"კვარაცხელიას და ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი" - ხვიჩას ფედელე გამოექომაგა

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" მატჩისას შეცვლის გამო "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციას იტალიურ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა გააკრიტიკა:

"დაუშვა თუ არა შეცდომა, როდესაც მოედნიდან კვარაცხელია გაიყვანა? არც მას და არც ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი. მე არ ვეთანხმები... გულშემატკივრები თამაშით კმაყოფილები არიან? გუშინ "ნაპოლის" კიდევ ერთი ცუდი შეხვედრა ვნახე. არ ვიცი, მათ რას უყურეს, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი გუნდი იხილეს. რეალისტი ვარ, კარში ბურთი არც ერთხელ არ
დაურტყამთ. ოსიმენი იტალიაში 52 დღე არ იყო, რამაც მაცარის თავის მართლების საშუალება მისცა.

არაფერიც არ შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით პირველი და მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთს, ძალიან ცუდი "ნაპოლი" ვნახე. ფეხბურთელები - მოჩვენებები, გასული სეზონის გახუნებული ფოტოასლები: პირველ რიგში, დი ლორენცო, ლობოტკა და ანგისა. ჩემზე ერთადერთმა ოლივეირამ მოახდინა შთაბეჭდილება. ეს "ნაპოლის" ერთ-ერთი ცუდი მატჩი იყო. აქამდე ყველა ლაპარაკობდა, რომ თუ სახლში "ბარსელონას" ვერ მოვუგებდით, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით".

ხვიჩას შესახებ Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ ისაუბრა: "კვარაცხელია შეცვლისას უკმაყოფილებას გამოხატავს? უკვე კარგა ხანია მიხვდა, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია არ შეუძლია. რამდენჯერმე ვერ მოითმინა, მაგრამ მე მისი სხვებზე მეტად მჯერა. ბიჭი ძალიან თვითკრიტიკულია, ხანდახან აღშფოთებულია, მოედნიდან გაბრაზებული გადის, მაგრამ მხოლოდ თავის თავთან მიმართებით. ეს კარგი ნიშანია მათთვის, ვინც იცის, რომ სხვა დონისაა".

alt"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაფიქსირდა

alt"კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, "ნაპოლიმ" სული გამოაჩინა" - იტალიური პრესა კალცონას აფასებს

alt"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

alt"მოწყენილი და იმედგაცრუებული იყო" - ვრცელდება კადრები, როგორ დატოვა კვარაცხელიამ "ნაპოლის" სტადიონი [VIDEO]

altრატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყოჩაღ ფედელე იყოს დრო ძალიან გვაბრაზებდი.
სვანსკი
17:24 23-02-2024
0
მაინც არ არის ამ კვარას სექტის საშველი, რამდენჯერ უნდა წაიმტვრიოთ მუხლები ამ გაუთავებელი ბაქი-ბუქით და ეპიტედებით-მთავარი ვასკვლავი, წამყვანი ლიდერი და კიდევ ათასი ბლა-ბლა....ახლაც ცდილობენ ოსიმენას და მის შეცვლას შორის ტოლობა დასვან, დავიჯერო მართლა გჯერავთ ოსიმე კვარას დარად ცუდი-ინერტული,ერთფეროვანი თამაშის გამო შეცალა მწრთნელმა გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ, როგოგორც ხვიჩაა?? თუ კიი, კარგად ყოფილა თქვენი საქმე. სუბიექტურობა გამიგია,მაგრამ ასეთი...ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო, რომ ის მისი აჩრდილიც აღარ არის რაც იყო-სრულად გაშიფრული მისი თამაში, საფეხბურთო ინტელექტი-0, ხასიათი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა საშინელი, იოტისოდენა კრიატივის გარეშე ჯიუტად ცდილობს მინდორზე იმის გაკეთება რაც ყველამ ხუთი თითივით იცის, სუსტ გუნდებთან, იშვიათად კიდევ რაღაც გამოსდის,მაგრამ ძლიერებთან-კატასტროფაა!! ამიტომაცაა გაუთავებელი კამათი მსაჯებთან,უკმაყოფილობა თანაგუნდელების მწვრთნელების და კრიტიკოსი ფეხბურთის მოყვარულების,ასევე ხელფასის და კონტრაქტის დეტალების განხილვა საჯაროდ, ერთი სიტვვით ეს ბიჭი საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია....მორიგი ბაქი-ბუქი და თითიდან გამოწოვილი მიზეზები არაფერში წაადგება, საკუთარ თავს თვითონ თუ უწამლებს...
Jora-giorgi
11:08 23-02-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული