"მარსელმა" "შახტარი" ევროპა ლიგიდან გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ გასვლაზე, გატუზოს ნაცვლად მწვრთნელად დანიშნულ გასეს „მარსელთან“ 1:3 დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. "ველოდრომზე"სტუმრები ეგინალდუს მიერ მოპოვებული პენალტით სუდაკოვმა დააწინაურა, თუმცა ობამეიანგმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. 74-ე წუთზე მატვიენკოს შეცდომის შემდეგ სარიმ რიზნიკის კარი დალაშქრა, ცოტა ხანში კი გამოსვლაზე ბურთი თავად რიზნიკმა უხეიროდ მოიგერია და კონდოგბიამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

დონეცკურ გუნდში 85-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი აზაროვმა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო. აზაროვს შეცდომა არ დაუშვია, გაშვებულ გოლებში ვერავინ დაადანაშაულებს, მისი
თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore 6.2, whoscored. 5.8, Flashscore 5.7.

მარსელი. „ველოდრომი“. 63 182 მაყურებელი
მარსელი - შახტარი 3:1
გოლები: 0:1 სუდაკოვი (12, პენ), 1:1 ობამეიანგი (23), 2:1 სარი (74), 3:1 კონდოგბია (81)

აზაროვს შეცდომა არ დაუშვია, გაშვებულ გოლებში ვერავინ დაადანაშაულებს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore 6.2, whoscored. 5.8, Flashscore 5.7.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სუსტია ფიზიკურად აზაროვი .
ტოტტი
09:31 23-02-2024
0
თამაშს ვერ ვუყურე, მაგრამ აღნიშნული გამოცემებო რომ ასეთ შეაფასებს ქართველის თამაშს, წარომიდგენია როგორ "კარგადაც" ითამაშა.
SOSO
09:16 23-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული