"კალცონას შოკური თერაპია - ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - რას წერს იტალიური მედია

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი გამოცემა ნეაპოლური გუნდით და მისი მწვრთნელით, ფრანჩესკო კალცონათი, აღფრთოვანებულია, ზოგიერთი კი - ნაკლებად. მოკლედ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

ilmattino წერს, რომ კვარაცხელიას შეცვლა შოკური თერაპია და კალცონას სიამაყის ღამე იყო; კვლავ გამოჩნდა ბრძოლის ჟინი და "კვარას" მოედნიდან გაყვანა ყველასათვის გზავნილს წარმოადგენდა - ხელშეუხებლები არ არსებობენ: "და ყველაზე მთავარი, კალცონა ავტორიტეტებს არ ცნობს, რაც თავიდანვე გამოჩნდა. სკუდეტოს მომპოვებელ ძველ გვარდიას მეტად არ შეუძლია თავი შეუცვლელად იგრძნოს".

calciomercato ქართველთან კონტრაქტის გაგრძელების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
"კვარაცხელია განრისხებულია. შეცვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან შევიდა, სახე გაუფითრდა, ხელიდან სახვევი მოიცილა და გაზონზე მოისროლა. მოედნიდან გაყვანისას მან ნეგატიური რეაქცია რუდი გარსიას და მაცარის პერიოდში გამოხატა, ახლა კი კალცონასთან. მომავალი? კვარაცხელია არ არის მშვიდი და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორია მისი ფინანსური აწმყო და მომავალი. დიახ, რამეთუ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მესამე ყველაზე დაბალანაზღაურებადია და უკვე კარგა ხანია ხელშეკრულების კორექტირებას ითხოვს, რასაც დე ლაურენტისი დაჰპირდა, რაც ოსიმენს გარანტირებული აქვს, მას კი არა. ამის ცდა იყო, გაფორმება - არა და ბევრი ხვიჩას ნეაპოლს გარეთ, შორს კარიერის გაგრძელებაზე საუბრობს (ბარსელონა, არსენალი, ნიუკასლი). ისინი ივნისიდან მის გარემოცვასთან კონტაქტის დამყარებაზე იზრუნებენ. დე ლაურენტისის სწორი გადაწყვეტილება? წარსულში დაშვებული შეცდომები არ განმეორდება, თუ კარგი შეთავაზება გაკეთდება. თუ არადა, თვით კვარაცხელია, ისევე, როგორც ოსიმენი, შეიძლება დაგვემშვიდობონ - ზაფხულში, რომელიც "მარადონაზე" რევოლუციურ გარდაქმნებს გვპირდება".

"თავის თავზე გაბრაზდა და არა სხვა ვინმეზე, ამით უნდათ ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ და მისი "ნაპოლიდან" წასვლის სურვილზე წერენ, რაც სიმართლე არაა" - აღნიშნავს areanapoli.

alt"კვარაცხელიას და ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი" - ხვიჩას ფედელე გამოექომაგა

alt"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაფიქსირდა

alt"კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, "ნაპოლიმ" სული გამოაჩინა" - იტალიური პრესა კალცონას აფასებს

alt"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

alt"მოწყენილი და იმედგაცრუებული იყო" - ვრცელდება კადრები, როგორ დატოვა კვარაცხელიამ "ნაპოლის" სტადიონი [VIDEO]

altრატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

მკითხველის კომენტარები / 20 /
კალსონი, გვარია თუ საცვალი?
მიხო
21:45 24-02-2024
0
ხვიჩასტან ერთად თუ მის გარეშე ეგ გემი იძირება. სტატისტიკურად შეიძლება დაითვალოს რამდენ წელიწადში ერთხელ უდგას ნაპოლის 'აყვავების 'პერიოდი. ამიტომ უნდა წამოვიდეს.
გიორგი
17:20 23-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული