ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ გასვლაზე, გატუზოს ნაცვლად მწვრთნელად დანიშნულ გასეს „მარსელთან“ 1:3 დამარცხდა და ევროტურნირებს გამოეთიშა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. "ველოდრომზე"სტუმრები ეგინალდუს მიერ მოპოვებული პენალტით სუდაკოვმა დააწინაურა, თუმცა ობამეიანგმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. 74-ე წუთზე მატვიენკოს შეცდომის შემდეგ სარიმ რიზნიკის კარი დალაშქრა, ცოტა ხანში კი გამოსვლაზე ბურთი თავად რიზნიკმა უხეიროდ მოიგერია და კონდოგბიამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
დონეცკურ გუნდში 85-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი აზაროვმა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო. აზაროვს შეცდომა არ დაუშვია, გაშვებულ გოლებში ვერავინ დაადანაშაულებს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore 6.2, whoscored. 5.8, Flashscore 5.7.
მარსელი. „ველოდრომი“. 63 182 მაყურებელი
მარსელი - შახტარი 3:1
გოლები: 0:1 სუდაკოვი (12, პენ), 1:1 ობამეიანგი (23), 2:1 სარი (74), 3:1 კონდოგბია (81)
აზაროვს შეცდომა არ დაუშვია, გაშვებულ გოლებში ვერავინ დაადანაშაულებს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore 6.2, whoscored. 5.8, Flashscore 5.7.