ხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლი“ სახლში „ბარსელონას“ დაუზავდა 1:1.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კალცონამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია. შეხვედრა კატალონიელთა შეტევებით დაიწყო. იამალმა შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, მაგრამ მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. „ბარსამ“ კიდევ ორი მომენტი შექმნა და მერეტმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სადღაც 35-ე წუთისათვის „ნაპოლი“ უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო,
ნეაპოლელები ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ, რადგან მოწინააღმდეგე დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, კვარაცხელია, პოლიტანო და ოსიმენი განეიტრალებულები იყვნენ. მე-60 წუთზე კი ლევანდოვსკიმ „ბარსა“ დააწინაურა. მერე პედრის უძლიერესი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელია და კაიუსტე ლინდსტრიომით და ტრაორეთი შეცვალა და ქართველმა უკმაყოფილომ დატოვა მოედანი, ხოლო areanapoli-მ უმალ აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ყველა გააკვირვა. ოსიმენმა კი საჯარიმოში მარტინესი ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა 13 მარტს ჩატარდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60), 1:1 ოსიმენი (75)

altცოტა დრო და მოუთმენლობა მატჩამდე - კვარაცხელია და "ნაპოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ!..

მკითხველის კომენტარები / 61 /
ყველაფერი პრეზიდენტის ბრალია. ასე ხშირად არ შეიძლება მწვრთნელების შეცვლა, ავტორიტეტი აღარ აქვთ მოთამაშეებში და ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. ხვიჩა არაპროფესიონალურად იქცევა და მსგავსი საქციელებით კარიერას გაიფუჭებს, არც მოთამაშეებში ექნება ავტორიტეტი და არც მწვრთნელებში. ვინმემ იქნება დაარიგოს, რომ პატარა ბავშვი აღარაა და ნერვები უნდა მოთოკოს ხოლმე
ვახტანგი
22 თებერვალი 2024 05:17
6
ეხა თვალებსაც ნუ დავიბრმავებთ და ცოტა კრიტიკულებიც ვიყოთ. შარშანდელი სეზონის მვპ იყო ტიპი
აქედან გამომდინარე
გუნდის ლიდერი
სული და გული უნდა ყოფილიყო და
ჯერ ბოლო წუთზე სახიფათო ჯარიმაზე ვიღაც ახალმოსული გახევს ბურთს
და მერე 0-1 ზე, 67 წუთზე გცვლიან. კაცზე შენ არ მიდიხარ
კარში ვერ ურტყამ
თამაშს ვერ იღებ საკუთარ თავზე
ნ5 ნომერი ტროლეიბუსივით ხაზზე დადიხარ წინ და უკან და სარგებელი ნუკი. ფაქტია ხვიჩა გრანდებთან განსხვავებას ვერ ქმნის და ამას უყურებენ ბობოლა გუნდების სკაუტებიც. თან ეს კანცონა 4-3-3-ზე აბრუნებს გუნდს და ეხლა ნახეთ ისევ იმ აუტის ხაზზე მიწებება. აშკარად თამამი მწვრთნელია და გაამართლა მისმა ცვლილებებმა ფაქტია კვარას გასვლის შემდეგ შეაგდეს, ვისაც თამაში არ წაუვა მარტივად გამოცვლის ნებისმიერს მათ შორის ხვიჩა ოსიმენის დუეტსაც თუ თამაში არ წაუვათ რაც აგერაც დაამტკიცა. ხვიჩამ თუ ასე ინერტულად გააგრძელა მომავალი მატჩები არ გამიკვირდება ზამენიდანაც დააწყებიოს ამ მწვრთნელმა. მეტია საჭირო ტოპ სტარობამდე გაცილებით მეტი, ტოპ სტარი ესე უმომენტო/უმოტივაციოდ არ გამოიყურება მოედანზე.
M33
22 თებერვალი 2024 02:15
9
რომელმა შეცვლამ გამართლა? თქვენ ხალხო რამე სხვა სპორტში ხომ არ გეშლებათ? ოსიმენმა გაიტანა ანგისას პასით . შეცვლა რა შუაშია? რა გამარტლა
giorgi
22 თებერვალი 2024 03:24
14
სწორად შეცვალა. ვერაფერი გააკეთა. თავის ტავზე უბდა იყოს გაბრაზებული. იმედია მოტივაციას მისცემს.
სიმართლე
22 თებერვალი 2024 02:27
9
ვაჰ, როგორ აყაყანებულან ჩასაფრებუებლი! ასე ღრმად თუ ხედავთ, იმას რატომ ვერ ამჩნევთ, რომ კვარასკენ საერთოდ არ იხედება გუნდი, ვინუჟდენში რომ ჩავარდებიან დაკარგვის საფრთხის გამო, მაშინღა აწვდიან ბურთს, როცა მისცემია, ლამის ლანგრით მიაქვთ სწრაფი პასის ნაცვლად. ჩაჭრილი ბურთები მუდმივად უკან მიაქვთ მეკარესთან, ნაცვლად იმისა, რომ კვარასკენ გაიხედონ და სწრაფი კონტრშეტევა, სადაც მას ბადალი არ ჰყავს, განავითარონ. დადიოდა კი არა, ტიპი კილომეტრებს დარბის პასის ამაო მოლოდინში და მე მიკვირს, საერთოდ როგორ უდებს გულს მაგ სოფლის გუნდში თამაშს. მწვრთნელს მაგრად გაუმართლა ოსიმენის შეცვლა რომ ვერ მოასწრო გოლამდე, თორემ ფრესაც ვერ მიაღწევდა. ოსიმენსაც, კვარასკენ საერთოდ არ გაუხედავს, როგორც ჩანს, ჯუღელმა აქაც გაუწია კვარას დათვური სამსახური. მოკლედ, რუსულ ჩატებშიც ვერ ნახავ ასეთ დამოკიდებულებას. ყველაზე შურიანი და დაბოღმილი ერი გავხდით. კვარა, აგენტი გამოიცვალე და წადი მაგ სოფლიდან!
ქომაგი
22 თებერვალი 2024 04:54
33
მწვრთნელი მომეწონა. არა მგონია ვინმე დაუმსახურებლად ათამაშოს. შეცვლებით ყველას აგრძნობინა, რომ თუ ერთ ადგილს არ გაანძრევ, დაჯდები სკამზე. შეხედეთ იმ თვალით თითქოს ხვიჩა თურქია, ათამაშებდით ?????? მე პირადად არა, ხოდა პრანჭვა გრეხვის და ტყუილად კოტრიალის დრო წავიდა, მხოლოდ ის ითამაშებს ვინც ბოლომდე იხარჯება. წარმატებები ხვიჩას და ძველებური მონდომება
ზურა
22 თებერვალი 2024 02:17
12
ძალიან მომეწონა ახალი მწვრთნელი განსხვავებით წინა ორისა. დღეს მან თქვა, რომ ავტორიტეტები არ არსებობენ, ფრთხილად იყოს ხვიჩა სკამი არ ახეხინოს თუ არ მოინდომებს და ივარჯიშებს. მარტო ტყუილად კოტრიალი არ არის თამაში, ტემპი, ბრძოლა და ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. შეცვლებით გუნდი ათამაშდა ნაღდად, ამიტომ ლოგინში და მოედანზე კოტრიალის დრო მორჩა
გიო
22 თებერვალი 2024 02:10
12
ახეხინოს ))))) მერე მაგით ვინ უფრო წააგებს ხვიჩა თუ ნაპოლი?! ვის დააყენებს ლინდსტრომს?! აუცილებელი არ არის ყველამ ანალიზი აკეთოთ და კომენტარები წეროთ ვინც გუშინ დაიწყეთ ფეხბურთის ყურება, მხოლოდ იმიტომ რომ ტრენდული გახდა ხვიჩას გამო.
H
22 თებერვალი 2024 02:23
16
და რო შეცვალა რაა რო?მესი,პელე და მარადონა შეუცვლიათ.მწვრთნელია და იცის რა უნდა ქნა.სტატისტიკაც მის სასარგებლოდაა.აგებდა,შეცვლები გააკეთა და არ წააგო.რას ერჩით
გელა
22 თებერვალი 2024 03:27
5
ამ ბოლო დროს ბევრი დაიწერა ბარსელონა აკვირდებაო, ვიფიქრე კვარა ყველაფერს ჩადებს, თავს გაიგიჟებს და საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტს აჩვენებსთქო და ყველაფერი პირიქით არ მოხდა.
რას დაბლაყუნობ და დაბოდიალობ მოედანზე შე კაი კაცო ელოდები რო ბურთი ფეხებში მოგცენ და მერე წაიფაფხურებ რამეს? უბურთოდ მოძრაობაზე არაფერი გსმენია, გაიქეცი რა ცოტა სწრაფად შეირბინე სივრცეებში გაეხსენი თანაგუნდელებს და მოითხოვე პასები, ტრამვაისავით რო დაგორავ, მე არ ვიცი ასეთი არასტაბილური და დემოტივირებული ფეხბურთელი რომელ გრანდს მოუნდება, იჯექი ნეაპოლში და ელოდე ლავრენტას მოწყალებას, როდის მოგიმატებს ხელფასს !!!!
ზურა
22 თებერვალი 2024 02:43
15
ხვიჩამ ბრძოლა უნდა ისწავლოს, ორ მეტრიანია და მეორე სართულზე ნულია. დიდ გუნდებთან კი უფრო თამამი და საფეხბურთო თვალსაზრისით თავხედი უნდა იყოს. ამ ეტაპზე ხვიჩას თვითრწმენა აკლია. იმედია მალე დაღვინდება
ფეხბურთი
22 თებერვალი 2024 02:12
5
აბსოლიტურად ლოგიკური იყო კვარას შეცვლა. რაც მატჩის მსვლელობამ დაგვანახა.ვერ თამაშობს ჩვენი ბიჭი დიდ გუნდებთან.ეს მისი ფსიქოლოგიური პრობლემა არის.
geo
22 თებერვალი 2024 02:09
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული