რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ბარსელონური მატჩის წინ შეინარჩუნა და დაახლოებით ეს ვითარება მოსალოდნელიც იყო. ფრანჩესკო კალცონას დებიუტი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი - არაერთგვაროვანი.

რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.

კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
სიტუაციები სჭირდება. მაგალითად, "კვარა" ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და თუკი თანაგუნდელები ამისთვის შესაბამის სიტუაციას, სივრცესა და შესაძლებლობებს შეუქმნიან, ქართველი ასეთ ვითარებაში შეუდარებელია. ბევრჯერ გვიწევს იმის გამეორება, რომ მართალია, გასული სეზონი მეტწილად ჩვენებურმა შექმნა, მაგრამ ტრიუმფი ვერ იქნებოდა, ლობოტკას მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები დროულად რომ არ წაეკითხა და ბურთი შეტევაში სწრაფად არ დაებრუნებინა, სანამ მეურვეები ხვიჩას "გადაკეტვას" მოახერხებდნენ; ჩემპიონობა ისე ადრე ვერ გაფორმდებოდა, კიმ მინ ჯე "გაუვალი" რომ არ ყოფილიყო და შემდეგ გუნდის შეტევა სწრაფად არ წამოეწყო. კვარაცხელიას ერთი მეურვის წინააღმდეგ აღარავინ ტოვებს და გუნდური ელემენტების დამუშავება სწორედ ასეთ დროსაა საჭირო. გასაგებია, 77-ე ნომერმაც უფრო მეტი უნდა იმოძრაოს, თავისუფალი სივრცეები ეძებოს, პარტნიორებს თავი "შესთავაზოს" და ამაზე სამუშაო აქვს, მაგრამ მხოლოდ ბოლო მატჩიდან შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა, როცა "კვარა" ამას აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. თუკი ერთხელ კაპიტანმა დი ლორენცომ პასი მართლაც საკმაოდ მარტივ სიტუაციაში არ მისცა, სხვა დროს უბრალოდ ამ გუნდის ნახევარდაცვის შესაძლებლობებს აღემატება, ის ჩანაფიქრი განახორციელოს, რამაც ქართველის გონებაში გაიელვა.

Sportall.Ge

და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.

ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...

altხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

altკაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 57 /
რაც ცოლი მოიყვანა სულ ქვემოთ იყურება და მაგიტომ :)
LIGA
22 თებერვალი 2024 19:21
11
ერთი იაფასიანი არაკაცი ხარ!!
la-liga!
22 თებერვალი 2024 21:12
5
მაინც მგონია, რომ შარშანდელ ფეხბუთს ეს გუნდი ვეღარ ითამაშებს. კალცონემ რაც არ უნდა უხტეს, ამ შემადგენლობას სპალეტის ვერსიის 4-3-3 -ს ვეღარ ათამაშებს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება. მას გარსიასგან განსხვავებული არაფერი უჩვენებია. 10-15 წუთიანი მონაკვეთი ლოგიკიდან ამოვარდნილმა გოლმა გამოიწვია, რაც არა ნაპოლის, არამედ მთლიანად ბარსას (ახალგახრდა შემადგენლობა) მომენტალური დაბნეულობით იქნა გამოწვეული. თანდათან ისევ წაიღეს ბურთი და ფინალში უკვე ნაპოლი კი არა , ბარსა დომინირებდა. დროც აღარ ეყოთ და ლევანდოვსკიმაც კარგი მომენტი გააფუჭა. კვარას რავ შეეხება, ეტყობოდა რომ მკაცრად მისდევდა ტაქტიკურ სქენას, თამაშის სტატუსიდან გამომდინარე ნაკლებად რისკავდა. არ იყო მასზე კალცონას ნათქვამი კორექტული. თითქოს პოლიტანომ დაგლიჯა და ამან რამე დააკლო. სხვა რა უნდა ექნა ამ სიტუაციაში, ისიც უნდა დააყოლოს მაშინ. ბურთის ამოტანა მცველებს სწრაფად კი არადა, საერთოდ უჭირდათ. ცენტრი მთლიანად ბარსამ წაიღო. არანაირი ვერტიკალური პასი, ფლანგზე კვარასთან ბურთი მაშინ თუ მიდიოდა, როცა მარჯვნივ დი ლორენცო-პოლიტანო იჭედებოდა. პოლიტანოდან რა სიკეთეები დაინახა ასეთი, რომ აქო. ბურთი თუ მიდიოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ზოგადად დი ლორენცო ბევრად მეტად იწყებს ამოტანას, ვიდრე ოლივეირა. ზოგი ამბობს არ მოძრაობსო. ამას მაშინ ამბობენ, როცა ბურთი სწრაფად მოძრაობს და პარტნიორებიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებენ, ფლობენ სიტუაციას და დროულად აკეთებენ ვერტიკალურ გადაცემებს (მაგ. როდრი ამ თამაშში),სივრცეები იხსნება და შენ არ ითვისებ. კაიუსტე და ოლივეირა კი უფრო "პაჟარნიკობდნენ". ლობოტკა ბარსამ შეჭამა. დამდგარ ფეხურთში ერთმა კაცმა უნდა ცვალოს ტემპი, თუ როგორ წარმოგიდგენიათ?. ერთადერთია - თამაში უნდა აიღო თავზე, როგორც ჯენოასთან, მაგრამ რამდენად გამოგივა ეს ბარსასთან, როცა შედეგი მთლიანად შენ დაგეკისრება? დიდ გუნდებთან ვერ თამაშობსო ვინც ამბობს, შარშანდელ ლივერპულთან და იუვესთან კვარას თამაშს უნდა უყუროს კიდევ ერთხელ.
ამატაკი
22 თებერვალი 2024 18:49
2
რატომ რეალში. აგერ არაა წალენჯიხის "სქური"?. დაგლიჯავს ყველაფერს.
ბადრი
22 თებერვალი 2024 18:42
16
ერთი რამე არ უნდა არავის რომ თქვას, ნაპოლი შარშან შემთხვევით გახდა ჩემპიონი და ნუ ითხოვთ ამ გუნდისგან მაღალ მიზნებს, ზოგი იძახის კიმ მინ ჯე წავიდა და მაგის ბრალიაო, დაცვა აღარ არისო. არ არის კორეელი სუპერ მცველი, ბაიერნის დაცვა "პრახადნოი დვორი" გახდა რაც ეგ იყიდეს, ბოლოს როდის გახსოვთ რომ ამდენ გოლს უშვებდეს ბაიერნი, ნაპოლის თითოეული მოთამაშის ხარისხი არ იძლევა იმის საშუალებას რომ თუნდაც ოთხეულისთვის იბრძოლოს წელს. სპალეტიმ მშვენივრად დაინახა ეს ყველაფერი და დროულად გაეცალა, იცოდა რომ პოტენციალი ინტერს, იუვეს და მილანს გაცილებით მეტი აქვთ და გამარჯვებულმა დატოვა გუნდი
მამუკა
22 თებერვალი 2024 18:00
2
ამ მდგომარეობაში მყოფ ნაპოლის კვარა კი არა 2 მარადონაც ვერ უშველიდა.
დათო
22 თებერვალი 2024 17:56
2
ერთს ვიტყვი რა,კვარას ვენაცვალე,მარა ან რეალთან ან ბარსასთან ეტყობოდა,ის მონდომება როგორითაც უნდა ითამაშოს ნებისმიერმა ფეხბურთელმა?მე ვერ შევატყვე.ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია და იმედია მიხვდება,რომ ცალი ფეხით თამაშს არავინ აპატიებს.ყველა ცდილობდა თავის თავს გადახტომოდა და მეტი გაეკეთებინა.არ მოძრაობდა საერთოდ.ზერელე დამოკიდებულებას არავინ გაპატიებს დღეს ფეხბურთში.გუშინ რა გააკეთე არავის აინტერესებს,დღეს რას შვები ისაამთავარი.მესი და რონალდო ამხელა ფეხბურთელები არიან და ყოველ თამაშში მეტის და ნეტის გაკეთებას ცდილობენ დღესაც.აი ეს აკლია ხვიჩას,თვითკმაყოფილების განცდა უნდა მოიცილოს თავიდან და ყოველ თამაშში ეცადოს ბოლომდე დაიხარჯოს.
oto777
22 თებერვალი 2024 17:53
3
კვარა არის გენიოსი. დანარჩენი ნაპოლი ნაგავი თავის ხელმძღნერებიანად. ერთი ადგილი დააყენეთ კრიტიკოსებმა. გაგებაში არ ხართ ფეხბურთის.
დათო
22 თებერვალი 2024 17:38
16
კვარაცხელიას ადგილზე არაბიძე რომ ჩასვა ახლა ამ ნაპოლიში, გაცილებით უკეთ წარმოაჩენს თავს და გუნდსაც უფრო გამოადგება..
vava
22 თებერვალი 2024 17:27
5
100%
დათო
22 თებერვალი 2024 19:28
1
ამას უკვე თავში უვარდება რაღაცეები
ნაპოლეონი
22 თებერვალი 2024 16:40
10
ჩემს აზრს გეტყვით რას ვფიქრობ ბარსასთან თამაშზე. ხვიჩამ ითამაშა ჩვეულებრივად(რომ არ იცოდე რომ ხვიჩაა და მეტი შეუძლია არც გაამახვილებ ამაზე ყურადღებას). ჩვეულებრივად თამაშში ვგულისხმობ: დარბის თუ სირბილი ჰქვია ნელა, უჭირს გახსნა, ემოცია ნული, ინერტულია, საჭიროების შემთხვევაში დაცვას ვერ ეხმარება. ისე არ გამიგოთ თითქოს ჩასაფრებული ვარ. ნაპოლისათვის მარადონას მერე არ მიქომაგია და ახლა ლამის ვაფანატებ ამ გუნდზე ხვიჩას ხათრით. ესაა ამჟამინდელი რეალობა. მიზეზი არ ვიცი(უნიჭიერესი ფეხბურთელია). რაც შეეხება შეცვლას: ბარსამ პედრი შეცვალა, მერე რა, ვინ არ შეუცვლიათ და ასეთი მიდგომა მისი მხრიდან არ არის სწორი. გოლის გამტანი ოსიმენიც შეცვალა. ფაქტია რომ შეცვლებმა ნაპოლი გამოაცოცხლა. კარგად ითამაშებ და აღარ შეგცვლიან.კრიტიკა კარგია მგონია. ვნახოთ ყველაფერი ხვიჩას ხელშია. რომ იძახიან საჩქაროდ წავიდეს ნაპოლიდანო, ეგრეა გამოწერილად.სად წავიდეს: სიტი, რეალი, ინტერი, ბაიაერნი თუ სად(იქ უდიდესი კონკურენციაა). აქ გამოასწოროს პირველ რიგში თამაში და მერე ყველაფერი იქნება
david
22 თებერვალი 2024 15:57
7

სიახლეები პოპულარული