"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

"პარტენოპეის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ.

Calcionapoli ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ დატოვა ჩვენებურმა მოედანი (იხილეთ მთავარი ფოტო). "კვარა" აშკარად უკმაყოფილო იყო, ის ახალ მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას არც კი მიესალმა, ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან მოუარა, რის შემდეგაც თანაგუნდელების გვერდზე დაჯდა. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 38 /
რომ იცოდეთ, რა მწარედ სჯიდა დიდი ნოდარ ახალკაცი გაყოყოჩებულ ფეხბურთელებს!
ხვიჩას თავში არ აქვს ავარდნილი, მაგრამ ზედმეტად ემოციურია.
გარემოცვა კი ალბათ სათანადო რჩევებს არ აძლევს.
მანფრედ კალცი
22 თებერვალი 2024 14:17
5
კალცი, უმადურობის პიკია ნაპოლის ხელმძღვალელობის მხრიდან კვარას მიმართ. რასაც ხვიჩა ყოველ თამაშში დებს არც ერთი ვარსკვლავი იმდენს არ აკეთებს მსოფლიოში. ერთი კაცის მხრებზეა მთელი გუნდის ტვირთი
ფრედი ხარ თუ
22 თებერვალი 2024 17:33
6
ეს კალცონა ჯერ არ მისულა გუნდში და უკვე "ტიპობა" დაიწყო. ის რომ ხვიჩას გასვლის შემდეგ გაიტანეს გოლი არ ნიშნავს რომ ცვლილებამ გაამართლა. ხვიჩა იყო ბოლო ვისი თამაშითაც შეიძლება უკმაყოფილო ყოფილიყო კალცონა. ანგისა და ლობოტკა იმდენ სისულელეს აკეთებდნენ პირველივე ტაიმის შემდეგ უნდა გამოეცვალა. ხვიჩამ ითამაშა თურმე ცუდად და ცრუქაქუნა პოლიტანომ ხომ დაამტვრია კრამიტები. კვარას შეცვლა კი არ არის პრობლემა (როცა საჭიროა უნდა შეცვალონ კიდეც), მისადმი კალცონას უსამართლო დამოკიდებულებაა პრობლემა. იმედია სეზონის ბოლოს ხვიჩა გადავა უკეთეს კლუბში.
მალაქია
22 თებერვალი 2024 16:38
15
ყველა ნეაოპლელი ცუდად თამაშობდა, მაგრამ სამწუხაროდ ხვიჩა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი. უნდა გაეყვანა და გაიყვანა კიდეც. ხოდა შეუთვალეთ ნუ არის თავში ავარდნილი, ერთხელ და ორჯერ შეიძლება რომ შეცვლაზე გაბრაზდე, მაგრამ ასე ყოველჯერზე? რონალდო იყო ასე ბოლოს, რაც თავისმხრივ არა სწორი საქციელია, მაგრამ რონალდომდე რა თქმა უნდა ბევრი უკლია.
შვედუნა
22 თებერვალი 2024 17:51
6
აბსოლუტურად არაადეკვატური მსჯელობაა! მწვრთნელი ზურგით იდგა და ამიტომაც ჩაუარა ხვევნა-კოცნის გარეშე! უკმაყოფილო შესაძლოა თავისი თამაშით ან ტაბლოზე ანგარიშითაც შეიძლება ყოფილიყო! ჭორაობას ჰგავს ეს საყვედურები!
დო მაჟორი
22 თებერვალი 2024 14:30
9
კალცონა ზურგით კი არ იდგა, კვარაცხელიამ შემოურა ზურგიდან, იძულებული რომ არ გამხდარიყო თვალებში შეეხედა. ხვიჩას ჭირდება კარგი დამრიგებელი.
ბადრი
22 თებერვალი 2024 14:48
2
ხვიჩა,უფრო თავმდაბლობა გამოიჩინე,თავიდანვე არ გადაიმტერო ახალი მწვრთნელი.მას შეუძლია თადარიგის სკამი გახეხინოს და ფორმიდან ამოგაგდოს სერთოდ.
ისე,სამართლიანად თუ მიუდგებით,პასს არ აძლევენ და მარტომ რა გააკეთოს?აბა დააყენეთ ისეთ ფეხბურთელებში,მესის რომ ამარაგებდნენ და ნახავთ სინამდვილეში რასაც წარმოადგენს.ამ სსტავში დეგრადირება ემუქრება მხოლოდ.
მირო
22 თებერვალი 2024 19:45
5
Cazzona მალე დაკარგავს მწვრთნელის თანამდებობას.
ქ. გ.
22 თებერვალი 2024 14:33
22
ეს მეგრული თავში ავარდნა დამღუპველი არ გამოდგეს ამ ბიჭისთვის.
ნათია
22 თებერვალი 2024 14:09
44
მეგრული თავში ავარდნა რა ფენომენია? კახური ან მოზამბიკური თავში ავარდნისაგან რითი განსხვავდება?! და პ.ს. გვერდის ადმინიატრაციას - თქვენი აზრით ასეთი ტიპის კომენტარი ეთნიკური შუღლის გაღვივებას უფრო ხომ არ უწყოფს ხელს და უფრო არასუსრველი კომენტარი ხომ არ არის და მომენტ უფრო დასაბლოკი - ვიდრე ის შეტყობინებები რომელიც თუნდაც იმ სამ ასოს შეიცავს, რომელიც მთელ ქვეყანას იავნანასავით რომ ჩაესმის? :) თუ ამასაც სპეცომ აკეთებთ რომ უფრო ბევრი გამოხმაურება და კომენტარი წამოვიდეს? თქვენც კაი ოხრები ხართ თქვენ ჩაქრით თქვენ:)))
იბერია
22 თებერვალი 2024 14:34
12
ნათია მოგეწონა და დაირქვი ხომ,ჯობდა კარენა ისევ შენი ნამდვილი სახელი
ნათია-ს
22 თებერვალი 2024 15:24
8
ყველა გამოხმაურება
ოსიმენმა გოლი გაიტანა და მაინც შეცვალეს, ხმა არ ამოუღია კაცს, არა რა.. გინდა არ გინდა სოფლის ჰაერი და აურა მიყვება ყველას იტალიაში იქნება თუ საფრანგეთში
სალომე
22 თებერვალი 2024 14:00
48
ოსიმენი ალბათ შენი მეზობელია ვაკეში
ვვვ
22 თებერვალი 2024 14:07
10
კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო.
1
22 თებერვალი 2024 14:09
7
ყველა გამოხმაურება
ძალიანაც კარგად მოიქცა და ამით მებრძოლი სული აჩვენა კვარამ! "კლავიატურის ლომებმა" სავარძლებში მოიკატუნეთ თავი. კვარა მგელი ხარ!
Რაგბის ფანი
23 თებერვალი 2024 00:53
6
ხვიჩას რაღაც ძველბიჭური გადმოყვა ! კიდევ ვერ გრძნობს რომ ევროპაში ეს არ გამოადგება ! თითების ქნევა ყველგან რომ უზრდელობაა არ ასწავლეს ! დაანაებოს თავი ასეთ რამეებს, თორემ გუნდსაც დაღუპავს და თავის კარიერასაც !
Tazo
22 თებერვალი 2024 17:26
11
არ იყო შესაცვლელი?? ბორთს ელოდება ხაზზე, მეტოქის შეტევის დროს მეტოქესთან ბრძოლას ერიდება და დარბის დისტანციას იჭერს, უკან პასი უფრო მეტი გააკეთა ვიდრე წინ, დაცვას ვეღარ ცდება ხშირ შემთხვევაში,და კიდევ რატომ შეცვალესო გაბრაზდააა>>>??? უმჯობესია საკურ თავს ჰკითხოს ამდენი ხნის ჩავარდნა რისი ბრალია,
giorgi
22 თებერვალი 2024 17:38
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული