"ბარსელონა" კვარაცხელიას "ნაპოლისთან" დაპირისპირებაში დააკვირდება - ესპანური პრესა შესაძლო ტრანსფერზე

AutoSharing Option
ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ "ბარსელონა" "ნაპოლიდან" ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებითაა დაინტერესებული.

ჟურნალისტ როჯერ ტორელოს ინფორმაციით, ქართველი შემტევის თავის რიგებში ხილვით "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებიან. "ბლაუგრანას" პრიორიტეტი დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება, მაგრამ თუ სიტუაცია და საშუალება მიეცემათ, ხვიჩას ტრანსფერზეც იფიქრებენ.

Mundo Deportivo აღნიშნავს, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლები კვარაცხელიას "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებშიც დააკვირდებიან.

ამავე წყაროს ცნობით, ჩვენებურის სატრანსფერო ღირებულებად დაახლოებით 80 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ მართალია რაც აქ წერია არ უნდა წავიდეს, რა სჭირს ხვიჩას დასაკვირვებელი.ბარემ გამოცდელი ვადა მოითხოვონ კიდე.დდდ
გოგა
02:06 20-02-2024
8
ჯუღელმა ალ-იტიხადი მაგარ მაყუთს იხდისო და არაბეთს უნდა წავჰგვაროვოო:))
გიორგი IV
20:21 19-02-2024
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული