
ავტორი წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ კლუბის ბაზაზე კარგ ამინდში სრული შემადგენლობით ჩინებულ ხასიათზე ივარჯიშა, მწვრთნელს ლუის ენრიკეს საკადრო პრობლემები არ აქვს, ვისაც უნდა დააყენებს სასტარტოში, ალბათ, იმ თერთმეტეულს აირჩევს, რომელმაც ამ სეზონში ყველა დიდი დაპირისპირება დაიწყო და მხოლოდ ერთი კითხვა არსებობს - დეზირე დუე თუ ხვიჩა კვარაცხელია?
„ვინ შეუტევს თავიდანვე ბრედლი ბარკოლასთან და უსმან დემბელესთან ერთად? ის შეიძლება
პსჟ-ის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, დუე, დემბელე, ბარკოლა.
ამავე გამოცემაში სტეფან ბიანკი აღნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენში“ იანვრის შუა რიცხვებში გადასულ „კვარას“ თავის გამოსაჩენად დიდი დრო არ დასჭირდა, კილიან მბაპეს მემკვიდრეობა ერგო, რაც ბევრისთვის მძიმე ტვირთი იქნებოდა, 7-ნომრიანი მაისური ბევრს ავალებს, ეს ნომერი როგორც მისთვის ასევე მრავალი ქართველისთვის კარგის ნიშანია - „პარი სენ ჟერმენში“ მე-7 კვირა, 70-მილიონიანი ტრანსფერი, 77-ე ნომერი „ნაპოლიში“, 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიმდინარე სეზონში.
"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - "ლივერპულთან" კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...