"ბარსელონასთან" ფრედ დასრულებულ (1:1) ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 68-ე წუთამდე ითამაშა და შეცვლით უკმაყოფილომ დატოვა მოედანი.
მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.9, sofascore 6.6, whoscored 6.1.
საპასუხო შეხვედრა 13 მარტს გაიმართება.