რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.
კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული
და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.
ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...
ხვიჩამ უკმაყოფილომ დატოვა მოედანი - ოსიმენმა "ნაპოლის" "ბარსელონასთან" ფრე მოუპოვა [VIDEO]
კაპელო: კვარაცხელია არ მომეწონა, ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს
დარჩა მ თ ხ ლ ე! გუნდის სამი მეხუთედი შურით და ბოღმით არის გათანგული ხვიჩა ს მიმართ .გაიხსენეთ თავისუფლად მყოფი ხვიჩა პასს ვერასდროს ღებულობს! პასს აწვდიან მაშინ ,როცა ის სამ ოთხ ფეხბურთელს შორის არის მოქცეული და შეტევის მაგიერ, იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს ( რაც ასე ,,უყვარს" ნაპოლის!) ვერ გაიხსენებთ მომენტს ,რომელიმე თანაგუნდელს მისთვის პასი მიეცა შეტევაში გადასვლის ათვლის ,პირდაპირი გაგებით ბურთს ,,ა ტ ე ნ ი ა ნ" ჩაკეტილ ხვიჩა ს . ამის მერე იწყება ამ ბიჭზე, ვერ ითამაშა, ზარმაცი გახდა ,თურმე ცოლი არ უნდა მოეყვანა და ასე შემდეგ, ათასი სისულელე! ფეხბურთის ,,ს პ ე ც ე ბ ი ს " მიერ.უყურე შენ თურმე ხელის ჟ ე ს ტ ე ბ ი არ მოეწონა ლ ა ვ რ ე ნ ტ ი ბატონს ,ზამთრის კ ა ლ ც ი ო ნ ტრენერს და სხვა მრავალს .
და ბოლოს...
ყველა მწვრთნელი რომელი გუნდს ჰყავდა და ჰყავს, ადრე ნაპოლი ში მოღვაწეობდა! რატომ არ მოდიან გამოჩენილი მწვრთნელები სამუშაოდ ქვეყნის შიგნიდან ან გარედან?
იმ წ უ წ უ რ ა ქ ი ს ხელში მუშაობა ძნელია, რადგან მწვრთნელს თავისუფლად მოქმედების უფლება წართმეული აქვს! იტყვის ლ ა ვ რ ე წ ი 4 3 3 ან 3 5 2 და..ასე უნდა მოხდეს თუ არა მ ა რ შ საიდანაც მოდი..
ხ ვ ი ჩ ა მაგ შურით გ ა თ ა ნ გ უ ლ ე ბ ს არ გაეცალა ,ბიჭი როგორც ვარსკვლავი დ ა ი კ ა რ გ ე ბ ა..
როგორც იქნა ბოღმით ავსებულ სექტას მიეცა ბოლის გამოშვების შანსი, მაგრამ ეგენი 1%-იც არ არიან.
კვარა, მაგარი ხარ!