"პატივისცემა გამოიჩინოს, ეს გამაღიზიანებელია" - კანავარო კვარაცხელიას უკმაყოფილებაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ჩვენებურმა მოედნის დატოვებისას უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ გააკეთა კომენტარი, რომელმაც Prime Video-ს ეთერში განაცხადა:

"პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც შენ მსგავსად ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობენ და მოედანზე გასვლა უნდათ.

ახალ მწვრთნელს შესაძლოა, ასევე სურდა, რომ შანსი მიეცა რომელიმე სხვა მოთამაშისთვის. მწვრთნელისთვის ეს დამოკიდებულება და გამოხატულება
გამაღიზიანებელია", - თქვა კანავარომ.
მკითხველის კომენტარები / 47 /
მართალს სმბობს. პირველ რიგში პატივისცემაა გამოსახატი. სხვებიც სენსავით შრომობენ. ტრაგედია არაა, ტუ გაიტვალუსწინებს და გამოასწორებს. ჯერ პატარა ბიწია და ვერ მიხვდა, რომ ყველას შეურაცხყოფას აყენებდა ამით. არა უშავს! გამოასწორებს. კვაეა კი არა, ბზჯო იჯდა ცოლმე სკამზე უდრტვინველად როდესაც ყველას ერთად აღებულს სჯობდა. ათადად კაცი დაფასდაო...
Rezo
22 თებერვალი 2024 14:05
8
იქნებ და მწვრთნელზე კიარ გაბრაზდა, ისე იყო უკმაყოფილო რო ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც მასაც და ჩვენც გაგვიხარდებოდა... ეგრევე რაღაცა კუდების მობმა და ისტერიკა რა უბედურებაა?
რა მაფიაა?
22 თებერვალი 2024 13:34
11
წავიდეთ ტო ამ გუნდიდან და მერე რაც უნდათ ის უქნიათ.დავტოვოთ თავიანთ პატივისცემებში სრბი
რეზი
22 თებერვალი 2024 13:33
6
ნაპოლის გულშემატკივრებმა კალსონას უკვე შეურჩიეს კარგი მეტსახელი - Cazzona
ქ. გ.
22 თებერვალი 2024 13:32
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული