ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლი“ სახლში „ბარსელონას“ დაუზავდა 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კალცონამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია. შეხვედრა კატალონიელთა შეტევებით დაიწყო. იამალმა შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, მაგრამ მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. „ბარსამ“ კიდევ ორი მომენტი შექმნა და მერეტმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სადღაც 35-ე წუთისათვის „ნაპოლი“ უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ნეაპოლელები ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ, რადგან მოწინააღმდეგე დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, კვარაცხელია, პოლიტანო და ოსიმენი განეიტრალებულები იყვნენ. მე-60 წუთზე კი ლევანდოვსკიმ „ბარსა“ დააწინაურა. მერე პედრის უძლიერესი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელია და კაიუსტე ლინდსტრიომით და ტრაორეთი შეცვალა და ქართველმა უკმაყოფილომ დატოვა მოედანი, ხოლო areanapoli-მ უმალ აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ყველა გააკვირვა. ოსიმენმა კი საჯარიმოში მარტინესი ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა 13 მარტს ჩატარდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ბარსელონა 1:1

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60), 1:1 ოსიმენი (75)

skaro
ეგრე იცის გაფეტიშებამ ქართველების სენია, მაგრამ არც იტალიელები აკლებდნენ და ჩვენც მეტი რა გვინდოდა.
დავით 67
სოსო-ს! მეც ეგრე ვიფიქრე შემდეგ
გელა
არამყარი ფსიქოლოგიის ბიჭია.თამაში იცის და ძალიან კარგიც,მაგრამ ეს ხუშტურები რა ჯანდაბაა.ესპანეთთან ყვითელი რა იყო და უაზრო კინკლაობა ვერ გავიგე.შე დალოცვილო ითამაშე რაც იცი და რაც შეგიძლია.რას ჭირვეულობ მილიონერი ოჯახის დედისერთა ბავშვივით.ეგ შენი საქმე და შენი პროფესიაა.ჩვენ რას გვამადლი შენ კარგ თამაშს.მე მუშა ვარ და ჩუმად ვაკეთებ ჩემ საქმეს.ჩემ აშენებულ ბინაში უნდა შევიდეს მრავალი ოჯახი მაგრამ არ ვჩანვარ და არც არავის ვამადლი.თუ არ გინდა ფეხბურთის თამაში მოდი და ჩემთან იმუშავე. აქ რო გამოდის ზოგიერთი და შენ რა გაგიკეთებიაო...შენ რა გაგიკეთებია?ეს თუ რამეს აკეთებს თავის თავისთვის და ოჯახისთვის აკეთებს. მე რას ვაკეთებ და ჩემი ოფლით გაკეთებულ საქმეს ჩემ ოჯახსაც ვახმარ და სხვა ოჯახიც სარგებლობს.ესაა სიმართლე და მოეშვით კერპთაყვანისმცემლობას
სოსო
მეგონა საქართველო,ქართველების ქვეყანა იყო და თურმე ყვავებისა ყოფილა.მათი ჩხავილით,ყურთასმენა აღარ არის.
Ზაზა
ხვიჩას უსახური თამაში, მხოლოდ ხვიჩას ბრალია!!! - "ცოლი ხელს არ შეუშლისო!" , "რაღა დროს "მიხიჩაა", ცოლი ყველა ვარსკვლავს ყავსო!" და ა. შ. ფაქტია ჯიუტი! ხვიჩას აჩრდილია დარჩენილი წელს, დალასლასებს მოედანზე გამოუძინებელი, გამოშტერებული თვალებით. არანაირი ახალი ფინტი, არანაირი ახალი გადაწყვეტა! დაკარგული სისწრაფე და შენელებული საფეხბურთო აზროვნება. ნოლია თავით თამაშისას! დარტყმები არ უვარგა! რაღა დარჩა შარშანდელი "კვარადონასგან" ?! - მხოლოდ შეყვარებული ქმარი?! მერამდენედ გაწბილებული გულშემატკივრები?! სირცხვილია ხვიჩა!!! სირცხვილი!!!
ამაშია საქმე
უბრალოდ სუსტი ადამიანია.ერთი მარუსია ქალის გამოჩენამ ისე შეცვალა ფეხბურთი დაავიწყდა.უბრალოდ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.ბიჭი კაშკაშებდა,ბრწყინავდა მთელი საფეხბურთო სამყაროს ახალი ვარსკვლავის დაბადებას ელოდებოდა,ავანსად კვარადონაც კი დაარქვეს და უცბად ასეთი დაცემა?

