Master
13:26 19-02-2024
1
აი კლასიკური მაგალითი, როცა ადამიანი, საკუთარი არასწორი ხედვებით, ანგრევს იმას, რასაც წლების მანძილზე აშენებდა.
კოლა
11:39 19-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული