რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ბარსელონური მატჩის წინ შეინარჩუნა და დაახლოებით ეს ვითარება მოსალოდნელიც იყო. ფრანჩესკო კალცონას დებიუტი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი - არაერთგვაროვანი.

რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.

კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
სიტუაციები სჭირდება. მაგალითად, "კვარა" ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და თუკი თანაგუნდელები ამისთვის შესაბამის სიტუაციას, სივრცესა და შესაძლებლობებს შეუქმნიან, ქართველი ასეთ ვითარებაში შეუდარებელია. ბევრჯერ გვიწევს იმის გამეორება, რომ მართალია, გასული სეზონი მეტწილად ჩვენებურმა შექმნა, მაგრამ ტრიუმფი ვერ იქნებოდა, ლობოტკას მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები დროულად რომ არ წაეკითხა და ბურთი შეტევაში სწრაფად არ დაებრუნებინა, სანამ მეურვეები ხვიჩას "გადაკეტვას" მოახერხებდნენ; ჩემპიონობა ისე ადრე ვერ გაფორმდებოდა, კიმ მინ ჯე "გაუვალი" რომ არ ყოფილიყო და შემდეგ გუნდის შეტევა სწრაფად არ წამოეწყო. კვარაცხელიას ერთი მეურვის წინააღმდეგ აღარავინ ტოვებს და გუნდური ელემენტების დამუშავება სწორედ ასეთ დროსაა საჭირო. გასაგებია, 77-ე ნომერმაც უფრო მეტი უნდა იმოძრაოს, თავისუფალი სივრცეები ეძებოს, პარტნიორებს თავი "შესთავაზოს" და ამაზე სამუშაო აქვს, მაგრამ მხოლოდ ბოლო მატჩიდან შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა, როცა "კვარა" ამას აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. თუკი ერთხელ კაპიტანმა დი ლორენცომ პასი მართლაც საკმაოდ მარტივ სიტუაციაში არ მისცა, სხვა დროს უბრალოდ ამ გუნდის ნახევარდაცვის შესაძლებლობებს აღემატება, ის ჩანაფიქრი განახორციელოს, რამაც ქართველის გონებაში გაიელვა.

Sportall.Ge

და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.

ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...

altხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]

altკაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს

მკითხველის კომენტარები / 57 /
საუკეთესო კვარა ნანხი ყველას ყავს შარშან,როცა ფეხბურთით ცხოვრობდა და არ გულაობდა.მაგრამ ჟურნალისტები რატომღაც ცდილობთ სხვების დადანაშაულებას და არა მთავარი დამნაშავისა,კვარაცხელიასი და ეს დათვური სამსახურია.
ასე მგონია
22 თებერვალი 2024 15:46
4
ბევრს წერენ პასს არ აძლევენო.
მე რასაც უყურებ არ მოძრაობს. პასისთვის უნდა იბრძოლო, გაიხსნა.
დანარჩენები კოღოებივით დარბიან და ეს დგას.
ალბათ მალე იღლება . ეს უნდა გამოასწოროს
las
22 თებერვალი 2024 15:26
6
როგორც ყოველთვის ჭკადამჯდარი სტატიაა. პარადოქსია მაგრამ ამ თამაშმაც დამანახა რომ ხვიჩას პოტენციალს ნაპოლი სათანადოდ ვერ იყენებს. ეს იმას არ ნიშნავს ცხადია რომ მხოლოდ ხვიჩაზე უნდა იყოს აწყობილი თამაში, არამედ იმას რომ ხვიჩაზეც უნდა იყოს აწყობილი, მაგრამ როგორ, ამას ცოდნა სჭირდება, რასაც ვერ ვხედავ. პასები როცა მიდის მასთან უმეტესს შემთხვევაში უკვე დაგვიანებული პასებია რომ ხვიჩამ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს და გუნდს უპირატესობა შეუქმნას მოწინააღმდეგესთან. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახე მილანთან შეხვედრებში, როცა ხვიჩას მსგავს ინდივიდუალისტ ლეაოს პასებს არ უგვიანებდნენ და ის 'ქმნიდა განსხვავებას'--მილანი ამარცხებდა ნაპოლის. ეხლა იძახოს ახალმა მწვრთელმა ხვიჩაზე რაც უნდა, შედეგეგზე ეს არ აისახება, და გაუყვება გარსიას და მაცარის გზას. ხვიჩასთვის კი ეს ნიშნავს რომ დროა, უნდა წამოვიდეს ნეაპოლიდან.
გიორგი
22 თებერვალი 2024 15:22
6
კვარაცხელიას ტაქტიკური პრობლემები ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს გამოჩნდა, ამ მხრივ მას შემდეგ ვერ გაიზარდა… ეს სპეკულაციები ვიღაც პასს არ აძლევს, ვიღაცა რაღაცა უნდა სისულელეა. ფაქტია რომ ამ ბიჭმა პროგრესი შეწყვიტა და უჭირს განსხვავებულ ტაქტიკურ სქემებთან მორგება. ძალიან ფორმალურად თამაშობს დაცვაშიც და გუნდშიც დიდად პატივისცემაც ვერ დაიმსახურა ეტყობა.
Gogi
22 თებერვალი 2024 15:18
11
აი ყველაზე პრაგმატული ანალიზი! როგორ ახერხებთ ამას? ჩემი ემოციები მთლიანად ხვიჩაზეა აგებული: ან მტკივა ან მიხარია... და უპირობოდ მჯერა მისი
მანანა
22 თებერვალი 2024 15:56
6
ხვიჩამ იტალიაში უდიდესი საფეხბურთო გამოცდილება მიიღო (და არა მარტო საფეხბურთო - თუნდაც ბარსასთან მისი შეცვლაც კარგი გამოცდილება იქნება მისთვის!) და დღესდღეობით გარკვეულწილად (რათქმა უნდა არა 100%-ით) ბევრი გრანდი-გუნდი მის შესაძლო ტრანსფერსაც განიხილავს!
მადლობა იტალიას, ნეაპოლს, "ნაპოლის" და "დე ლაურენტისს", რომ ხვიჩამ ერთ სეზონში დიდ წარმატებებს მიაღწია (ხო, ვთქვათ ისიც: ხვიჩა რომ არა ნაპოლი ვერ გახდებოდა ჩემპიონი)!
მაგრამ ერთი რამ უნდა ახსოვდეს ყველა ფეხბურთელს, რომ არ უნდა მოდუნდეს, რადგან შეუცვლელი არავინ არ იქნება...
გუშინდელ, ბარსასთან თამაშზე შეიძლება ითქვას, რომ ბარსა არ ელოდა ხვიჩას და ოსიმენის შეცვლას და თამაშში "კორექტირება" დროულად ვერ გააკეთა, თორემ მანამდე რომ იტყვიან მთელი თვით ჯობდა ნაპოლის!
რაც იყო, ოყო! დაველოდოთ შემდეგ თამაშებს, შევხედოთ როგორ დაალაგებს ახალი მწვრთნელი გუნდში სიტუაციას, რომელიც როგორც ყველა ვხედავთ მაგარი არეულია!
წარმატებები ხვიჩას! და ასეც იქნება...
თემური
22 თებერვალი 2024 15:16
2
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ამწვავებს მაგრამ პასს არავინ არ აძლევს. პარადოქსია მაგრამ ფაქტია. ლობოტკა, რასპადორი, პოლიტანო, ანგისა პრინციპულად არ აძლევენ პასს. მეტიც გუნდში ახალი მოსულებიც კი არ იმჩნევენ. ჯარიმა, პენალტი ამისთვის არ არის. მომენტებში კუთხურებსაც კი არ აწოდებინებენ. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
სკ ზესტაფონი
22 თებერვალი 2024 15:02
5
ყველა კვარას გულშემატკივრები ვართ, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას მას შემოჰყურებს მთელი საქართველო და სიმართლე უნდა ითქვას იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც მის თამაშში ჯერ კიდევ შარშან სეზონის მეორე ნახევარში იჩინა თავი, ისინი წელს არ დაწყებულა; ძალიან ცუდად იხსნება, რის გამოც საკმაოდ დიდი ხნით ითიშება თამაშიდან. აქ სუბიტური მიზეზიც არსებობს, ნაპოლის ფეხბურთელები გრძელი, მოულოდნელი გადაცემებით იშვიათად სარგებლობენ და მოკლე გადაცემებით მიაქვთ ბურთი კვარამდე ,რომელთანაც რამოდენიმე მცველი უკვე ასწრებს მისვლას. ძალიან ბევრს დარბის ,,უაზროდ", რასაც დიდი ენერგია მიაქვს და რაც თავისთავად თავდახმაში მის თამაშზე უარყოფითად ისახება
. სულ ცდილობს მცველის მოტყუებას, (გამგები გაიგებს)ავიწყდება რომ თავდასხმელის უპირველესი მიზანი მოტყუება კი არა გოლის გატანა და მწვავე გადაცემის გაკეთებაა! რატომღაც სულ აქცენტირებულია ძლიერ დარტყმაზე და საშუალო სიძლიერის დარტყმებს (რომლებიც ყოველთვის უფრო ზუსტია)მათ შორის მოჭრილს თითქმის არ იყენებს. დაცვაში,საკუთარ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშისას ხშირად გაუმართლებლად მატაობს იმის მაგივრად ვინმეს უპასოს ან მოწინააღმდეგეზე ბურთის მორტყმით აუტი ,,გააკეთოს". ერთერთი უმთავრესი კი რამაც უფრო წელს იჩინა თავი ისაა, რომ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ,მაშინ როდესაც თაში უნდა გაამწვავოს დიბლინგით ან კარში დარტყმით(რასაც მისგან ჩვეულებისამებრ ყველა მოელის ქართველი თუ ნეაპოლელი), პასუხისმგებლობას გაურბის და გდაცემებით იფარგლება.მოკლედ თუ უნდა დიდი ფეხბურთელობა(რაც ჩვენი ოცნებაცაა) და დიდ გუნდში თამაში გასააზრებელი და სამუშაო ბევრი აქვს. პ.ს. ისე იქნებ მანამდე ქნას ეს ყველაფერი . სანამ ინფარქტს აგკვიდებს :)
ვახო
22 თებერვალი 2024 14:42
3
Kvara wadi am bandidan droze,gagafucheben mand.osimensac dakarguli aq jilka, midis da magito. Osimeni gijivit iyo, pasebs itxovda sul, magram gushin ekida.kvara da osimenic ar exsnebian ertmanets.
Gia
22 თებერვალი 2024 14:36
3
ერთადერთი რაც ნაპოლისთან დაკავშირებით მაინტერესებს ესაა კვარაცხელიას მაგ გუნდიდან რაც შეიძლება ჩქარა წასვლა.
ნიკა
22 თებერვალი 2024 13:51
5
სათაურში რაცაა, ზუსტად ეგაა ახსნილი კარგად, თუ გაეცნობით. უმეტესობა ამბობს, რომ კვარას ცუდი თამაშის გამოა ეს, არადა სხვა ფაქტორებია, რასაც ეს ავტორი ტრადიციულად, იდელაურად ხსნის
პატრიოტს
22 თებერვალი 2024 13:50
4

სიახლეები პოპულარული