რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.
კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.
ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...
ხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]
კაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს
მე რასაც უყურებ არ მოძრაობს. პასისთვის უნდა იბრძოლო, გაიხსნა.
დანარჩენები კოღოებივით დარბიან და ეს დგას.
ალბათ მალე იღლება . ეს უნდა გამოასწოროს
მადლობა იტალიას, ნეაპოლს, "ნაპოლის" და "დე ლაურენტისს", რომ ხვიჩამ ერთ სეზონში დიდ წარმატებებს მიაღწია (ხო, ვთქვათ ისიც: ხვიჩა რომ არა ნაპოლი ვერ გახდებოდა ჩემპიონი)!
მაგრამ ერთი რამ უნდა ახსოვდეს ყველა ფეხბურთელს, რომ არ უნდა მოდუნდეს, რადგან შეუცვლელი არავინ არ იქნება...
გუშინდელ, ბარსასთან თამაშზე შეიძლება ითქვას, რომ ბარსა არ ელოდა ხვიჩას და ოსიმენის შეცვლას და თამაშში "კორექტირება" დროულად ვერ გააკეთა, თორემ მანამდე რომ იტყვიან მთელი თვით ჯობდა ნაპოლის!
რაც იყო, ოყო! დაველოდოთ შემდეგ თამაშებს, შევხედოთ როგორ დაალაგებს ახალი მწვრთნელი გუნდში სიტუაციას, რომელიც როგორც ყველა ვხედავთ მაგარი არეულია!
წარმატებები ხვიჩას! და ასეც იქნება...
. სულ ცდილობს მცველის მოტყუებას, (გამგები გაიგებს)ავიწყდება რომ თავდასხმელის უპირველესი მიზანი მოტყუება კი არა გოლის გატანა და მწვავე გადაცემის გაკეთებაა! რატომღაც სულ აქცენტირებულია ძლიერ დარტყმაზე და საშუალო სიძლიერის დარტყმებს (რომლებიც ყოველთვის უფრო ზუსტია)მათ შორის მოჭრილს თითქმის არ იყენებს. დაცვაში,საკუთარ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშისას ხშირად გაუმართლებლად მატაობს იმის მაგივრად ვინმეს უპასოს ან მოწინააღმდეგეზე ბურთის მორტყმით აუტი ,,გააკეთოს". ერთერთი უმთავრესი კი რამაც უფრო წელს იჩინა თავი ისაა, რომ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ,მაშინ როდესაც თაში უნდა გაამწვავოს დიბლინგით ან კარში დარტყმით(რასაც მისგან ჩვეულებისამებრ ყველა მოელის ქართველი თუ ნეაპოლელი), პასუხისმგებლობას გაურბის და გდაცემებით იფარგლება.მოკლედ თუ უნდა დიდი ფეხბურთელობა(რაც ჩვენი ოცნებაცაა) და დიდ გუნდში თამაში გასააზრებელი და სამუშაო ბევრი აქვს. პ.ს. ისე იქნებ მანამდე ქნას ეს ყველაფერი . სანამ ინფარქტს აგკვიდებს :)