გეთანხმები, კვარას ჰყავს გარკვეული სექტა "გულშემატკვირებისა", რომელიც ობიექტური კრიტიკის შემთხვევაშიც კი შეურაცხყოფაზე გადმოდის. ეგ ყველაფერი ისევ კვარაზე აისახება ცუდად და შედარებით ნეიტრალურ გულშემატკივარსაც საპირისპიროდ განაწყობს.
საბა
მორჩით ვინმეს გაფეტიშებას უაზროდ, თორემ ისე მარადონასაც ჰქონია თამაშები სადაც არა თუ გამოსაცვლელი იყო, გააგდეს კიდეც წიღელი ბარათით
tENGO
რაოო!! რაოო!! რამდენს იხდის ბარსელონაოო-80-ს, 90-ს თუ 100-ს-რაღაც დღეს აღარ ახსენებთ, ეტყობა სხვა შემოთავაზებებზე ფიქრობთ,რომ შემდეგ მთელი კვირა ატრიალოთ.....საერთოდ ასე იცის გაუთავებელმა ბაქი-ბუქმა წინასწარ, ყველა გადამწყვეტი თამაშის წინ ძლიერ გუნდებთან ჩვენთან რომ არის, ასე იყო ესპანეთის თამაშის წინ თბილისში, ისე როგორც რეალთან ნაპოლის თამაშებისას-კარვახალი შიშისგან ვერ იძინებსოო, გუშინაც...თურმე ხავი და ბარსელონა ისე იყვნენ შეშინებულნი, არაუხოს გადმოყვანას აპირებდნენ ფლანგზე, რომ კვარა როგორმე გაეჩერებინათ.....კიდევ ათასი ბოდვა- ეპითეტები მის უძლეველობაზე, სწორედაც მისმა ასეთმა გაფეშიტებამ გამოიწვია მისი ასე თვალშისაცემი რეგრესი. ვერონას და გენუას დონის გუნდებთან კიდევ რაღაც ჩანს, მაგრამ ძლიერ, მაღალი კლასის გუნდებთან პრინციპულ თამაშებში სრული კატასტროფა-პასიური,უბურთოდ თამაში-0, დაცვაში თამაში-0,სტანდარტულები-0 გოლები და რეალური ასისტები-0, მხოლოდ მსაჯებთან კამათი უკმაყოფილება ყველას მიმართ.. აი მისი შედეგები მიმდინარე ჩ/ლიგის გასულ 7 თამაშში და იტალიის ტოპ კლუბებთან.....წუხელაც, იშვიათად ბურთის მიღებისას ან უკან აბრუნებდა ან კიდევ ადგილზე იწყებდა ტრიალს და ცდილობდა პირით ხაზთან როგორმე ე.წ. დირკა გაეკეთებინა მცველებისთვის,ისე როგორც ჩვენში ეზოში თამაშისას ცდილობენ ბავშვები, თითქმის ყველა ასეთ ეპიზოტში ფაქტია ფეხებში მოხვდა და ბურთიც დაკარგა....კიდევ...აქ ერთი ალიაქოთი, რომ იყო ატეხილი ოსიმენას ხელფასზე და საერთოდ მის და კვარას შედარებაზე, გუშინაც გამოჩნდა ვინ არის ნაპოლის რეალური ლიდერი და რატომ დაუნიშნეს ის ხელფასი, რაც დაუნიშნეს....კვარას კი მგონია, თავიდან აქვს დასამტკიცებელი თავის ვასკვლავური კლასსი-ვასკვლავური,თორემ სერიას რიგით კარგ ფეხბურთელად უდავოდ რჩება და ღმერთმა ნუ ქნას ვერონას დონის გუნდებთანაც ჩამოლაბორანტდეს.......ერთიც... სუბიექტურობა გასაგებია,მაგრამ ხომ ხვდებით სოფასკორისა და ფლესჰსკორის დავარცხნილი შეფასებები რომ არაფერს ნიშნავს?....რაა!!მართლა ფიქრობთ, რომ გუშინ ხვიჩამ საშუალოზე კარგად ითამაშაა??....ისე აქ ნახსენები-გამოცემა არეანაპოლის ფრაზა რომ მოგყავთ, მისი და სხვა იტალიური გამოცემების შეფასებებიც რომ დაგეწერათ არა??. 5.0-5.5 ყველაზე დაბალი ორივე გუნდში ხვიჩას და რახმანს.გადაჭრელებულია იტალიური სპორტული გამოცემების გვერდები ოსიმენას,ანგისას და მეკარის ფოტოებით......მე, თენგო შულაია ასე ვფიქრობ და ფეხზე მკიდია ერთი და ორ უჯრედიანი "პატრიოტი ეხსპერტები" რას მიწოდებენ-ბოღმიანს, ჩასაფრებულს თუ მაგინებენ, რასაც გუშინ აკეთებდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ მოკრძალებულად დავწერე-ბასრასთან თამაშს დავლოდებოდით და შეფასებებზე და შორს მიმავალი სატრასფერო ჭორ-მართალზე მერე გამოგვეთქვა აზრი,ვისაც აზროვნება შეუძლია და საერთოდ მოვლენების საკუთვრივ შეფასების უნარი გააჩნია, რა თქმა უნდა....
სოსო
დავით67-ს.მართალი ხართ ბატონო დავით.ეს ჩემი სეხნიაა!მის გამო,სახელი როგორ შევიცვალო?!ეს ტექსტი წუხელაც დავდე,მაგრამ რატომღაც არ გამოუშვიათ.
ზურიკო
ფაქტი ჯიუტია გავიდა თუ არა ნაპოლი გამოცოცხლდა და უკეთ ათამაშდა. მწვრთნელის ცვლილებებმა აშკარად გაამართლა. ნაპოლიმ 68 წუთის მერე დაიწყო ფეხბურთის თამაში…აქედან რაც ჩანს ისაა რომ ფსიქოლოგიას მიხედოს და ყველაფერი კარგად იქნება.
სიმართლე
მოდი რა თავად არ უყურო აწი შენ გკიტხოთ ვის როდის მივცეთ შენიშვნა? პირველად უყურებ გეტყობა ტორ რო იცოდე მისი ტალანტი ასეთი როგორ უნდა მოგწონდეს ჩრდილო კორეაში კი არ ვარტ
ნოდო
ხვიჩას იქედანაც ეტყობა რომ თავის თავს არ გავს ცუდი გაგებით წინა სეზონში 1 ყვიტელი ქონდა ახლა უკვე 6 აქ ესეც რაღაცაზე მიუთითებს პლიუს ყველა ჯილდოს ერტად მოგება ძნელია ფსიქოლოგის გარეშე ტავი ყველაზე მაგრად არ გეგონოს რო ვიცით რა შეუძლია და რას ვხედავთ იმიტო გვაქ პრეტენზია მიზეზი რა არის არ აქ მნიშვნელობა მიტუმეტეს როცა არ არის ისეტი რო ვერ შეძლოს ბოლომდე დახარჯვა თორე პირველი სეზონი რო იყოს და არ ვიცოდეტ რა ტალანტია ხმას რომელი ამოვიღებდის საკრიტიკოდ

იიიი ბავშვური გამოხტომები "კვარას პასს არ აძლევენ, ღორობენ". ცუდად ითამაშა გუშინ, საზიზღრად. გავიდა თუ არა გუნდი ცოტა რაღაცას დაემსგავსა. ყველა შეცვლაზე მისი ასეთი საქციელი კი იმას მიუთითებს რომ თავში აქვს ავარდნილი. იმ ერთი საჯარიმოს გარედან გატანილი გოლისა, კვარაცხელიას კარგი თამაში არ ქონია არც მანამდე და არც მის მერე უკვე რამდენი ხანია. არ არის ასე? მაგრად თამაშობს? კი ნაპოლია თვითონ საზიზღარი გუნდი, მაგრამ ოსიმენი გამოვიდა თუ არა დადო შედეგი იმიტომ რომ კლასია. პოლიტანოც კი მეორე ფლანგზე უკეთსად თამაშობს. თუ ხარ მაგარი ფეხბურთელი შენი გუნდის ნათელი წერტილი უნდა იყო და არ უნდა გახდე დასუსტებული ნაპოლის მორიგი ფორმა დაკარგული ფეხბურთელი.გახსნა არ იცის წესიერი, ბარსელონაში რა უნდა ამის გარეშე? იმედია სეზონის ბოლომდე მოუმატებს. მართლა მინდა რომ მოუმატოს, ლიბერასტ მავნებლების ჯინაზე რომლებსაც უხარიათ მისი ასე თამაში.
თენგო
ეს კაცი კვარას ბოლომდე გააღვიძებს. ვნახოთ როგორ ითამაშებს შემდეგ თამაშებში
ზურა
იმდენს რატო ვერ ხვდები რო ვინც არ ვიწონებთ ბოლო პერიოდში ხვიჩას თამაშს ჩასაფრებულები კი არ ვართ გული შეგვტკივა, დავიშტეროთ თავი და ვთქვათ რობრაც არ უნდა ბანძი თამაში აჩვენოს ხვიჩა მაგარია??
გიორგი
როდესაც ქვეყანას ერთი ხვიჩა ჰყავს და მთელი ერი მისგან მესობას (და ლამის მესიობას) ითხოვს, განსაკუთრებით გრანდებთან თამაშში პატარა ტვირთი სულაც არაა და შეიძლება ზუსტად მაშინ არ წაგივიდეს თამაში, როდესაც ყველაზე ძალიან გინდა. ერს რომ თავი დავანებოთ, ვარსკვლავურ სტატუსსას ღირსეულად უნდა ტარება. არაა, ადვილი, მით უფრო ამ ასაკში. კარგადაც მიანიშნა მწვრთწლმა ფსიქოლოგიურ პრობლემაზე.ზოგადად კი ამ თამაშში შეტევა ისე არ გამოუვიდა, როგორც მას ეკადრება, ართმევაზე თამაში, პრესინგი და ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლა ისედაც არაა მისი ძლიერი მხარე (შედარებისთვის გავიხსენოთ რამდენჯერ შევიდა ორთაბრძოლაში 16 წლის ბავშვი ხვიჩასთან). ამიტომაც ცვლილება ლოგიკური იყო. არ ჩანს ეს ცუდი მწვრთელი და ხვიჩასთვის შეიძლება ყველაზე კარგი ვარიანტი იმ ადამიანთან მუშაობა იყოს, ვინც მას დათვურ სამსახურს არ გაუწევს, თუ შესაცვლელია შეცვლის და თუ საჭიროა სკამზეც დასვამს.
სებო
ადამიანი როცა გაკრიტიკებს ესეიგი უკეთესი უნდა იყოს ჩასაფრებული რა შუაშუია.
ადამიანი
უკმაყოფილო კი არ უნდა იყოს მაგისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს იმიტომ რომ ვარჯიშსს უნდა მოუმატოს. და მისი აგენტის ბრალია როცა კვარამ პიკს მიაღწია გუნდიდან უნდა წასულიყო. ეს არის რეალობა. გუშინ ვერ ითამაშა 2 3 ფეხბურთელი კეტავდა. მწვრთნელი არ ყავთ როცა კვარას 2 3 ფეხბურთელი იჭერს მოედანზე 2 3 ფეხბურთელი თავისუფალია და იქიდან უნდა უტევდნენ.ტაქტიქას ვერ ამუშავებენ.
ვახტანგი
ყველაფერი პრეზიდენტის ბრალია. ასე ხშირად არ შეიძლება მწვრთნელების შეცვლა, ავტორიტეტი აღარ აქვთ მოთამაშეებში და ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. ხვიჩა არაპროფესიონალურად იქცევა და მსგავსი საქციელებით კარიერას გაიფუჭებს, არც მოთამაშეებში ექნება ავტორიტეტი და არც მწვრთნელებში. ვინმემ იქნება დაარიგოს, რომ პატარა ბავშვი აღარაა და ნერვები უნდა მოთოკოს ხოლმე
ქომაგი
ვაჰ, როგორ აყაყანებულან ჩასაფრებუებლი! ასე ღრმად თუ ხედავთ, იმას რატომ ვერ ამჩნევთ, რომ კვარასკენ საერთოდ არ იხედება გუნდი, ვინუჟდენში რომ ჩავარდებიან დაკარგვის საფრთხის გამო, მაშინღა აწვდიან ბურთს, როცა მისცემია, ლამის ლანგრით მიაქვთ სწრაფი პასის ნაცვლად. ჩაჭრილი ბურთები მუდმივად უკან მიაქვთ მეკარესთან, ნაცვლად იმისა, რომ კვარასკენ გაიხედონ და სწრაფი კონტრშეტევა, სადაც მას ბადალი არ ჰყავს, განავითარონ. დადიოდა კი არა, ტიპი კილომეტრებს დარბის პასის ამაო მოლოდინში და მე მიკვირს, საერთოდ როგორ უდებს გულს მაგ სოფლის გუნდში თამაშს. მწვრთნელს მაგრად გაუმართლა ოსიმენის შეცვლა რომ ვერ მოასწრო გოლამდე, თორემ ფრესაც ვერ მიაღწევდა. ოსიმენსაც, კვარასკენ საერთოდ არ გაუხედავს, როგორც ჩანს, ჯუღელმა აქაც გაუწია კვარას დათვური სამსახური. მოკლედ, რუსულ ჩატებშიც ვერ ნახავ ასეთ დამოკიდებულებას. ყველაზე შურიანი და დაბოღმილი ერი გავხდით. კვარა, აგენტი გამოიცვალე და წადი მაგ სოფლიდან!
გიორგი
ტიპები აკოფებში ზიან და თუ რამე შანსი თავს წამოყოფენ ხოლმე.ნაპოლის ნეხვშია,პასის გამკეთებელი კაცი არ არის,დაცვა საერთოდ არ ყავს გუნდს და ამ დროს კვარას აკრიტიკებენ.
გიორგი
სრულიად გეთანხმები.არაფერს ვიტყვი ტაქტიკა სტრატეგიებზე უბრალოდ ერთ ფაქტს ავღნიშნავ თუნდაც კვარას თამაში არ წასვლოდ, ნაპოლი ხო დაფრინავდა რა :))), და ამ დროს მწვრთნელი პირველივი თამაში ცვლის გუნდის მთავარ ფეხბურთელს მაშინ როდესაც თამაში შემოსაბრუნებელია.აუხსნელია ჩემთვის და მიმანიშნებს რომ პირველივე გამარჯობით შეურაცხყოფა მიაყენა ხვიჩას.ცუდად დაამთავრებს ეს პატივცემული თუ ასე გააგრძელებს.
xishti.+
ხვიჩას 1% არა ხართ არცერთი აქ ჭკუას რო არიგებთ და ბევრს რო ბლატაობთ, არც ჭკუაში არც აზროვნებაში არც შრომაშიდა საქმის კეთებაში, არც კაცობაში არც მორალში არაფერი არა ხართ მასთან შედარებით აზრზე არა ხართ არაფრის ცხოვრებაში თქვენ პარაზიტ ტ*** კს მიხედეთ ვითომ რაღაცეებს რო არიგებთ და თ***ლობთ ნაგლობთ რაღაცეებს, ეს რა გეღირსათ თქვე უჯიშო მათხოვრებო და ბნელო ღრჯოებო თქვენ ამათ უყურე რა პრეტენზიები აქვთ. ღქვრნ დენი არ გაგითიშოთ საერთოდ ფეხბურთის შორირან ყურება არ უნდა გაღირსოთ კაცმა თქვენი
გელა
და რო შეცვალა რაა რო?მესი,პელე და მარადონა შეუცვლიათ.მწვრთნელია და იცის რა უნდა ქნა.სტატისტიკაც მის სასარგებლოდაა.აგებდა,შეცვლები გააკეთა და არ წააგო.რას ერჩით
giorgi
რომელმა შეცვლამ გამართლა? თქვენ ხალხო რამე სხვა სპორტში ხომ არ გეშლებათ? ოსიმენმა გაიტანა ანგისას პასით . შეცვლა რა შუაშია? რა გამარტლა
ზურა
ვინ დაელოდება შენ შემოგევლე ხვიჩას ხასიათზე მოსვლას პროფი თუბხარ სულ დონეზე უნდა იყო და არა ესე გადაღლილივით

არ წაუვიდა თამაში აი ეს გამონათქვამი რას ნიშნავს ვერ ვგებულობ. აღარ და ვეღარ ვარჯიშობს და ჟილკა ამოცლილი აქვს ეს კი მესმის და როდიდან ხდება ეს ?
ვოოტ
მგონი, დასჯილი ზელინსკი ყველაზე მეტად ჩვენ ბიჭს მოაკლდა... ახლა ძნელი სათქმელია, ნაპოლის დაცვაში უფრო უჭირს თუ ნახევარდაცვაში... ამ ფორმაციის გუნდში, როცა ბურთის ამოტანა უდიდესი პრობლემაა, ხვიჩასგან ბევრს არ უნდა ველოდოთ, მითუმეტეს მეტ-ნაკლებად ძლიერ გუნდებთან... ნაპოლი ერთგვარ მშიშარა გუნდად ჩამოყალიბდა, რომელიც სანამ კუთხეში არ მიიმწყვდევენ, კატასტროფულ ფეხბურთს თამაშობს და აღარც ახსოვთ, ბოლოს როდის გახსნეს ანგარიში... ფეხბურთში სასწაულები იშვიათად ხდება - ახლა სპალეტიც რომ დააბრუნონ, რამდენიმე წელი დასჭირდება გუნდის ასაწყობად... ჩემი აზრით, ხვიჩა ნებისმიერ გუნდში უნდა წავიდეს, რომელსაც ნაპოლიზე მეტი ამბიცია ( საფუძვლიანი) ექნება...
ზურა
რა გამგები გაიგებს, გგონია სწორო მიდგომაა ეგ და მაგით მიაღწევს რამეს, გახდება მაჩანჩალა და არცერთი წესიერო გუნდი არ წაიყვანს, იმიტო რო არაპროფესიონალიზმს აჩვენებს, დაიარება გაბღენძილი და მოშვებული მოედანზე, გეგონება იმდენს მიაღწია უკვე რო ეპატიება საჩაკაობები

ეტყობა დილეტანტი ხარ ფეხბურთში მეორე ტაიმში თამაში გადააწყო და ახალგამოსული ფეხბურთელების ხარჯზე ბარსელონას ზე მაღალი პრესინგი შესთავაზა რაც ბევრისთვის მოულოდნელიც იყო, ბარსას ბოლო 20-25 წუთი ბურთი ფაქტიურად არ ქონია და თამაშზე ინიტივაციას ნაპოლი განაგებდა თან იმ ცვლილებების შემდეგ შეუგდეს სწორედ და ეს ყველაფერი მწვრთნელის გადაადგილებების შედეგი რომაა ამას თუ ვერ ხედავ არც უნდა დაწერო ფეხბურთზე არაფერი. ძნელი დასაწერია მაგრამ კვარამ რაც გააკეთა მთელი 70 წუთი მის მაგიერ გამოსულმა ლინდსტრომმა იმ არასრულ 20 წუთში გაცილებით უკეთ რო გაისარჯა შეტევაში ესეც ფაქტია.
გენო
ახლა ამართლებთ მწბრთნელს. ოსიმენი რომ არა 2ბურთითაც წააგებდნენ... საინტერესოა მერე რას იტყოდით
ზურა
ამ ბოლო დროს ბევრი დაიწერა ბარსელონა აკვირდებაო, ვიფიქრე კვარა ყველაფერს ჩადებს, თავს გაიგიჟებს და საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტს აჩვენებსთქო და ყველაფერი პირიქით არ მოხდა. რას დაბლაყუნობ და დაბოდიალობ მოედანზე შე კაი კაცო ელოდები რო ბურთი ფეხებში მოგცენ და მერე წაიფაფხურებ რამეს? უბურთოდ მოძრაობაზე არაფერი გსმენია, გაიქეცი რა ცოტა სწრაფად შეირბინე სივრცეებში გაეხსენი თანაგუნდელებს და მოითხოვე პასები, ტრამვაისავით რო დაგორავ, მე არ ვიცი ასეთი არასტაბილური და დემოტივირებული ფეხბურთელი რომელ გრანდს მოუნდება, იჯექი ნეაპოლში და ელოდე ლავრენტას მოწყალებას, როდის მოგიმატებს ხელფასს !!!!
გენო
შეცვლებს არანაირი შედეგი არვმოუტანია. ოსიმენმა ხასიათი გამოიკეთა და ეგრევე შეცვალა... სიმეონე მისი ჩრდილიც არაა. ლინდსტრომმა საერთოდ რა გააკეთა?
ფეოლა
აუფ, უკვე 13 უხსენებელი გაიჩითა. სად მოქუჩდით ამდენი
დავით 67
სოსო-ს! შენ მაინც რა დაგემართა
Lasha
კვარა როგორც თამაშობს სწორად ოქცევა. გამგები გაიგებს. ბევრის გადახდა არ მოუწევს ბარსას ზაფხულში
სიმართლე
სწორად შეცვალა. ვერაფერი გააკეთა. თავის ტავზე უბდა იყოს გაბრაზებული. იმედია მოტივაციას მისცემს.
OsimheN1
იცით, ვითომ? თავის მოჩვენება, კი იცით და პლასტინკების ტრიალი.. ვის ატყუებთ თქვენი თავის და ერთმანეთის მეტს, თორე.. მე ის ვარ, ვინც მოუწოდებს გამოფხიზლდეს და იმ გზაზე დადგეს რის გამოც დაიმსახურა აღზევება, თუ უნდა უარესი არ მოუვიდეს.. აბა, არაფრითგამორჩეული, ევროპებში მოგულავ-მოსელფავე, თავის გორის დამვიწყებელი ტიპჩები ისედაც თავზესაყრელადაა..
ჯონი
რაც უფრო ადრე წავა ამ სოფლის გუნდიდან მით უკეთესი იქნება! არ აფასებენ ჩვენ მარგალიტს ნაპოლში! მიაწექი ხვიჩა!!
დავით 67
ვითაცას მწვრთნელი მოეწონა, ვიღაცას მისი ცოლი. საერთოდ ამ ერთ თამაშში რა დაინახეთ ასეთი მაგარი? ხვიჩა რომ შეცვალა ის? შეიძლება შესაცვლელიც იყო, მაგრამ ეს არის მისი სიდიადე? იქნებ დაელოდოთ ჯერ და მერე გააკეთოთ კომენტარი. დღეს სულაც უმწვრთნელოდაც რომ ეთამაშათ იგივე იქნებოდა გუნდი, რაც იყო ბოლო თამაშებში
დურუ
და რა არის აქ საკამათო? კალცონამ სისულელე გააკეთა ხვიჩას შეცვლით, მაგრამ უბრალოდ ბედმა გაუღიმა არ დაისაჯა ბოლო წუთებში ბარსას აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდა, რაც შეეხება ნაპოლის გოლს ოსიმენმა აშკარა უხეშობით ჩამოიშორა მცველი, მაგრამ მსაჯმა დაინდო ნაპოლი და გოლი ჩაუთვალა. და თუნდაც ასეთნაირად გატანილი გოლის შემდეგ, გოლის გამტანს არავინ ცვლის, ასე იყო აქამდე და ასე იქნება მსოფლიო ფეხბურთში. კიდევ გავიმეორებ ამჟერად კალცონა გადარჩა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს დიდი დღე არ უწერია, როგორც დაინახეთ ოსიმენი-კვარა-პოლიტანოს შემცვლელებმა წინ ვერაფერი შექმნეს და ასე ყაიმზე თამაშით აპირებს აწი არსებობას ნაპოლი?
H
ახეხინოს ))))) მერე მაგით ვინ უფრო წააგებს ხვიჩა თუ ნაპოლი?! ვის დააყენებს ლინდსტრომს?! აუცილებელი არ არის ყველამ ანალიზი აკეთოთ და კომენტარები წეროთ ვინც გუშინ დაიწყეთ ფეხბურთის ყურება, მხოლოდ იმიტომ რომ ტრენდული გახდა ხვიჩას გამო.
zaza
ამ ნაპოლის არ აქვს პოტენციალი რომ რაიმე სერიოზული მიზნისთვის იბრძოლოს. სისწრაფეში პასი თუ არ მიეცი კვარას ისე ძნელია გამწვავება, დღეს რამდენჯერმე პასი დაუგვიანეს. მთლიანობაში სამოსანის თამაში ქონდა და სულ ვერ ითამაშებ ხუთიანზე, მეტოქემ დაცვაში მარტო ერთი შეცდომა დაუშვა და გოლი მიიღო. ასე რომ როცა სხვა გუნდი კარგად თამაშობს დაცვაში ესაც დასაფასებელია და ამ მხრივ ბარსა მოწოდების სიმაღლეზე იყო. უკმაყოფილო კვარა თავის თამაშით იქნებოდა და არა მგონია მწვრთნელზე იყოს უკმაყოფილო, ის რა მოლოდინიც გვქონდა ვერ ითამაშა. კვარას მაგივრად ვინც შემოვიდა ისიც დიდი ვერაფერი ფეხბურთელია ის კვარაზე კარგი თამაში ნაღდად არ ქონდა.
ზურა
მწვრთნელი მომეწონა. არა მგონია ვინმე დაუმსახურებლად ათამაშოს. შეცვლებით ყველას აგრძნობინა, რომ თუ ერთ ადგილს არ გაანძრევ, დაჯდები სკამზე. შეხედეთ იმ თვალით თითქოს ხვიჩა თურქია, ათამაშებდით ?????? მე პირადად არა, ხოდა პრანჭვა გრეხვის და ტყუილად კოტრიალის დრო წავიდა, მხოლოდ ის ითამაშებს ვინც ბოლომდე იხარჯება. წარმატებები ხვიჩას და ძველებური მონდომება
M33
ეხა თვალებსაც ნუ დავიბრმავებთ და ცოტა კრიტიკულებიც ვიყოთ. შარშანდელი სეზონის მვპ იყო ტიპი აქედან გამომდინარე გუნდის ლიდერი სული და გული უნდა ყოფილიყო და ჯერ ბოლო წუთზე სახიფათო ჯარიმაზე ვიღაც ახალმოსული გახევს ბურთს და მერე 0-1 ზე, 67 წუთზე გცვლიან. კაცზე შენ არ მიდიხარ კარში ვერ ურტყამ თამაშს ვერ იღებ საკუთარ თავზე ნ5 ნომერი ტროლეიბუსივით ხაზზე დადიხარ წინ და უკან და სარგებელი ნუკი. ფაქტია ხვიჩა გრანდებთან განსხვავებას ვერ ქმნის და ამას უყურებენ ბობოლა გუნდების სკაუტებიც. თან ეს კანცონა 4-3-3-ზე აბრუნებს გუნდს და ეხლა ნახეთ ისევ იმ აუტის ხაზზე მიწებება. აშკარად თამამი მწვრთნელია და გაამართლა მისმა ცვლილებებმა ფაქტია კვარას გასვლის შემდეგ შეაგდეს, ვისაც თამაში არ წაუვა მარტივად გამოცვლის ნებისმიერს მათ შორის ხვიჩა ოსიმენის დუეტსაც თუ თამაში არ წაუვათ რაც აგერაც დაამტკიცა. ხვიჩამ თუ ასე ინერტულად გააგრძელა მომავალი მატჩები არ გამიკვირდება ზამენიდანაც დააწყებიოს ამ მწვრთნელმა. მეტია საჭირო ტოპ სტარობამდე გაცილებით მეტი, ტოპ სტარი ესე უმომენტო/უმოტივაციოდ არ გამოიყურება მოედანზე.
ჯანაშია ვაგნერი.
კვარაცხელია უკვე თავისი თავის აჩრდილიც აღარ არის.კალცო თუ კალცი,მის წარსულს არად დაგიდევს და მალე სათადარიგოებში მიუჩენს ადგილს.
ლევანი
არადა, ზუსტად ბოლო 15 წითი წავიდა ისეთი თამაში, ხვიჩა რომ რაღაცას იზამდა, მაგრა აირია ბარსა. მაგრამ იზამდა რო? თითქოს ეზარებაო სირბილი, ისე მეჩვენება. სამი დღის წინ, ლავრენტამ როგორ წაკმინა, ხომ ნახეთ, კვარას კლანს ველაპარაკეო, თუ დასცინა? რა ვიცი, როგორც არის და უფრო არ უნდა მოინდომო?
ფეხბურთი
ხვიჩამ ბრძოლა უნდა ისწავლოს, ორ მეტრიანია და მეორე სართულზე ნულია. დიდ გუნდებთან კი უფრო თამამი და საფეხბურთო თვალსაზრისით თავხედი უნდა იყოს. ამ ეტაპზე ხვიჩას თვითრწმენა აკლია. იმედია მალე დაღვინდება
სპალეტი
სხვათაშორის როცა სპალეტი 60-65 წუთს ათამაშებდა ყველა მატჩში, მაშინ ქონდა საუკეთესო შედეგი. იქნებ ჯობდეს 60-65 წუთში 120% ჩადოს ვიდრე 90, 60%-ით ითამაშოს
გიო
ძალიან მომეწონა ახალი მწვრთნელი განსხვავებით წინა ორისა. დღეს მან თქვა, რომ ავტორიტეტები არ არსებობენ, ფრთხილად იყოს ხვიჩა სკამი არ ახეხინოს თუ არ მოინდომებს და ივარჯიშებს. მარტო ტყუილად კოტრიალი არ არის თამაში, ტემპი, ბრძოლა და ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. შეცვლებით გუნდი ათამაშდა ნაღდად, ამიტომ ლოგინში და მოედანზე კოტრიალის დრო მორჩა
geo
აბსოლიტურად ლოგიკური იყო კვარას შეცვლა. რაც მატჩის მსვლელობამ დაგვანახა.ვერ თამაშობს ჩვენი ბიჭი დიდ გუნდებთან.ეს მისი ფსიქოლოგიური პრობლემა არის.
სოსო
მეტი არ შეუძლია და რა ქნას. ხელფასიც კარგი აქვს არაფერში. რატომ მოიკლას თავი
ფეოლა
ასისინდნენ გველები, გაზაფხულდა და გამოძვრნენ სოროებიდან.
ელიასი
შარშანწინ იგი მართლა კარგად თამაშობდა.
ბადრი
რაიო ჯუგელმა, ხელი აუქნია ლავრენტას წლის ბოლოს ვილაპარაკოთ ახალ კონტრაქტზეო.დდდდ ახლა იმაზე ვიფიქროთ ეს კალცონა პირველ 69 წუთს ათამაშებს, თუ ბოლო 30-ს.
გივი
სად? აქვს სადმე გასაქცევი?
დავით67
მაგარი უინტერესო თამაში იყო. ფრე მაქსიმუმი იყო ნაპოლისთვის. ხვიჩას ვერ ვცნობ. სირბილითაც არ დარბის რატომღაც. ამ მატჩისთვის უკეთ მოემზადებოდა მეგონა. პირველ ტაიმში ბურთის თამაშში შეყვანის დროს მეკარისა და მცველის გათამაშება რა იყო ვერ გავიგე, მითუმეტეს როცა მოწინააღმდეგის თავდამსხმელი წინ გიდგას. ესპანეთში წააგებენ ალბათ. ისევ მე-6 ადგილისთვის უნდა იბრძოლონ, სხვა შანსი აღარ რჩებათ.
ხომ ერა
ოსიმენი ვინც არის ვიცით, მაგრამ შენ ვინ ხარ?!
ლომი
შეიცვალე აგენტი და სასწრაფოდ გაიქეცი მაქედან
OsimheN1
..ხოდა აწე იცოდეთ, ვინაა ოსიმენი და ვინაა ეს ძალად გასვეცკებული ღამურა
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
უდიდესი სენსაცია - კვანტრიძემ მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა!
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე
"ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ..." - რა თქვა ლუის ენრიკემ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში საფრანგეთთან დასანანი მარცხი განიცადა
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"ბარსელონას" ახალი მეკარე ეყოლება - ტერ შტეგენი ტრანსფერზეა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
იამალი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - რა ფოტო გამოაქვეყნა ესპანელმა? [PHOTOS]
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
"ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!" - "ალ ჰილალის" სუპერ შეთავაზება ოსიმენს
ლევანდოვსკი ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით წავიდა - მან დაბრუნების პირობაც დაასახელა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა