ხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლი“ სახლში „ბარსელონას“ დაუზავდა 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კალცონამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია. შეხვედრა კატალონიელთა შეტევებით დაიწყო. იამალმა შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, მაგრამ მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. „ბარსამ“ კიდევ ორი მომენტი შექმნა და მერეტმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სადღაც 35-ე წუთისათვის „ნაპოლი“ უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო,
ნეაპოლელები ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ, რადგან მოწინააღმდეგე დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, კვარაცხელია, პოლიტანო და ოსიმენი განეიტრალებულები იყვნენ. მე-60 წუთზე კი ლევანდოვსკიმ „ბარსა“ დააწინაურა. მერე პედრის უძლიერესი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელია და კაიუსტე ლინდსტრიომით და ტრაორეთი შეცვალა და ქართველმა უკმაყოფილომ დატოვა მოედანი, ხოლო areanapoli-მ უმალ აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ყველა გააკვირვა. ოსიმენმა კი საჯარიმოში მარტინესი ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა 13 მარტს ჩატარდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60), 1:1 ოსიმენი (75)

altცოტა დრო და მოუთმენლობა მატჩამდე - კვარაცხელია და "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ!..

მკითხველის კომენტარები / 61 /
არამყარი ფსიქოლოგიის ბიჭია.თამაში იცის და ძალიან კარგიც,მაგრამ ეს ხუშტურები რა ჯანდაბაა.ესპანეთთან ყვითელი რა იყო და უაზრო კინკლაობა ვერ გავიგე.შე დალოცვილო ითამაშე რაც იცი და რაც შეგიძლია.რას ჭირვეულობ მილიონერი ოჯახის დედისერთა ბავშვივით.ეგ შენი საქმე და შენი პროფესიაა.ჩვენ რას გვამადლი შენ კარგ თამაშს.მე მუშა ვარ და ჩუმად ვაკეთებ ჩემ საქმეს.ჩემ აშენებულ ბინაში უნდა შევიდეს მრავალი ოჯახი მაგრამ არ ვჩანვარ და არც არავის ვამადლი.თუ არ გინდა ფეხბურთის თამაში მოდი და ჩემთან იმუშავე. აქ რო გამოდის ზოგიერთი და შენ რა გაგიკეთებიაო...შენ რა გაგიკეთებია?ეს თუ რამეს აკეთებს თავის თავისთვის და ოჯახისთვის აკეთებს. მე რას ვაკეთებ და ჩემი ოფლით გაკეთებულ საქმეს ჩემ ოჯახსაც ვახმარ და სხვა ოჯახიც სარგებლობს.ესაა სიმართლე და მოეშვით კერპთაყვანისმცემლობას
გელა
22 თებერვალი 2024 13:54
5
მეგონა საქართველო,ქართველების ქვეყანა იყო და თურმე ყვავებისა ყოფილა.მათი ჩხავილით,ყურთასმენა აღარ არის.
სოსო
22 თებერვალი 2024 13:43
4
ხვიჩას უსახური თამაში, მხოლოდ ხვიჩას ბრალია!!! - "ცოლი ხელს არ შეუშლისო!" , "რაღა დროს "მიხიჩაა", ცოლი ყველა ვარსკვლავს ყავსო!" და ა. შ.
ფაქტია ჯიუტი! ხვიჩას აჩრდილია დარჩენილი წელს, დალასლასებს მოედანზე გამოუძინებელი, გამოშტერებული თვალებით. არანაირი ახალი ფინტი, არანაირი ახალი გადაწყვეტა! დაკარგული სისწრაფე და შენელებული საფეხბურთო აზროვნება. ნოლია თავით თამაშისას! დარტყმები არ უვარგა! რაღა დარჩა შარშანდელი "კვარადონასგან" ?! - მხოლოდ შეყვარებული ქმარი?!

მერამდენედ გაწბილებული გულშემატკივრები?! სირცხვილია ხვიჩა!!! სირცხვილი!!!
Ზაზა
22 თებერვალი 2024 13:28
4
უბრალოდ სუსტი ადამიანია.ერთი მარუსია ქალის გამოჩენამ ისე შეცვალა ფეხბურთი დაავიწყდა.უბრალოდ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.ბიჭი კაშკაშებდა,ბრწყინავდა მთელი საფეხბურთო სამყაროს ახალი ვარსკვლავის დაბადებას ელოდებოდა,ავანსად კვარადონაც კი დაარქვეს და უცბად ასეთი დაცემა?
ამაშია საქმე
22 თებერვალი 2024 12:31
5
მორჩით ვინმეს გაფეტიშებას უაზროდ, თორემ ისე მარადონასაც ჰქონია თამაშები სადაც არა თუ გამოსაცვლელი იყო, გააგდეს კიდეც წიღელი ბარათით
საბა
22 თებერვალი 2024 11:31
2
რაოო!! რაოო!! რამდენს იხდის ბარსელონაოო-80-ს, 90-ს თუ 100-ს-რაღაც დღეს აღარ ახსენებთ, ეტყობა სხვა შემოთავაზებებზე ფიქრობთ,რომ შემდეგ მთელი კვირა ატრიალოთ.....საერთოდ ასე იცის გაუთავებელმა ბაქი-ბუქმა წინასწარ, ყველა გადამწყვეტი თამაშის წინ ძლიერ გუნდებთან ჩვენთან რომ არის, ასე იყო ესპანეთის თამაშის წინ თბილისში, ისე როგორც რეალთან ნაპოლის თამაშებისას-კარვახალი შიშისგან ვერ იძინებსოო, გუშინაც...თურმე ხავი და ბარსელონა ისე იყვნენ შეშინებულნი, არაუხოს გადმოყვანას აპირებდნენ ფლანგზე, რომ კვარა როგორმე გაეჩერებინათ.....კიდევ ათასი ბოდვა- ეპითეტები მის უძლეველობაზე, სწორედაც მისმა ასეთმა გაფეშიტებამ გამოიწვია მისი ასე თვალშისაცემი რეგრესი. ვერონას და გენუას დონის გუნდებთან კიდევ რაღაც ჩანს, მაგრამ ძლიერ, მაღალი კლასის გუნდებთან პრინციპულ თამაშებში სრული კატასტროფა-პასიური,უბურთოდ თამაში-0, დაცვაში თამაში-0,სტანდარტულები-0 გოლები და რეალური ასისტები-0, მხოლოდ მსაჯებთან კამათი უკმაყოფილება ყველას მიმართ.. აი მისი შედეგები მიმდინარე ჩ/ლიგის გასულ 7 თამაშში და იტალიის ტოპ კლუბებთან.....წუხელაც, იშვიათად ბურთის მიღებისას ან უკან აბრუნებდა ან კიდევ ადგილზე იწყებდა ტრიალს და ცდილობდა პირით ხაზთან როგორმე ე.წ. დირკა გაეკეთებინა მცველებისთვის,ისე როგორც ჩვენში ეზოში თამაშისას ცდილობენ ბავშვები, თითქმის ყველა ასეთ ეპიზოტში ფაქტია ფეხებში მოხვდა და ბურთიც დაკარგა....კიდევ...აქ ერთი ალიაქოთი, რომ იყო ატეხილი ოსიმენას ხელფასზე და საერთოდ მის და კვარას შედარებაზე, გუშინაც გამოჩნდა ვინ არის ნაპოლის რეალური ლიდერი და რატომ დაუნიშნეს ის ხელფასი, რაც დაუნიშნეს....კვარას კი მგონია, თავიდან აქვს დასამტკიცებელი თავის ვასკვლავური კლასსი-ვასკვლავური,თორემ სერიას რიგით კარგ ფეხბურთელად უდავოდ რჩება და ღმერთმა ნუ ქნას ვერონას დონის გუნდებთანაც ჩამოლაბორანტდეს.......ერთიც... სუბიექტურობა გასაგებია,მაგრამ ხომ ხვდებით სოფასკორისა და ფლესჰსკორის დავარცხნილი შეფასებები რომ არაფერს ნიშნავს?....რაა!!მართლა ფიქრობთ, რომ გუშინ ხვიჩამ საშუალოზე კარგად ითამაშაა??....ისე აქ ნახსენები-გამოცემა არეანაპოლის ფრაზა რომ მოგყავთ, მისი და სხვა იტალიური გამოცემების შეფასებებიც რომ დაგეწერათ არა??. 5.0-5.5 ყველაზე დაბალი ორივე გუნდში ხვიჩას და რახმანს.გადაჭრელებულია იტალიური სპორტული გამოცემების გვერდები ოსიმენას,ანგისას და მეკარის ფოტოებით......მე, თენგო შულაია ასე ვფიქრობ და ფეხზე მკიდია ერთი და ორ უჯრედიანი "პატრიოტი ეხსპერტები" რას მიწოდებენ-ბოღმიანს, ჩასაფრებულს თუ მაგინებენ, რასაც გუშინ აკეთებდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ მოკრძალებულად დავწერე-ბასრასთან თამაშს დავლოდებოდით და შეფასებებზე და შორს მიმავალი სატრასფერო ჭორ-მართალზე მერე გამოგვეთქვა აზრი,ვისაც აზროვნება შეუძლია და საერთოდ მოვლენების საკუთვრივ შეფასების უნარი გააჩნია, რა თქმა უნდა....
tENGO
22 თებერვალი 2024 11:21
9
ეგრე იცის გაფეტიშებამ ქართველების სენია, მაგრამ არც იტალიელები აკლებდნენ და ჩვენც მეტი რა გვინდოდა.
skaro
22 თებერვალი 2024 23:03
1
გეთანხმები, კვარას ჰყავს გარკვეული სექტა "გულშემატკვირებისა", რომელიც ობიექტური კრიტიკის შემთხვევაშიც კი შეურაცხყოფაზე გადმოდის. ეგ ყველაფერი ისევ კვარაზე აისახება ცუდად და შედარებით ნეიტრალურ გულშემატკივარსაც საპირისპიროდ განაწყობს.
..
22 თებერვალი 2024 12:19
2
ფაქტი ჯიუტია გავიდა თუ არა ნაპოლი გამოცოცხლდა და უკეთ ათამაშდა. მწვრთნელის ცვლილებებმა აშკარად გაამართლა. ნაპოლიმ 68 წუთის მერე დაიწყო ფეხბურთის თამაში…აქედან რაც ჩანს ისაა რომ ფსიქოლოგიას მიხედოს და ყველაფერი კარგად იქნება.
ზურიკო
22 თებერვალი 2024 11:12
7
ხვიჩას იქედანაც ეტყობა რომ თავის თავს არ გავს ცუდი გაგებით წინა სეზონში 1 ყვიტელი ქონდა ახლა უკვე 6 აქ ესეც რაღაცაზე მიუთითებს პლიუს ყველა ჯილდოს ერტად მოგება ძნელია ფსიქოლოგის გარეშე ტავი ყველაზე მაგრად არ გეგონოს რო ვიცით რა შეუძლია და რას ვხედავთ იმიტო გვაქ პრეტენზია მიზეზი რა არის არ აქ მნიშვნელობა მიტუმეტეს როცა არ არის ისეტი რო ვერ შეძლოს ბოლომდე დახარჯვა თორე პირველი სეზონი რო იყოს და არ ვიცოდეტ რა ტალანტია ხმას რომელი ამოვიღებდის საკრიტიკოდ
ნოდო
22 თებერვალი 2024 10:25
2
იიიი ბავშვური გამოხტომები "კვარას პასს არ აძლევენ, ღორობენ". ცუდად ითამაშა გუშინ, საზიზღრად. გავიდა თუ არა გუნდი ცოტა რაღაცას დაემსგავსა. ყველა შეცვლაზე მისი ასეთი საქციელი კი იმას მიუთითებს რომ თავში აქვს ავარდნილი. იმ ერთი საჯარიმოს გარედან გატანილი გოლისა, კვარაცხელიას კარგი თამაში არ ქონია არც მანამდე და არც მის მერე უკვე რამდენი ხანია. არ არის ასე? მაგრად თამაშობს? კი ნაპოლია თვითონ საზიზღარი გუნდი, მაგრამ ოსიმენი გამოვიდა თუ არა დადო შედეგი იმიტომ რომ კლასია. პოლიტანოც კი მეორე ფლანგზე უკეთსად თამაშობს. თუ ხარ მაგარი ფეხბურთელი შენი გუნდის ნათელი წერტილი უნდა იყო და არ უნდა გახდე დასუსტებული ნაპოლის მორიგი ფორმა დაკარგული ფეხბურთელი.გახსნა არ იცის წესიერი, ბარსელონაში რა უნდა ამის გარეშე? იმედია სეზონის ბოლომდე მოუმატებს. მართლა მინდა რომ მოუმატოს, ლიბერასტ მავნებლების ჯინაზე რომლებსაც უხარიათ მისი ასე თამაში.
!!
22 თებერვალი 2024 09:47
12
ეს კაცი კვარას ბოლომდე გააღვიძებს.
ვნახოთ როგორ ითამაშებს შემდეგ თამაშებში
თენგო
22 თებერვალი 2024 09:32
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული