ხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლი“ სახლში „ბარსელონას“ დაუზავდა 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კალცონამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია. შეხვედრა კატალონიელთა შეტევებით დაიწყო. იამალმა შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, მაგრამ მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. „ბარსამ“ კიდევ ორი მომენტი შექმნა და მერეტმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სადღაც 35-ე წუთისათვის „ნაპოლი“ უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო,
ნეაპოლელები ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ, რადგან მოწინააღმდეგე დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, კვარაცხელია, პოლიტანო და ოსიმენი განეიტრალებულები იყვნენ. მე-60 წუთზე კი ლევანდოვსკიმ „ბარსა“ დააწინაურა. მერე პედრის უძლიერესი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელია და კაიუსტე ლინდსტრიომით და ტრაორეთი შეცვალა და ქართველმა უკმაყოფილომ დატოვა მოედანი, ხოლო areanapoli-მ უმალ აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ყველა გააკვირვა. ოსიმენმა კი საჯარიმოში მარტინესი ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა 13 მარტს ჩატარდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60), 1:1 ოსიმენი (75)

altცოტა დრო და მოუთმენლობა მატჩამდე - კვარაცხელია და "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ!..

მკითხველის კომენტარები / 61 /
არამყარი ფსიქოლოგიის ბიჭია.თამაში იცის და ძალიან კარგიც,მაგრამ ეს ხუშტურები რა ჯანდაბაა.ესპანეთთან ყვითელი რა იყო და უაზრო კინკლაობა ვერ გავიგე.შე დალოცვილო ითამაშე რაც იცი და რაც შეგიძლია.რას ჭირვეულობ მილიონერი ოჯახის დედისერთა ბავშვივით.ეგ შენი საქმე და შენი პროფესიაა.ჩვენ რას გვამადლი შენ კარგ თამაშს.მე მუშა ვარ და ჩუმად ვაკეთებ ჩემ საქმეს.ჩემ აშენებულ ბინაში უნდა შევიდეს მრავალი ოჯახი მაგრამ არ ვჩანვარ და არც არავის ვამადლი.თუ არ გინდა ფეხბურთის თამაში მოდი და ჩემთან იმუშავე. აქ რო გამოდის ზოგიერთი და შენ რა გაგიკეთებიაო...შენ რა გაგიკეთებია?ეს თუ რამეს აკეთებს თავის თავისთვის და ოჯახისთვის აკეთებს. მე რას ვაკეთებ და ჩემი ოფლით გაკეთებულ საქმეს ჩემ ოჯახსაც ვახმარ და სხვა ოჯახიც სარგებლობს.ესაა სიმართლე და მოეშვით კერპთაყვანისმცემლობას
გელა
13:54 22-02-2024
5
მეგონა საქართველო,ქართველების ქვეყანა იყო და თურმე ყვავებისა ყოფილა.მათი ჩხავილით,ყურთასმენა აღარ არის.
სოსო
13:43 22-02-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული