კალცონამ პირველი ვარჯიში ჩაატარა - Sky Sport-ი "ბარსელონასთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობას გვამცნობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თავის თანაშემწეებთან ერთად მივიდა და კითხვაზე, იმუშავებს თუ არა მასთან გუნდის ყოფილი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი, მოკლე პასუხი გასცა - "ვნახოთ".

21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, "ნაპოლი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კალცონამ გუნდი ავარჯიშა. ვიქტორ ოსიმენი სრულად დაიტვირთა და დიდი ალბათობით, სასტარტოში იქნება. სირილ ნგონჟი ჯერ ინდივიდუალურად ემზადებოდა, შემდეგ კი საერთო ჯგუფს შეუერთდა.

Sky Sport-ის ცნობით, "ნაპოლი" 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და ირწმუნება, რომ კალცონა შემდეგ ძირითად შემადგენლობას დააყენებს: მერეტი, დი
ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ტრაორე (კაიუსტე), ლობოტკა, ანგისა, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი.

დაპირისპირება "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

alt"დე ლაურენტისი ზაფხულში სატრანსფერო რევოლუციას გეგმავს" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

alt"ნაპოლი" კვარაცხელიას ინიციატივების იმედად და "ბარსას" დაცვის პრობლემების გამოყენება - ახალი მწვრთნელის ეფექტი?!.

alt"იცით, "ნაპოლიში" მწვრთნელის ასისტენტობისას რას აკეთებდა?" - ყოფილი ფეხბურთელი კალცონაზე საუბრობს

alt"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაძოკი სადაა?
დავით 67
22:29 20-02-2024
2
ძალიან ვნერვიულობ და ვგულშემატკივრობ ნაპოლის, პირადად ხვიჩას. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მასზე, უნდა შექმნას რამე ღირებული რაც შეუძლია. ბარსა უძნელესი მეტოქეა: რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს, მაინც სუპერ ბრენდი გუნდია, უდიდესი გამოცდილებით ამიტომ ნაპოლიმ და ხვიჩამ თავი უნდა დადონ. მეიმედება ახალი მწვრთნელისაც(მოტივაცია იქნება დიდი). დადებითი შედეგი თუ დადეს(ფრეც ნორმალური იქნება). მეორე თამაშში გადაწყდება ყვეკლაფერი შანსები არის: წინ ნაპოლი
david
22:23 20-02-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული