"კალცონას შოკური თერაპია - ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - რას წერს იტალიური მედია

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" "ნაპოლის" და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი გამოცემა ნეაპოლური გუნდით და მისი მწვრთნელით, ფრანჩესკო კალცონათი, აღფრთოვანებულია, ზოგიერთი კი - ნაკლებად. მოკლედ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

ilmattino წერს, რომ კვარაცხელიას შეცვლა შოკური თერაპია და კალცონას სიამაყის ღამე იყო; კვლავ გამოჩნდა ბრძოლის ჟინი და "კვარას" მოედნიდან გაყვანა ყველასათვის გზავნილს წარმოადგენდა - ხელშეუხებლები არ არსებობენ: "და ყველაზე მთავარი, კალცონა ავტორიტეტებს არ ცნობს, რაც თავიდანვე გამოჩნდა. სკუდეტოს მომპოვებელ ძველ გვარდიას მეტად არ შეუძლია თავი შეუცვლელად იგრძნოს".

calciomercato ქართველთან კონტრაქტის გაგრძელების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
"კვარაცხელია განრისხებულია. შეცვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან შევიდა, სახე გაუფითრდა, ხელიდან სახვევი მოიცილა და გაზონზე მოისროლა. მოედნიდან გაყვანისას მან ნეგატიური რეაქცია რუდი გარსიას და მაცარის პერიოდში გამოხატა, ახლა კი კალცონასთან. მომავალი? კვარაცხელია არ არის მშვიდი და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორია მისი ფინანსური აწმყო და მომავალი. დიახ, რამეთუ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მესამე ყველაზე დაბალანაზღაურებადია და უკვე კარგა ხანია ხელშეკრულების კორექტირებას ითხოვს, რასაც დე ლაურენტისი დაჰპირდა, რაც ოსიმენს გარანტირებული აქვს, მას კი არა. ამის ცდა იყო, გაფორმება - არა და ბევრი ხვიჩას ნეაპოლს გარეთ, შორს კარიერის გაგრძელებაზე საუბრობს (ბარსელონა, არსენალი, ნიუკასლი). ისინი ივნისიდან მის გარემოცვასთან კონტაქტის დამყარებაზე იზრუნებენ. დე ლაურენტისის სწორი გადაწყვეტილება? წარსულში დაშვებული შეცდომები არ განმეორდება, თუ კარგი შეთავაზება გაკეთდება. თუ არადა, თვით კვარაცხელია, ისევე, როგორც ოსიმენი, შეიძლება დაგვემშვიდობონ - ზაფხულში, რომელიც "მარადონაზე" რევოლუციურ გარდაქმნებს გვპირდება".

"თავის თავზე გაბრაზდა და არა სხვა ვინმეზე, ამით უნდათ ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ და მისი "ნაპოლიდან" წასვლის სურვილზე წერენ, რაც სიმართლე არაა" - აღნიშნავს areanapoli.

alt"კვარაცხელიას და ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი" - ხვიჩას ფედელე გამოექომაგა

alt"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაფიქსირდა

alt"კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, "ნაპოლიმ" სული გამოაჩინა" - იტალიური პრესა კალცონას აფასებს

alt"მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია" - Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

alt"მოწყენილი და იმედგაცრუებული იყო" - ვრცელდება კადრები, როგორ დატოვა კვარაცხელიამ "ნაპოლის" სტადიონი [VIDEO]

altრატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

მკითხველის კომენტარები / 20 /
კვარა, იმიტომ არის შენზე ამდენი ლაპარაკი და კომენტარები, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო უყვარხარ და ეგ შენი ნიჭი ყველას უნდა ბოლომდე გამოიყენო საკუთარი თავისა და ქვეყნის სადიდებლად, თორემ შენ თამაშში ვინმე შენს გარდა შემოსავალს ხომ არ იღებს. ყველას უნდა უბრალოდ რომ კვლავ შენით კარგი გაგებით იამაყოს და ბრწყინვალე თამაშით ისიამოვნოს. საქართველოში მტერი არა გყავს, ყველა უზომო მოკეთეა შენი და ყველას გვიყვარხარ კაციან-ქალიანად. აბა შენ იცი ----- შეუბერე ბოლომდე, სანამ მესის არ გადაასწრებ თამაშით...............
საბურთალო
23 თებერვალი 2024 01:35
5
საბურთალო-გაიხარე, მთელი ქვეყნის სათქმელი ლამაზად ჩამოაყალიბე. გვიყვარს ფანატიკურად ხვიჩა ყველას.
გიო
24 თებერვალი 2024 07:10
0
სერია-A საუკეთესო ფეხბურთელს დამლაგებლის ხელფასზე რომ აპახავებთ და კიდევ იქით ემდურით.
Რაგბის ფანი
23 თებერვალი 2024 01:25
7
ის რომ ნაპოლი ჯოგია მაგაზე არავინ დაობს,
მე მაინტერესებს ერთადერთი კვარა
და ბიჭს აქვს რეგრესი
თავისუფალი სივრცე არც რონალდინიოს ქონია ჩელსისთან მაგრამ შექმნა შედევრი
დიდი ფეხბურთელი ამითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან,
ამას ვითხოვთ და ამიტომ გვაქვს პრეტენზია, თორე პოლიტანოს ჯობია კი ახლაც.
როდესაც ამდენი მატჩი გავიდა და იგივე შედეგია ესე იგი ვერაა ისე როგორც გვინდა
და მარტო ლობოტკას უკან პასის და დაუფასებელი ხელფასის ბრალი არაა ეს,
რაღაც დაკარგა თუ ჩაუქრა ტიპს
მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე კვარას ხასიათი/ფსიქოლოგიური სისუტეა,
შარშანდელი სეზონის მვპ-ს 2 დღის მოსული ტიპი არ უნდა გართმევდეს ბურთს.
დაჩიქჩიქებს ხაზზე ვაკის ტროლეიბუსივით და თავჩაღუნული დგას მეზობლის ბავშვივით,
ფეხების ბაკუნი, ისტერიკა და შეცვლისას გაბრაზება დაამუღამა კი. ტაქტიკურად გაუნათლებელი ფეხბურთელის შდაბეჭდილებას ტოვებს აი დააკვირდით უბურთოდ საჯარიმოში ვინგერი არ შედიოდეს და სივრცეებს არ ეძებდეს ესეთი არაფერი არ მინახია კვარა კი ესეა გუშინ ლინდსტრომი მის ადგილზე დააყენეს ვინგერად მაგრამ ის საჯარიმოში ითვისებდა სივრცეებს იხსნებოდა და მის აქტიურობას მოყვა ოსიმენის ის გოლიც. როცა შესაძლებლობებს შორის ხვიჩასა და ლინდსტრომს შორის ცადა დედამიწაა განსხვავება ეს კი გამოსასწორებელია უბურთოდ გადაადგილება და ცალკე ფინიში ტოპ სტარობა ასეთი თამაშებით არ გამოვა. პლიუს ეს კანცონა 4-3-3 აბრუნებს გუნდს აშკარად და კვარას ისევ იმ აუტის ხაზზე მიწებება პლუს უკან სირბილი მცველებზე მისახმარებლად. აშკარად უნდა შეცვალოს მის სქილ არსენალაში რაიმე თორე სეზონის ბოლოს ესეთი ინერტული თამაშები კარგს არაფერს მოასწავებს დამიჯერეთ.
M33
22 თებერვალი 2024 23:07
8
ლინდსტრიომი ვინგერად არ დაუყენებიათ ძმაო, ხვიჩას გასვლასთან ერთად შეცვალ კალსონმა სქემა 433-დან 352-ზე. ხვიჩა არ შედის საჯარიმოსი და აარ ეძებს ბურთს?! ატლანტასთან თავით მე გავიტანე ბურთი?
nika
23 თებერვალი 2024 18:33
2
მაცარის გზას გაყვება ასე ეტყობა ამასაც
ნიკა
22 თებერვალი 2024 22:18
5
თუ ნაპოლიდან წასვლას არ განიხილავს,მაშინ დიდ შეცდომას დაუშვებს. რას ქვია ხელშეუხებელი არავინ არ არის,ეს რანაირი მიდგომა აქვთ? სამი მწვრთნელი მოვიდა და რაღა კვარას ცვლიან სულ,ეს ხომ არ არის იმის მანიშნებელი რო მისი მოშორება უნდათ და კარიერას უფუჭებენ? იმ ნაპოლისგან რაც გუშინ ვნახეთ,ვინ იყო გასაოცარი და საწაული? რატომ მაინცადამაინც კვარა? თუმცა გასაგებია მიდგომა და ეს კარგად არ დასრულდება ნაპოლისთვის,არც სრულდება. ჩემპიონი გუნდი საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს და ეს კვარას დანაშაული არ არის. სამჯერ მწვრთნელი შეცვალეს და დიდი ალბათობით მეოთხეც იქნება. მწვრთნელი იმას კი არ უნდა ცდილობდეს რო თავისი ავტორიტეტი საჯაროდ აჩვენოს,არამედ კომფორტის შექმნა ევალება და სწორი ტაქტიკა შემადგენლობის მიხედვით,რა ასე რთულია? შეხედეთ კლოპს ან გვარდიოლას,როგორი მიდგომები აქვთ ფეხბურთელებთან,ისინი არ ცდილობენ ფეხბურთელის სახელის გაფუჭებას და ამით ავტორიტეტის გაზრდას,თუმცა გასახდელში შედით და ნახეთ,ისეთი მკაცრები არიან რო მეტი წარმოუდგენელია. ასეა,ისინი არიან ტოპ მწვრთნელები,ხოლო გარსია,მაცარი და კალიცონე ორღობის მწვრთნელები.წამო ლივერპულში ჯიგარო,მართალია კლოპი მიდის,თუმცა ნახავ სტანდარტს,როგორ ექცევიან საუკეთესო ფეხბურთელებს. ჯო ჰენრი,შენ იყო ტრამპის მუშტუკი თუ კვარა ლივერპულში არ გადმოიყვანო.
იასონას უდარი
22 თებერვალი 2024 23:03
8
წავიდესო რომ ამბობთ, ეხვეწება ვინმე წამოდიო და თუ კარგად ვერ ითამაშებს, მაგით მისი მსურველების რიცხვი გაიზრდება თუ შემცირდება. ესე ინერტული რომ იქნება და არც კი გაოფლიანდება თამაშის დროს, ვინმეს მოუნდება???????????? მესი რომ იყოს ბდღვნა იქნებოდა და როცა ხან გამოგდის თამაში და ხან არა, მასე კარგს მოუნდება მისი სამსახური ??????????
თქვენი გამკვირვებია
23 თებერვალი 2024 01:05
16
არ კითხულობ არაფერს? არ იცი რომ ეხვეწება ბევრი დიდი გუნდი?
nika
23 თებერვალი 2024 18:29
2
"კარლსონამ"შოკური თერაპია ჩაუტაროს ბებიამისს პრუჟინიან კრაოტში
ნუკრი
23 თებერვალი 2024 10:09
8
Juve Andro's opinion, about khvicha. კომპლექსური პრობლმები აქვს ეს იასნია, ფსიქოლოგიური, რითია გამოწვეული კონკრეტულად არ ვიცით ჩვენ ეგ წნეხით, კრიტიკით, იმით-ამით მარა აქვს, ეტყობა კიდევაც რო გაბოროტებულია ღიზიანდება ყველაფერზე რაზეც ეგეთ დონეზე არ უნდა გაღიზიანდე დაწყნარებული ნერვები და სიმშვიდე რომ ჰქონდეს, მასე არ მიიღებს ხოლმე აუზროდ ყვითლებს, ხომ ?
აი გაიხსენეთ მისი ყვითლები? ყველაზე მთავარი ნაკრებში ხო? რის გამო? თან არაფრის მომც თამაშის დროს აი რას ატრაკებდა პროსტა გაიხსენეთ გატისთან რატო მისცეს, გატიმ ბურთზე ჩაურტყა და ეს ფინთი გოიმივით აუხტა ეგეთ ხრიკებს სულ მიმართვენ ხოლმე პროფესიონალი ფეხბურთელები, რომ მწყობიდან გამოყვანონ და თუ სუსტი ნერვები გაქვს ზუსტად მაგაზეა გათვლილი ეგ ქნა გატიმაც. კიდევ სხვა ყვითლები რაც აქვს სულ უაზრო ჭიჭყინის გამო აქვს თან გეგონება გატუზო იყოს ;დ ეგ ცალკე კომიკურობაა ეგ რო პრავებს აკაჩვებს და ჭიჭყინებს მარა ნუ ეგ ვიზული მხარეა და მაგას შევშვათ.
ფაქტი ისაა, რომ დალაგებული არ აქვს ფსიქოლოგია
არადა ერთის მხრივ საყვარელი ადამიანი შეირთო, ოცნება იასრულა და ლიგაზე ითამაშა, პროფესიონალური ლიგა დაპყრო, მსოფლიოს თავი გააცნო, მილიონერი გახდა, ცხოვრობს ნეაპოლში აი პროსტა რა? 22 წლის ასაკში ყველაფერი აიხდინა
მეტი რა გინდა, რომ სიმშვიდე იპოვო და სიბრაზე სპორტული გამოაჩინო ანუ სპორტული სიბარზე და არა ჭიჭყინი და ვანაბი კაჩაობა
მარა ნუ ფაქტია მაინც ვერაა წყნარად კონკრეტულად რის გამო არ ვიცი და შეუძლებელია ეს ხელს არ გიშლიდეს
მარა ეგ პრობლემის ერთი ნაწილია, ეგ არაა სრული სურათი, რომ რაღაცაზე ნერვიულობს და მაგიტომ მცველს ვეღარ ატყუებს
ასევე არის სპორტული მომენტიც
სპორტული მომენტი კი ისაა, რომ სერია ა არის მსოფლიოში 2 ან 3 ჩემპიონატი ხო?
ყველა გუნდში მანდ მუშაობენ უამარავი ანალიტიკოსი, ექსპერტი, მწვრთნელი ვინც შეისწავლიან მეტოქეს , აკეთებენ ანილიზს, იღებენ აგდაწყვტილებებს განეიტრალებაზე და ნუ ეტც.
და იმ მსოფლიოს 2 ლიგაში მცველებიც არიან პროფისონელები გორის დილას და მახაჩკლას მცველები კი არ არიან.
მისი თამაში გახდა ძალიან ამოცნობადი სულ კრაიზე დგას და კრაიდან ცენტრში შედის 99% ეგაა თან თითქმის სულ ზურგით იღებს ბურთს ეგეც არ აქვს დახვწეილი, რომ ნახევრად თავის კარისკენ იყოს და ნახვერად მეტოქის კარიეკსნ მიღების დროს ხოდა რო უყურეს 99% მასე თამაშობს ბუნებრივია რომ ისე დაუწყეს თამაში რო მისი ძლიერი მხარეები მინიმუმდა დაიყვანონ და ამას ასრულებენ მაღალი დონის მცველები რა თქმა უნდა, თუ რამე სიახლე არ შეიტანა , რასაც დღეს თამაშობს სულ მასე იქნება. ის მცველები დებილები ხომ არ არიან.. ხედვენ როოგორია ეფექტური და მასე ეთამაშებიან სულ სივრცეებს უკეტავენ და პირველები არ მივრადებიან ხოლმე გიჟივით
დააკვირდი შარშანდელ მომენტებს როდესაც დრიბლინგებს აკეთებდა და ხალხს ატყუებდა, სულ მცველები იწყებდნენ მისკენ წასვლას და წართმევას, ტოვედნენ უკან სივრცეებს და ამას კაცის მოტყუება შეუძლია, მითუმეტეს როდესაც კაცი მორბის შენსკენ გიჟივით ანუ როდესაც ის აკეთებს პირველ მოძრაობეს მოატყუებდა და შერბოდა მერე იმ სივცრეებში და მერე სიწრფაზე ვეღარ აჩრებდნენ
ახლა მასე აღარ ეთამაშებიან ახლა უდგანან უბრალოდ და სივცრეს იცავენ ანუ კვარაზე კი გარბიან რომ ბურთი წაართვან არამეტ დგანან სივრცეში და არ უშვენ, რომ შევარდეს
ვსო ეს სკამრისი + სტრახოვკა 1 მცველი და მორჩა
კვარას ტაქტიკას დაუპირისპირეს ანტიტქატიკა ახლა დროა, რომ კვარამ თავის ახლნადელ ტაქტიკას, სხვა ახალი შემატოს, რომელიც უკვე მცველების ტაქტიკის ანტიტქატიკა იქნება და თუ მცველები დაუწყებენ მასე სივცრეების დაცვას, გადაწეყოს და სხვა სტილით ითამაშოს თუ არ აძლევენ დრიბლინგის საშუალებას, გაანებოს თორე მთელი თამაში გადის იმაში, რომ ისინი უკეტავენ და ეს ცდილობს ისევ ისე მოატყუოს ყველა როგორც ადრე ამით შეტევასაც ანელებს, თვითანაც არაფერი გამოსდის და მოკლედ ფარჩაგი სიტუაცია დგება
სპორტული თავლსაზრისით მაგას აუხსნიან ევროპაში თამაშობს , ბათუმში ხო აღარ გაიგებს დაიხვეწბა ვერ გაიგებს და დარჩება რაც ახლაა
მარა აი ფსიქოლოიგური თვლასაზრისი პრობლემას არ ვიცი ვინ მოუვარებს მაგას ვერც ნაპოლის ანალიტოკოს-ტატქიკოსი დაულაგებს და ვერც საფეხბურთო ლიტარატურა
ეგ უკვე თვითონ უნდა ეძიოს და აწუხებს, რა უშლის ხელს თითქოს უკვე სამოთხის ცხოვრებაში, რა არ ასევენბს, აღიაზნებს და მოაგვაროს თვითონ მე რა ვიცი აბა.
...
22 თებერვალი 2024 22:48
6
ტაქტიკის კრეატულობის დახვეწაში მწვრთნელი სადაა? (აქამდეცსად იყო თუ იყვნენ?)
ჯონდო
23 თებერვალი 2024 12:45
1
კარსონ თუ გული გერჩის კვარას საერთოდ ნუ ათამაშებ,მაგრამ კარგად იცი,რომ ბარსადან ჩასვრილი ჩამოხვალ კვარას დაუფასებლობის გამო და ისედაც ჩამოხვალ,რადგან რუდი გარსიასგან დიდად არ განსხვავდები,მალე ამას შენი ძუნწი ბოსიც მიხვდება და გარსიას გზას გაუდგები
სვანსკი
23 თებერვალი 2024 12:27
7
ფაქტია რომ ვერ ითამაშა ეგ თამაში და გამოცვალეს. სწორადაც მოიქცა მწვრთნელი.
ეგ კი, ხელების ქნევას მოუმატა და თამაშს მოუკლო ამ სეზონში.
მგონი სათადარიგოზე დასვამს და 70 წუთიდან შეუშვებს მომავალ თამაშში.

ისე, თითქმის ყოველთვის პრინციპულ მატჩებში უჭირს თამაშის პოვნა.
gzp
23 თებერვალი 2024 12:46
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული