"პატივისცემა გამოიჩინოს, ეს გამაღიზიანებელია" - კანავარო კვარაცხელიას უკმაყოფილებაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ჩვენებურმა მოედნის დატოვებისას უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ გააკეთა კომენტარი, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა:

"პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც შენ მსგავსად ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ და მოედანზე გასვლა უნდათ.

ახალ მწვრთნელს შესაძლოა, ასევე სურდა, რომ შანსი მიეცა რომელიმე სხვა მოთამაშისთვის. მწვრთნელისთვის ეს დამოკიდებულება და გამოხატულება
გამაღიზიანებელია", - თქვა კანავარომ.
მკითხველის კომენტარები / 47 /
მოდი რა კანავარომ თავის თავს მიხედოს, დავიწყოთ იქიდან რომ ხვიჩა რაც ნაპოლიში გადავიდა გადაცემას არ აძლევენ როცა საჭიროა, მარცხნივ საერთოდ არ იხედებიან, ასე იყო სპალეტის დროსაც და ახლაც ასეა. რაც არუნდა იყოს ხვიჩა უცხოა, ასეთი დაბალი დონის გუნდებში ასეა. გუნდში იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გყავდეს და ვერ იყენებდე ეს უკვე მწვთნელის დანაშაულია. ეს იტალიელები ყველაფერს ხედავენ და დაბალ ხელფასს, გადაცემების დაიგნორებას, აგდებულ დამოკიდებულებას ვერ ხედავენ. შარშან გუნდელებმაც არ მიულოცეს წესიერად იტალიის საუკეთესო რომ გახდა. გადადი კვარა მანდედან.
დათო
22 თებერვალი 2024 21:58
10
სამწუხაროა ხომ შეუძლია თავი შეიკავოს და ასე უაზრო შენიშვნები არ მიიღოს.
იკა
22 თებერვალი 2024 21:23
0
ერთი დღის დანიშნულ მწვრთნელს პირველივე მატჩში გადაწყვეტილება მილიონობით გულშემატკივრის თვალწინ გაუპროტესტა, თავმოყვარეობა შეულახა. ეგ ღია დაპირისპირებას ნიშნავს. ხვიჩას საქციელი პროფესიონალურ სპორტში უზარმაზარი შეცდომაა.
მერაბი
22 თებერვალი 2024 21:18
3
გუნდის დაყენება და შედეგის მიღწევა მწვრთნელის ვალდებულებაა, როცა გცვლიან და აპროტესტებ, ეს მწვრთნელის უფლება-მოვალეობებში ჩარევას ნიშნავს, რისი გაკეთების უფლება არავის აქვს, თვით ლავრენტისაც კი. ამიტომ ხვიჩას დაფიქრება მართებს და ეს არასოდეს არ უნდა გააკეთოს, მით უმეტეს უცნობ მწვრთნელთან.
ჟორა გაბრიჭიძე
22 თებერვალი 2024 20:25
4
კომენტარებს გადახედეთ და მიხვდებით უმრავლესობის პრობლემას-ესაა მენტალიტეტი,ეგ უშლის ყველა სპორტსმენს ხელს.ეგო და მენტალიტეტი-პირველი მტერი კარიერის. ჯერ გარემოცვას შეეშალათ ოსიმენთან და ადრე კონტრაქტის საკითხებში, ახლა თვითონ ვერ მალავს ემოციებს,რაც გაგრძელებაა დაწყებული შეცდომების და ცუდია რომ ტელევიზიებიდან ზრდილობის პრობლემაზე უთითებენ კაპელო,კანავარო და სხვები.ალბათ სწორ დასკვნებს გააკეთებს ამ ყველაფერზე და ყველაფერი გამოსწორდება, არაა ეგ დიდი ტრაგედია,მთავარია სწორი დასკვნა გამოიტანოს თვითონ. ჭკვიანი ბიჭია და მალე მიხვდება რა და როგორ აჯობებს მისთვის მომავალში.ასევე ვისთან ერთად იაროს მომავალში,რადგან ხვიჩა უკვე ისეთ დონეზეა რომ ტოპ დონეზე გადასვლასთან ძალიან ახლოა და ასევე ტოპ მენეჯერები დაჭირდება გვერდით ამისათვის.სხვანაირად,სულ სანერვიულო და რაღაც სისულელეებზე საფიქრალი ექნება.
გია
22 თებერვალი 2024 19:40
1
დიდი ფეხბურთი მაინც არ ჰქონდეს ნათამაშები. ვარსკვლავებმა შეიძლება არაფერი აკეთონ მთელი 90 წუთი და 91 წუთზე მათი ქმედება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ვისაც 1990ში არგენტინა ბრაზილიის თამაში გახსოვთ,მარადონას დიდი არაფერი უკეთებია,მაგრამ მისმა ზუსტმა პასმა კანიჯასადმი, გადაწყვიტა მატჩის ბედი. ეს უნდა ესმოდეს მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც. ხვიჩას არ ვადრი მარადონას, მაგრამ მასაც შეუძლია რამე არაორდინალური მოიფიქროს, თუნდაც დამატებულ დროში, მითუმეტეს ჰქონია ასეთი მომენტები რამდენჯერმე, თუმცა მეკარეებმა ივაჟკაცეს.
დავით 67
22 თებერვალი 2024 19:35
5
ნაპოლი არის ფ..არ.ჩაკი გუნდი .. რაც შეხება სკამზე დასმას არსდროს არ გაუყვანიათ მესი რონალდო 23 წლის რომ იყო მაშინ პირიკით უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს ის ვარსკვლავია და შეიძლება ბოლო ორ წუთში გაკეთოს თავისი გადაკეთებელი. არც ოსიმენი იყო გასაყვანი. ახალი მწვრთნელი არის უფა.რჩაკ..ესი და აი ნახავთ საერთოდ თუ არ დათუპოს ეს გუნდი... კვარსა შეცდომის უფლებაც უნდა უნდა ქონდეს და როცა ლაღად თამაშობს იმის არ უნდა ეშინოდეს რომ ავაცილო კარში ან ვერ მოვატყუოდა არ დამსვანო სკამზე.მაგან რაც უნდა ის უნდა აკეთოს როგორც მესი . რონალდო ჰოლანდი ბაპე .. ასე გაიზრდება დიდი ფეხბურთელი თორე კოველ ერთი კაცის არ მოტყუებაზე თუ სკამზე დასვეს ის დაიღუპება. როგორც ბითაძეს ნება ში საქულუანებუს სროლა მიატოვებინეს ამასაც თამაშს მიატოვებინებენ. დროზე მოხიოს ნაწილიდან ჯობია .. უფრო მეტი დაფასება უნდა კვარს ...რო არა კვარა ისინი ყველა იქ იყვნენ და მარადონას მერე ჩეპიონობასთან ახლოს არ იყვნენ...
Rrrrr
22 თებერვალი 2024 18:59
13
მოკლედ კომენტარებისგან ერთ დასკვნას ვაკეთებ.ფეხბურთში მხოლოდ თავდამსხმელი უნდა იყოს,რომ მეკარემ და დაცვამ ხელი არ შეუშალოს
გიორგი
22 თებერვალი 2024 18:51
3
ტავსჰი აუვარდა ამდენი კება
merabi
22 თებერვალი 2024 18:41
14
ემოციური ბიჭკაცობა მაგრად, მაგრად ტეხავს და მავნებელია. დამრიგებელი არ ყავდა კარგი ეგ გასაგებია, მაგრამ... ცივი გონება და ალბათ კარგი ფსიქოლოგი ჭირდება.
ვანდა ჯიქია
22 თებერვალი 2024 17:40
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული