სერია A-ს 25-ე ტურში „ტორინო“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო.
ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ტორინოს“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია (3 მოგება და 3 ფრე), 36 ქულით მეათე ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „რომას“ დაუპირისპირდება.
ტურინი. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ლაციო 0:2
გოლები: 0:1 გენდუზი (50), 0:2 კატალდი (56)
გაძევება: ხილა (79, ლაციო)